თეჰიონმა გათბობა ჩართო, რადგან გარეთ საშინლად ციოდა. ჯონგუკი ნელი მოძრაობით გვიახლოვდებოდა და თან სიგარეტს ეწეოდა. მისი კვამლი ჰაერში იფანტებოდა და მისი სახის აღქმის საშუალებას არ იძლეოდა. შეიძლება მე მეჩვენება ასე. მაგრამ მგონია, რომ განზრახ იქცევა ასე მშვიდად, რომ ნერვები ამიშალოს. მზერა ავარიდე და მოპირდაპირე მხარეს ფანჯარას გავხედე. მანქანის კარი გაიღო და ვიგრძენი გვერდით, როგორ მომიჯდა მძიმე სხეული. გაფართოებული თვალებით შევხედე ჩემს გვერდით მჯდომს, რადგან მეგონა თეჰიონის გვერდით დაჯდებიდა. ჯონგუკმა თმა შეისწორა. ფეხები ფართოდ გაშალა, თავხედურად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.

-წავედით თეჰიონ.. მოკლეთ თქვა თუ არა, მანაც სარკიდან თავი დაუკრა, გაიღიმა და მანქანა დაძრა. სხეულში დაძაბულობამ ერთიანად დამიარა. ჯონგუკის ქცევები ამ ბოლო დროს იმდენად აშკარა გახდა, რომ მალე ყველა გაიგებდა მისი ახალი გატაცების შესახებ. ამისთვის კი მზად სულაც არ ვიყავი. ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და ვმეგობრობთ. არც კი ვიცი ამ ფაქტს როგორ მიიღებენ წევრები.

მთელი გზა მანქანის მინაზე მიყრდნობილი გარე განათებებს ვათვალიერებდი, რომ უხერხული საუბრისთვის ამერიდებინა თავი. ჯონგუკი ბოლო დროს ზედმეტად ღიად ფლირტაობდა, დღეს კიდევ თეჰიონმა ისეთ სიტუაციაში გვნახა, ჯერ კიდევ საშინლად მიხურდა სახე. მე კიდე არ მინდოდა ახლა და აქ ამ თემაზე გვესაუბრა. გვერდით მჯდომი ჯონგუკის ფეხი მჭიდროდ ეკვროდა ჩემსას.  რამდენჯერაც ვცადე მისგან გაწევა ჩემკენ უფრო მოიწევდა. მალე ალბათ კარს აკრობილი აღვმოჩნდებოდი. თეჰიონმა როცა შეამჩნია, რომ საუბარს არცერთი არ ვაპირებდით მძიმე სიტუაციის განსამუხტად მუსიკა ჩართო. ჯონგუკი სავარძელზე არხეინად იყო გადაწოლილი და ზანტად ღიღინებდა. ხელი პირდაპირ ჩემი სავარძლის თავთან ჰქონდა დასვენებული და შიგადაშიგ თმის ღერებზე მეთამაშებოდა თითებით.

First love Where stories live. Discover now