[2]

568 74 12
                                    

-რადგან ითხოვეთ.. 😊

-არ დაგავიწყდეთ დავოუთება და აზრის გამოთქმა ... ❤️‍🩹

Jimin pov:

ჩემს ბედზე ვბრაზობ! რადგან დარბაზში, ბოქსით მიწევს ჩემი ბრაზის სავარჯიშო ბალიშზე გადავიტანა იმის ნაცვლად, რომ იმ ნაბიჭვარს ცხირ-პირი გავუერთიანო. მთელი გულით ვნატრობდი ეს ბალიში ჯონგუკის წყეული უნაკლო სახე ყოფილიყო, რომელსაც აბაზანაში მოხვედრილი ამბის შემდეგ ვერ ვიგდებდი თავიდან.

საშინლად დამამცირა და არამამაკაცური მიწოდა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად შეათვალიერა ჩემი სხეული. მერე რა, თუ ჩემზე რამდენიმე მილიმეტრით მაღალია და ორი კუნთით ზედმეტი მასა აქვს? არასდროს, არავის მივცემ ჩემზე ასე მოქცევის უფლებას! ახვარი! მისი ყოველი შეხების გახსენებაც კი გულს მირევს.

ჯონგუკზე ისე ვიყავი გაცხარებული მთელი ჩემი ჯავრი სავარჯიშო ბალიშზე ამოვანთხიე. ამიტომ კუნთები ერთიანად დამეჭიმა და მხრები საშინლად ამტივდა.

სახლში შესვლისთანავე პირველს მამაჩემს გადავეყარე. დივანზე კომფორტულად მოკალათებულიყო, ცხვირზე სათვალე წამოესკუპებინა და როგორც ყოველთვის სამუშაო ქაღალდებში იქექებოდა. რომ შემამჩნია ფურცლები მაგიდაზე დააბრუნა.

-გამარჯობა. -მივაძახე.
-როგორც იქნა მოხვედი. შენ გელოდებოდი.
-მოხდა რამე?

-დღეს ადრე დაიძინე.
-რა? - ამჯერად რა სიურპრიზს მიმზადებ მამა?
-ხვალიდან კომპანიაში ივლი ჩემთან ერთად. -ისე წარმოთქვა ეს ფრაზა, რომ აშკარად ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო. ისე, რომ არც კი აპირებდა კითხვას იმასთან დაკავშირებით, მე მსურდა ეს თუ არა.

-რა? - სიმწრისგან გამეცინა.
-ასე რატომ გაიკვირვე? -მამაჩემსაც შეეცვალა ტონი. -თავი ისევ პირველ კურსელი გგონია? რატომ არ გინდა მოხვიდე და პროცესი დროულად აითვისო?

Catch me if you can Where stories live. Discover now