თავი 31

140 12 2
                                    

დილით ვიღვიძებ და ჩემ მუცელს ვეფერები, აქ პატარა მიზის დათოს და ჩემი შვილი, რა ლამაზად ჟღერს არა?, ძალიან გვშიოდა მე და ჩემ პატარას და დაბლა ჩავედი, მაცივრიდან ნუთელა ამოვიღე და ჭამა დავიწყე, ნუთელა სულ დავამთავრე. ცოტახანში ჩემი ძმა ჩამოვიდა კიბებიდან, ფეხებით ბრახუნით.
- ეეე, რატო შემიჭამე ნუთელა? - მითხრა გაბრაზებულმა, მე და რეზოს ბავშვობიდანვე ძალიან გვიყვარდა ნუთელა.
- მმ, რავქნა პატარას შიოდა.
- ეჰ რა გეშველება, გაღორდი უკვე.
ფული ამოვიღე და ჩემ ძმას გავუწოდე, მან ფული გამომგლიჯა ხელიდან.
- აჰა, იყიდე ნუთელა.
- მადლობა.
ცოტახანში დედაჩემის ჩამოვიდა, თმები გაისწორა და სამზარეულოში ფუსფუსს შეუდგა.
- შენი ძმა სადა?.
- მაღაზიაში წავიდა.
- რაზე?.
- ნუთელა შევუჭამე და მერე ფული მივეცი რომ ეყიდა - დედაჩემს გაეცინა, მე მას უკნიდან ჩავეხუტე და ვაკოცე. ცოტახანში რეზის დაბრუნდა და ჭამა დავიწყეთ, მამა სამსახურშია ის ხვალ მოვა სახლში, როგორც გავიგე ძალიან ბევრი სამუშაო აქვს და ღამეებს იქ ათენებს, ჭამას რომ მოვრჩით ჩემ ოთახში ავედი და დავჯექი. ჩემი ძმა შემოვიდა, და გვერდით მომიჯდა.
- ჰმმ, რეზი რაღაც რომ გთხოვო შეიძლება?.
- კი გისმენ.
- აუ წადი კიტრის მწვნილი მოიტანე ჩუმად რა.
- წონაში რო მოიმატები წუწუნი არ დაიწყო, ოქეი?.
- ისედაც გავსუქდები მუცელი რომ გამებერება, რავქნა ბავშვს შია ჯეე პატარა მაგრამ მაინც ღორმუცელა.
რეზი ჩავიდა დაბლა და მალე ამობრუნდა კიტრის მწვნილის ხელში, თავსახური გახსნა იმიტომრომ მე ვერ ვხსნიდი, და მომაწოდა ერთი ქილა კიტრის მწვნილი, მე ვჭამდი და რეზის ვუსმენდი თავის ნინიზე მიყვებოდა, ჭამას მოვრჩი და ქილა რეზის მივეცი მან გარეცხა და შეინახა. ცოტახანში ავდექი ჩემი ტანსაცმელები ჩანთაში ჩავალაგე, იმიტომრომ მივდიოდი, ტესტი და ორსულობის ფურცლები ერთ ყუთში ჩავდე და შევფუთე, დათოს სიუპრიზს გავუკეთებ ვნახოთ რა რეაქცია ექნება, დედას დავემშვიდობე და ლოყაზე ვაკოცე, მერე ჩემძმას ძლიერად ჩავეხუტე და დავპირდი მალე მოვიდოდი და ხშირად ვნახავდი მას როცა უნივერსიტეტისგან დაგვითხოვებდნენ, ტაქსი გავაჩერე და ჩემ ბინაში წავედი. ტაქსმა ბინასთან გამიჩერა, მეც ჩავედი ფული გადავიხადე და გოგოებთან ავედი, ისინი იქ დამხვდნენ ყველამ ჩამეხუტა, და მუცელზე მეფერებოდნენ შეაწუხეს ჩემი პატარა.
- როგორ გრძნობ თავს? - მკითხა ნანამ.
- მშვენივრად, ძალიან ბედნიერი ვარ.
- დათოზე გაბრაზებული აღარ ხარ? - დაინტერესდა ლიზას.
