Part 5 საზარელი ამბავი

119 10 12
                                    

ტელეფონის ხმამ დილით ძილის საშუალება არ მომცა, მაგრამ ისე მეძინებოდა ზარი გავთიშე. ვიცოდი, რომ ნინია ან რომელიმე ჩემი მეგობარი იქნებოდა, მაგრამ ზარი არა და არ ჩერდებოდა. გამუდმებით რეკავდა ტელეფონი და ეს უკვე გამაღიზიანებელი ხდებოდა, ამიტომ თავს ძალა დავატანე და ტელეფონს ვუპასუხე თან ისე, რომ არ დამიხედავს ვინ მირეკავდა. ტელეფონიდან უცნობი ქალის ხმა გაისმა:

-ჰერმიონ გრეინჯერს ვესაუბრები?_მეკითხებოდა უცნობი.

-დიახ, გისმენთ_ვუპასუხე ნამძინარევი ხმით და თან გემრიელად დავამთქნარე.

-კარგია, რომ ტელეფონს როგორც იქნა უპასუხეთ. ნომერბის ბაზაში სხვა ახლობლის ნომერი ვერ ვიპოვეთ და არ ვიცოდით ვისთვის დაგვერეკა გამოტოვებული ზარის შემთხვევაში.

-და უკაცრავად, თქვენ ვინ ბრაძანდებით?_ვკითხე გაკვირვებულმა

-New York-Presbyterian / Queens გიკავშირდებით, ცოტა ხნის წინ დაახლოებით 65წლის მამაკაცი შენოიყვანეს გულის შეტევით და მათ ნივთებში მობილური ტელეფონი ვიპოვეთ, ნომრების ბაზაში კი მხოლოდ თქვენი სახელი და ტელეფონის ნომერი იყო._დავიბენი. არც კი ვიცოდი რა იყო New York-Presbyterian / Queens  ამიტომ ვკითხე თავიდან

-უკაცრავად საიდან მიკავშირდებით?

-საავადმყოფოდან ქალბატონო, ვერ გაიგეთ?_იმდენად არეული ვიყავი, რომ ვერ გავიაზრე რას ამბობდა უცნობი.

-და მე რატომ მირეკავთ?

-ქალბატონო, თქვენ არ იცნობთ პაციენტს?

-სახელი და გვარი მითხარით

-უილ გრეინჯერი_და აქ გავქვავდი. უილი მამაჩემია. უილ გრეინჯერი. ეს სიტყვები ტვინში აციმციმდა, ტელეფონი კი ხელიდან გამისრიალდა და იატანზე დაენარცხა. მე გიჟივით გავვარდი მისაღებში და ბოლო ხმაზე ვიკივლე. ვიკივლე, რადგან  ადამიანი, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საავადმყოფოში იწვა, მე კი ამის შესახებ უცნობი მატყობინებდა. კივილით რომ ხმა გამიწყდა ვიდექი და ერთ წერტილს ვუყურებდი, რა დროსაც ჯინი მოვარდა ჩემთან:

A great story of a small sense.Dramione♥️(დასრულებული✔️)Where stories live. Discover now