- ელას და მე მოგვეცი უფლება რომ ერთად ვიყოთ.

- ისევ იმავეს იმეორებ!! - შეყვირა იუნგიმ.

- ვიმეორებ რადგან ცივ სისხლიანი ხარ!! შენთან ელა ბედნიერი ვერ იქნება!!! შენ მასაც კი მოკლავ შენი წყურვილის დასაკმაყოფილებლად!!! უბრალოდ გაგვიშვი აქედან შორს! შენგან შორს!

- კარგი! კარგი! - მშვიდად თქვა იუნგიმ - გაგიშვებთ, მხოლოდ მას შემდეგ რაც ყველაფერს ვიტყვი. მას შემდეგ რაც სიმართლეს გაიგებს ელა, შემდეგ თავად გადაწყვიტოს პრინცესა ელამ ვისთან დარჩება.

- იუნგ....

- ელა შემოიყვანეთ! - უბრძახა მსახურებს და რამდენიმე წუთში ელაც შემოვიდა, მაშინვე დაუძლურებულ ჯონგუკს მივარდა რომელიც ძვლივსღა სუნთქვდა.

- რა უქენით!! - იკითხა ტირილით ელამ - ასე სასტიკად როგორ გაუსწორდით?!?

- მე არაფერი გამიკეთებია, მისი სიჯიუტის ბრალია - მშვიდად თქვა იუნგიმ და ელას ანიშნა მის წინ გასწორებულიყო - გადაწყვეტილება მივიღეთ.

- სიკვდილით დაგვსჯით? - ჩუმად თქვა ელამ.

- არა. იცი ელა მეგონა ყველაზე კარგად შენ მიცნობდი, მართლა ფიქრობ რომ ეს ტახტი ჩემთვის რამეს ნიშნავს??

- სხვა შთაბეჭდილება არ მრჩება მბრძანებელო.

- კარგი მაშინ გიამბობ შენს ახალ ,,თაყვანისმცემელზე" რომელმაც შენში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

- იუნგი! - სუსტად წარმოთქვა ეს სიტყვები ჯონგუკმა ელამაც მაშინვე მზერა ჯონგუკისკენ გადაიტანა.

- რა ხდება? ჯონგუკ?!....

- შენთვის არასდროს მიღალატია ლი ელა! - მტკიცედ თქვა მეფემ - რას იტყვი ჯონ ჯონგუკ მოვუყვეთ ყველაფერი?

- იუნგი..

- მითხარი ვინ გითხრა რომ მე გიბარებდი იმ დღეს? - მშვიდად თქვა იუნგიმ.

- ერთ-ერთმა მცველმა.

- რომელიც ჯონგუკის ოთახის მცველია ხომ ასეა?? - ელამ ის დღე გაიხსენა და მართლაც ის ბიჭი ჯონგუკის მსახური იყო.

ალისფერი სისხლი (დასრულებული)Where stories live. Discover now