- ბავშვზე რომ გავიგე სიხარულისგან სიბრაზემ გამიარა, და ასე გამოდის მასზე გაბრაზებული აღარვარ.
- როდის აპირებ რომ უთხრა? - მკითხა ნანამ, უკვე შემაწუხეს.
- როცა თვითონ ბოდიშს მოიხდის თავის საქციელზე, შეიძლება ვაპატიო და ვუთხრა, მაგრამ აღარ მგონია ბოდიში მომიხადოს, იმიტომრომ რაც წავედი არც კი ვახსოვარ არცკი დაურეკია, მოკლედ დამიკიდა - არვიცი რატომ ვსაუბრობდი ასე, მაგრამ ორსულობის ბრალი იყო, ყველაფერზე ნერვები მეშლებოდა და ვანრიცხებოდი.
- ლილე, არასწორად ამბობ, დათოს ჩვენ მივწერეთ რომ არ შეგაწუხოს, ისიც ვუთხარით რომ დასვენება და სიმშვიდე სჭირდებოდა, ამიტომ არ მოუწერია დრო მოგცა დასამშვიდებლად, და რატომ ფიქრობ ასე? - მითხრა ლიზამ.
- მაპატიეთ, რაღაც სხვანაირად ვარ დღეს, ყველაფერზე ვბრაზდები და ნერვები მეშლება, ალბათ ორსულობის ბრალია.
- შეიძლება, მაგრამ თავის მოთოკვას ისწავლე - მითხრა ნანამ.
ჩემ მუცელს ხელი მოვკიდე და პატარას მოვეფერე, გოგოებს გაეღიმათ, მუცელში მყოფი ბავშვი ცხოვრების სტიმულს მაძლევს, როცა გაბრაზებული ან ანერვიულებული ვარ მას ვეფერები და ვმშვიდდები.
- წამო ბიჭებს გავიაროთ, ბინაში არიან - თქვა ლიზამ.
- კარგი, მომენატრა ჩემი მეგობრები.
მე და გოგოები ავდექით და ბიჭების ოთახში შევედით, გიორგი და დემეტრე მაგიდასთან ისხდნენ და დომინოს თამაშობდნენ, ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდათ და ჩამეხუტნენ, მათთვის ჯერ არვაპირებ თქმას ბიჭები არიან და დათოსთან წამოცდებათ, უეცრად დათოს ოთახის კარი გაიღო და დათო შემოვიდა, ჩემს დანახვაზე თვალები გაუდიდდა და ბედნიერებისგან გაიღიმა, ის ჩქარა მიახლოვდება და ძლიერად მიკრავს გულში ისე რომ ლამის გაგვჭყლიტოს მე და პატარა, ჩემი გული ისევ ფეთქვას იწყებს, დიდიხანია შეყვარებულები ვართ და მაინც მიცემს გული ასე მის სიახლოვის დროს, მან რომ ჩამეხუტა ძლიერად სამყარო ჩემი მეგონა, ლამის ახლავე ვაპატიებდი, სიბრაზემ გამიარა და სიმშვიდე ვიგრძენი მის მკლავებში, მისი მონატრებული მკლავები ისევ ათბობდა ჩემ სხეულს, მისი მონატრებული სურნელი ხარბად შევისუნთქე, საცაცილოა არა? მხოლოდ ერთი დღით გავექეცი და ძალიან მომნატრებია.
- ლილე შეიძლება ვისეირნოთ და ვილაპარაკოთ?.
- კი.
მე და დათო დაბლა ჩავედით, გოგოები ფანჯრიდან გვიყურებდნენ და გვიღიმოდნენ, მე მათ ხელი დავუქნიე და დათოსთან ერთად სეირნობა დავიწყე, სამარისებული სიჩუმე სუფევდა, დათოს მშვიდი სახე ქონდა და ნელა დადიოდა.
- ლილე, არვიცი შენ რა იფიქრე როცა თეკლა დაინახე ჩემ კალთაში, მაგრამ მინდა გითხრა რაც შენ იფიქრე ის არმომხდარა.
