-ბავშვივით ნუ მექცევი.. წარბები შევჭმუხნე უკმაყოფილოდ. ჯონგუკმა გადაიხარხარა და ფართო ღიმილით მომაჩერდა.
-არადა ვცდილობ სექსუალური პარტნიორი გამოვჩნდე ვინც თავის სატრფოზე ზრუნავს.. მხრები აიჩეჩა  და უდერდელად მოქაჩა ისევ სიგარეტი.
-რა? შევიცხადე გამომშრალი პირით.. -რა თქვი? გავიმეორე გაოგნებულმა.
-ვერ გაიგე თუ კიდევ გინდა ამის მოსმენა? ჩაიცინა და სიგარეტი საფერფლეში ჩააგდო.
-რას ნიშნავს პ..პა.. პარტნიორიი? ძლივს ამოვღერღე ისე ამაღელვა ამ სიტყვამ. რომელიც ჯონგუკის პირიდან გავიგე და რომელიც ჩემთვის იყო განკუთვნილი. გული ისე ძლიერად მიცემდა მეგონა ყელში ამოაღწევდა. ჯონგუკმა კიდევ ერთხელ გაიცინა.
-ძალიან საყვარელი ხარ როცა ასე იბნევი და წითლდები.. განსაკუთრებით კი მაშინ როცა ამის მიზეზი მე ვარ.. წარბები უცნაურად შეათამაშა და ყავა მოსვა.
-ჯონგუკკ!! გამოვცარი კბილებში გაღიზიანებულმა. -არ მიყვარს, როცა მეთამაშები! შევუღრინე.
-ჯიმინ... ჯონგუკმა გაწელა სახელი. სკამიდან წამოდგა და ჩემს წინ აესვეტა. მაგიდას თეძოთი მიეყრდნო და ზემოდან ეშმაკურად დამხედა.  -ვფიქრობ შენთვის უკვე ცხადი გავხადე ყველაფერი.. ჩემი მიზნები შენთან დაკავშირებით უცვლელია.. მხრები აიჩეჩა.. -მე გითხარი მომწონხარ და ეს კვლავ ასეა..

-მაგრამ მე.. ვცადე მეთქვა, რომ ეს არასწორი იყო. მე ხომ რამდენიმე საათში ჯონგმინს უნდა შევხვედროდი.
-შშშ.. ჯონგუკმა თითი ტუჩებზე გადამისვა და ისე გამაჩუმა. სახე მომიახლოვა. სუნქვა გამიხშირდა, გული ლამის გამიჩერდა. მისი ასეთი სიახლოვე პანიკაში მაგდებდა.
-ჯიმინ იცი რა განსხვავებააა ჩემსა და შენს შორის? ჯონგუკმა თითები გულზე დამადო. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. ჯერ მის ხელს დავხედე ჩემს მკერდზე შემდეგ კი მის ინტენსიურ მზერას მივაჩერდი, რომელიც თვალებში კიარა პირდაპირ სულში მიყურებდნენ. -მიპასეხე.. თავი გადახარა და სახე ხარბად შემითვალიერა. ჩემი თითეული ნაკვთი დაასკანერა. მეორე ხელი ჯერ თმაზე გადამისვა, შემდეგ კი თითების ზურგი ლოყაზე ჩამოატარა. მთელი სახე ამიხურდა. უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
-ასეც ვიცოდი.. გაიღიმა და უფრო მომიახლოვდა.
-მითხარი.. ამოვიხავლე ჩახლეჩილი ხმით.
-მე არ დავნებდები.. მე შენზე უარს არ ვიტყვი და ხელს არ გკრავ.. არ გავიქცევი შენგან და არ დავემალები ჩემს გრნობებს.. ისეთ დაბალ ხმაზე ჩურჩულებდა თითქოს არ უნდა ეს საუბარი ჩვენ ორის გარდა კიდევ ვინმე სხვას მოესმინა. -მე არ გავჩერდები ჯიმინ.. შენთვის ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ერთ დღესაც აქ შენს წინაშე სტუმარი კი არა, არამედ არამედ, როგორც შენი ცხოვრების პარტნიორი ისე ვიჯდე. ტუჩის კუთხე ჩატეხა ცბიერად თავისი სიტყვების დასრულების შემდეგ. ალბათ კმაყოფილი იყო, რომ ვერაფერი ვუპასუხე.

First love Where stories live. Discover now