-ე.ი ჯონგმინი? სიჩუმე ჯონგუკმა დაარღვია.
-აჰამ.. თავი დავუკარი.
-ვინ არის ის? როგორც მივხდი არ უნდა ვიცნობდე.. ჯონგუკის თვალები ინტერესით სავსე იყო.
-არა.. ის ამერიკაში იყო ჩემთან ერთად. ერთ გუნდში ვცეკვავდით.
-ერთ გუნდში.. გაიმეორა თითქოს რაღაც დააზუსტა. -როდის მოახერხეთ დაახლოება? ჯონგუკის მზერა უფრო ბასრი და გამკიცხავი გახდა.
-არმახსოვს.. ჩვენ ყოველდღე ერთად ვცეკვავსიდ.. წამოსვლამდე რამდენიმე თვით ადრე ის ლანჩზე მეპატიჟებოდა ხოლმე.. ალბათ მაშინ..
-ჯიმინ შენ მოგწონს ის? ჯონგუკმა სანთებელა მაგიდაზე ხმაურიანად დადო. ახლოს მოიწია და მზერა პირდაპირ ჩემს თვალებს გაუსწორა. ამ კითხვას მისგან არ ველოდი. მისი ეს მომთხოვნი მზერა მაბნევდა. თვალის კონტაქტი ავარიდე. -ჯიმინ შემომხედე და ისე მიპასუხე.. ტონი მკაცრი და მომთხოვნი გაუხდა.
-ის კარგი ბიჭია და.. ვცადე საუბარი სხვა კუთხით წამეყვანა.
-ჯიმინ.. ჩაიცინა ჯონგუკმა.
-მე გეკითხები რა ფერისაა, შენ კიდე მპასუხობ, რომ ის ოთხკუთხედია. უკან დაიხია და ისევ სკამის საზურგეს მიეყრდნო. -მხოლოდ იმიტომ ხვდები, რომ კარგი ბიჭია და პაემანზე გეპატიჟება? ჯონგუკის ხმა ისევ შეიცვალა. -ნუთუ ასეთი სასოწარკვეთილი ხარ და ასე ძალიან განიცდი ურთიერთობის ნაკლებობას, რომ ხვდები მას ვინც არც კი მოგწონს?!
-საკმარისია! ჯონგუკის საუბარი უკვე ზედმეტი იყო. მას არ ჰქონდა უფლება ჩემთან ასე ელაპარაკა. -შეგიძლია წახვიდე, უკვე კარგად ვარ, სანერვიულოც აღარაფერი გაქვს და უნდა დავიძინო! სკამიდან წამოვხტი და მისაღებში სწრაფი ნაბიჯებით წავედი.

-ჯიმინ.. მოიცადე.. ამის თქმა არ მინდოდა.. ჯონგუკი უკან ამედევნა. ამჯერად გამკიცხავი ტონი შეცვლილი ჰქონდა. მკლავში ძლიერად ჩამავლო და მისკენ შემატრიალა. -მაპატიე.. ამოიჩურჩულა. ამას არ ვგულისხმობდი.. მის მზერაში წუხილი და აშკარა დანაშაულის გრძნობა დავინახე.
-მაშინ რა უგულისხმე? ხელი გამიშვა და ორივე მტევანი მხრებზე მომხვია. თავი დახრილი ჰქოდა. მზერას მარიდებდა.
-მე არ ვიცი რა დამემართა.. ამოიოხრა.
-შენ არ შეცვლილხარ.. დანანებით გავაქნიე თავი. ჯონგუკმა მაშინვე აღელვებულმა შემომხედა.
-არა! ასე არ არის! თავი გააქნია.
-ძველ ჩვევებს ვერ ღალატობ! შენ ჩემი დაცინვა სცადე.
-არა! მხრებზე შესამჩნევად მომეჭიდა და უფრო ახლოს მოვიდა. -შენ არასწორად გაიგე.. მე.. ეს სხვა გრძნობა იყო.. ამოიოხრა. -მისი ახსნა არ შემიძლია.. უბრალოდ მისი სიტყვების შემდეგ კონტროლი დავკარგე.. ასეთი გრძნობა ადრე არასოდეს მქონია.. მე ძალიან ეგოისტურად მოვიქეცი.. მაპატიე..
-ეს რას ნიშნავს? ვერ ვხდებოდი რაზე მიმანიშნებდა.
-მე.. ისევ ამოიხრა და თავი უფრო დახარა.. -ვიეჭვიანე..

First love Where stories live. Discover now