ერთთვიანი არდადეგების შემდეგ წევრები პირველად ნახა და მხოლოდ ხელის აწევით და მოკლე გამარჯობით მიესალმა. წევრებმა თანაგრძნობით გაუღიმეს. მიხვდენენ რამდენად აწყენინეს მაკნეს, ამიტომ ზედმეტს არავის საუბრობდა. თუმცა ყველაზე მეტად მის მდგომარეონას თეჰიონი განიცდიდა. მას ძალიან ენატრებიდა თავისი პატარა მეგობარი. თუმცა იცოდა თუ მიუახლოვდებოდა ამით მხოლოდ სიტუაციას გაამწვავებდა და ჯონისგან აგრეესის გარდა ვერაფერს მიიღებდა. ამიტომ აცდიდა, რომ თავისით გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან.

ჯონგუკის გონება თანდათან ბრაზმა დატოვა და მისი ადგილი წყენამ დაიკავა. ის ჯერ კიდევ ვერ ინელებდა იმ ფაქტს, რომ ჯიმინმა არამც თუ დაემშვიდობა მას, არამედ მისი წასვლის შესახებაც კი არ ამცნო. ეს ფაქტი გულს საშინლად ტკენტა და ყოველ გახსენებაზე თავს უკანასკნელ იდიოტად გრძნობდა. მან ხომ მოინდომა. მან ხომ შეიცვალა ჯიმინისთვის. ნუთუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მისთვის, რომ მცირედი შანსი მიეცა.

ჯონგუკმა წევრების ლაპარაკისგან გაიგო, რომ ჯიმინი ერთი წლით გაემგზავრა ამერიკაში ცეკვის შემსწავლელ კურსებზე. მას იმედი მიეცა, რომ ჯიმინი როგორც კი დაბრუნდებოდა დაელაპარაკებოდა და კითხავდა თუ რატომ ვერ დაიმსახურა მისი პატიება.

გაზაფხულიც მალე მიილია. ჯონი საზაფხულო არდადეგებზე ბუსანში გაემგზავრა ოჯახთან. რატომღაც ბუსანი უფრო ხშირად ახსენებდა ჯიმინს. ისიც ხომ ბუსანიდან იყო. ახსენდებოდა ჯიმინი როგორ საუბრობდა განგებ ბუსანური აქცენტით და უნებურად ეღიმობოდა. რამდენჯერმე ჯიმინის მამის რესტორანსაც ეწვია და პაკის საყვარელი კერძები დააგემოვნა, როგორც მამამისმა ურჩია. მან რამდენიმე ძველი ისტორიაც მოუყვა ჯიმინზე. უყვებოდა თუ როგორ უყვარდა ჯიმინს ბავშვობიდნავე მათემატიკა და მუსიკა. როგორც აღმოჩნდა ჯიმინი მღეროდა კიდეც, თუმცა ამაზე მას არასდროს უსაუბრია წევრებთან. ჯონს საშინლად მოუნდა ჯიმინის ნამღერის მოსმენა.

First love Where stories live. Discover now