- ვიცი არარის საჭირო ახსნა, ნანამ მითხრა.
- მართლა?, მადლობა მაგაც ძალიან გამახარა თუ გითხრა, ჯობდა სიმართლე გაგეგო, თორე ნაშებს არვეკიდები შენი ერთგული ბიჭი ვარ, ლილე მაპატიე - მითხრა და გამიკრიჭა, მას თბილი ღიმილი ქონდა.
- რა გაპატიო შენ კი არჩაუჯექი მას კალთაში - ვუთხარი და გავუღიმე.
- იმისთვის რომ გული გატკინე და ჩემც გამო განადგურებული გახდი, გამექეცი კიდევაც დასამშვიდებლად.
- ეს იმის ბრალი იყო რომ სიმართლე ჯერ არგავიგე, და რაც ვიფიქრე ის მეგონა.
- მაინც მაპატიე.
- მე სულ გპატიობ, ახლაც გაპატიებ - ვუთხარი და ლოყაზე ნაზად ვაკოცე, მას გაეღიმა ბედნიერი იყო, მის თვალებში დაინახავდი ბედნიერებას ისე უბრწყინავდნენ.
- შენი მარწყვის ტუჩები მომენატრა - მითხრა და ჩემ ტუჩებს ეცა, რბილად და ნაზად მკოცნიდა მეც ავყევი კოცნაში, ძალიან მომნატრებია მისი ტუჩების გემო, ჰაერი რომ აღარ გვეყო გავჩერდით ორივე ღრმად ვსუნთქავდით.
- ლილე, წამოდი ჩვენ სახლში წავიდეთ.
- კარგი, ბარგს ავიღებ და წავიდეთ.
მე და დათო ჯერ ცოტახანი დავრჩით ბავშვებთან, მერე წამოვედით დათოს მანქანით. ჩვენ სახლში შევედი და იქაურობას კარგად შევხედე, წარმოვიდგინე როგორ დარბის ჩვენი პატარა და დათოს ხელში აყვავს, მეღიმებოდა და მუცელს ვუსმევდი ხელს ჩემ პატარას ვეფერებოდი, ნეტა გოგოა თუ ბიჭი?.
- აი პატარავ ესეც ჩვენი სახლია, მე და მამაშენი აქ ვცხოვრობთ, შენც რო დაიბადები აქ ითამაშებ - ვეუბნები და მუცელს ვუღიმი, დათოს ბარგები მოყავს და მაღლა აიტანა, მერე დაბლა ჩამოვიდა და ხელში ამიყვანა, ჩვენ ოთახში საწოლზე დამაწვინა და კოცნა დამიწყო, მიღუტუნებდა და მკოცნიდა, მე კი ვიცინოდი. როცა გაჩერდა ძლივს ამოვისუნთქე, ლამის ბავშვი მომიკლა მუცელში, დაბლა ჩავედი კინოს ყურება მინდოდა, დათომ სასუსნაოები მოიტანა და ჭამა დავიწყეთ, თან ტელევიზორს ვუყურებდით, ჭამას რომ მოვრჩი კიდე მომინდა, დათოს ვთხოვე ნუთელა მოეტანა, მან მომიტანა ახლა ნუთელას ვჭამდი, ვერ გავძეხი ნორმალურად, რა ღორმუცელა ბავშვი მყავს სულ შია, დათო გაოცებული მიყურებს.
- ამდენს როგორ ჭამ, როდის გახდი ასეთი ღორმუცელა - მითხრა და ჩაიცინა, მე გავებუტე და ზურგით მოვტრიალდი მან მიხვდა რომ მაწყენინა, ბოდიშების მოხდა დამიწყო და იმდენი მაკოცა ჩემც შესარიგებლად.
- დათო ჟურნალისტები კიდევ რომ შეგხვდება, საჯაროდ ბოდიში მოიხადე, შენ ხომ ყველაფერზე ბოდიშის მოხდა გეხერხება, რუსეთის მაგივრად მოიხადე საქართველოს ბოდიში - ვუთხარი მე, ის ახარხარდა, სიცილს ვერ წყვეტდა ხმამაღლა იცინოდა, თვალიდან ცრემლი მოიწმინდა და ძლივს გაჩერდა.
