Part 17. ახალი ისტორია

119 8 41
                                    


ამ ამბიდან ზუსტად ორი თვე გავიდა, მე უკვე კარგად ვარ, დამტვრეული ძვლები გამთელდა, სიარულიც შემიძლია და ჩალურჯებებიც მალე გამიქრება. ამ ხნის მანძილზე დრაკო მალფოიმ მოახერხა და მამაჩემის ნდობა დაიმსახურა, დიახ დიახ დიახ ზუსტად ორი თვეა რაც მე და მალფოი ერთად ვართ და ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მაგარი დროა, დრო ახალი ცხოვრების დასაწყებად. მკითხავთ ალბათ რა მოხდა, ვინ მიმიყვანა ამ მდგომარეობამდე. ეს ყველაფერი ლუკასის გეგმის ნაწილი იყო, რათქმაუნდა დრაკოს ის უპასუხოდ არ დაუტოვებია და ლუკასი დღესდღეისობით ნიუ-ორკის საზღვრებს გარეთაა და ის ვერასდროს ვეღარ შემოაღწევს ამ ქალაქში. პენსი კომპანიიდან წავიდა და ქალაქის მეორე ნახევარში გადავიდა საცხოვრებლად. დელფი კი ორი თვეა არ გვინახავს, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. რეი და ჯინი დაქორწინდნენ, პატარა და საყვარელი ქორწილი ჰქონდათ და ეხლა იაპონიაში, ანიმეს ქვეყანაში ისვენებენ. (ჯინი სხვაგან სად წავიდოდა). მამა და მამიდა ჯინის სახლში არიან გოილთან ერთად ყოველ დღე ვსტუმრობ მათ. მე დრაკოსთან გადმოვედი დიდი თხოვნის შემდეგ. მითხრა არ მინდა ვიცოდე, რომ ერთ ქალაქში ვართ და ერთ ჭერქვეშ არ ვცოვრობთო. მამაჩემის დათანხმება გაგვიჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მამიდას დახმარებით დავითანხმეთ. დრაკომ უთხრა თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდებაო. მე კომპანიაში ვმუშაობ მთავარ მენეჯერად და ამ მცირედ დროში იქ მყოფი ყველა ადამიანი გავიცანი. ხო მართლა, დრაკოს კაბინეტი მეორე სართულზე ჩამოვიდა. მიხვდა ჩემი სატრფო, რომ თუ დროულად არ გამოიცვლიდა კაბინეტს მოვკვდებოდი და სიკვდილის მიზეზად კიბეებზე სიარულს ჩაწერდნენ. ცოტა ხანში ნიშნობაც გვქნება. ჯინი იაპონიიდან იმუქრება: უჩემოდ არაფერი ჩაატაროთ , თორემ ცოცხალი ვერ გადამირჩებითო. ხო მართლა, არ გაინტერესებთ ჯინი და დრაკო როგორ შერიგდნენ? ჯინის დრაკოს ატანა დღემდე არააქვს, ყოველთვის ლანძღავს და ემუქრება, ჩემს დაქალს გული, რომ ატკინო ჩემი ხელით დაგმარხავო. დრაკოც ყოველთვის ეკაიფება, ისე ვატკენ შენც კი გაგიკვირდებაო და ასე, ტომი და ჯერივით ყოველთვის ჭამენ ერთმანეთს, მე და რეი კი ამათ კინკლაობას ვუყურებთ და კარგად ვერთობით. ერთ საღამოს როცა საშინლად დაღლილები სახლში მივდიოდით დრაკომ მოულოდნელად მანქანა გააჩერა შუა ქუჩაში და ალმაცერი თვალებით გამომხედა.

A great story of a small sense.Dramione♥️(დასრულებული✔️)Where stories live. Discover now