- მაგრამ ის...

- დედაშენი ვერ დავიცავი, ყველას ეშინია ჩემი რადგან მეფე ვარ მაგრამ მინს? არასდროს ქონია შიში! არასდროს!! მას ვუყვარდი ყველაფერზე მეტად ვუყვარდი ჩემს გამო სიკვდილზეც კი თანახმა იყო.

- თქვენ დედოფალი არ გიყვართ..

- ის ჩემი შვილის დედაა, ჩემი მეუღლე, კანონიერი ცოლი და რჩეული პრინცესა გახლდათ, როგორ შემიძლია სიკვდილით დავსაჯო? განა შენ მოკლავდი ელას? - ამაზე ბიჭმა ფიქრი დაიწყო რას გააკეთებდა?? - იფიქრე იუნგი მართლა გულწრფელად გიყვარს ეს გოგონა?

- რატომ გამოუშვით ელა ჩემთან?

- რადგან ვიცი რას ნიშნავს როდესაც შენი რჩეული სხვისი საკუთრება ხდება.

- მას შრამი აქვს.

- ის შენი შესაფერისია, განა შენი საიდუმლოც ეს არ არის??

- თქვენ იცით?

- ყველაფერი! მაგრამ როგორც აქამდე მალავდი ისევ ისე დამალე! ახლა მხოლოდ შენს უსაფრთხოებაზე არ უნდა იზრუნო ახლა ელაც უნდა დაიცვა!

- მადლობთ მამა....

ცოტაოდენი საუბრის შემდეგ იუნგიმ მეფის ოთახი დატოვა, ძალიან გაკვირვებული იყო.
მეფე ასე გულწრფელად არასდროს დალაპარაკებია, ვერც კი წარმოიდგენდა რომ მეფეს ამდენი რამ ეცოდინებოდა მასზე...ან თუნდაც ამდენი რამ რომ ჰქონდა გადატანილი.

მეფეს რჩეული წაართვეს, სწორედ ამიტომ გაუშვა ელა იუნგისთან.

ელა იუნგისთვის მნიშვნელოვანია, უყვარს. ნამდვილად უყვარს! ამაში ეჭვიც კი არ ეპარება.

მაგრამ თუ ოდესმე მის გამო სიკვდილი მოუწევს მოკვდება??

ან თუნდაც ოდესმე შეძლებს ელა სასიკვდილოდ გაიმეტოს? ეს ხომ სასახლეა?? ეს ხომ ის ადგილია სადაც უამრავი ბავშვის, დედის, მებრძოლის თუ ახალგაზრდა პრინცის სისხლი დაღვრილა.

ნუთუ შესაძლოა ელას სისხლმა შეღებოს ამ სასახლის კედლები?

ალისფერი სისხლი (დასრულებული)Where stories live. Discover now