- რა მაგრად გამაცინე.
- კარგი, მალე მოვალ.
ავდექი და ჩემს ოთახში ავედი, შეფუთულ ყუთს ვუყურებ და გული მიცემს, მეშინია მისი რეაქცის, ღმერთო ვერ ვბედავ ნაბიჯის გადადგმას და თქმას, იმედია გაუხარდება, ყუთს ხელი დავავლე და დაბლა ჩავიტანე, დათოს ვუყურებდი ის ტელევიზორს უყურებდა ვერ მამჩნევდა, გული მიცემდა მაგრამ უნდა გავრისკო და ნაბიჯი უნდა გადავდგა. მასთან წავედი და ლოყაზე ვაკოცე, მის გვერდით მივუჯექი და საჩუქარი გავუწოდე, მან დაინტერესებული გამომართვა მე მის რეაქციას დაველოდე.
- ეს ჩემთვის? - მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
- კი მაინტერესებს როგორ მოგეწონება.
- ჩემი საჩუქარი შენ ხარ - მითხრა და ჩემ ტუჩებს ეცა, ოჰ ეს ბიჭი მოვლენებს რატომ ანელებს, ნახოს ბოლოსდაბოლოს თუ მივეცი, დათომ საჩუქარი გახსნა და ორსულობის ტესტი ამოიღო, თვალები გაუბრწყინდა, მე კი ვნერვიულობდი მისი რეაქციის კარგად გაგება მინდოდა, მან ქაღალდი აიღო სადაც ორსულობის ანალიზი ჩავატარე წაიკითხა, წაკითხვას რომ მორჩა მის თვალებში ცრემლებს ვხედავდი, ნუთუ ეს სიხარულის ცრემლებია?, დათო ადგა ხელში ამიყვანა და დამატრიალა, სიხარულის ცრემლები ყოფილა მას ეხლაც მოსდის ცრემლები მაგრამ გახარებულია მატრიალებს, ბოლოს ჩემ ტუჩებს ეცემა და ვნებიანად მკოცნის.
- არმჯერავს რომ მამა გავხდები, წარმოიდგინე რა კარგი იქნება ჩვენ რომ პატარა გვყავდეს ლილე? - მეუბნება და იღიმის.
- როც გავიგე ორსულად ვიყავი, იმდენჯერ წარმოვიდგინე ჩვენზე და ბავშვზე.
- ყველაზე ბედნიერივარ, ჩემი ცხოვრება ბედნიერებისკენ შეიცვალა, ამის მიხარია მე და მადლობელი ვარ.
- ჩემი ცხოვრებას ბედნიერებისკენ შეიცვალა, ცხოვრების სტიმულს შენ და ჩემი პატარა მაძლევთ, მადლობა ღმერთს რომ თქვენი თავი გამომიგზავნა.
- რამდენი დღით ხარ ორსულად?.
- 1 კვირით.
- სქესი არ იცი?.
- ჯერ პატარა.
- ჰმ, არაუშავს მერე გავიგებთ - მითხრა და ხელში ამიყვანა, საწოლზე დამაწვინა და გვერდით მომიწვა ძლიერად ჩამეხუტა და ჩემ თმებში ჩარგო თავი.
- მხოლოდ ჩემმამ იცოდა სახლში - დათო არმისმენდა, ის რაღაცას ფიქრობდა.
- ჰეი სად გაფრინდი?.
- ბავშვების სახელებზე, წეღან რა მითხარი?.
- სახლში მხოლოდ ჩემმა ძმამ იცის, ჯერ სქესი გავიგოთ მერე იფიქრე.
დათომ გამიღიმა და ჩემ მუცელზე ფერება დაიწყო, ის ჩემ მუცელს ხანდახან კოცნიდა და ეხუტებოდა, ბავშვს ტკბილ სიტყვებს ეუბნებოდა და მეც მახალისებდა, ამბობდა ახლა ორნი მყვანანო.

დათო ბოლოდროს ყურადღებას ძალიან მაქცევდა, სამსახურში სულ გვერდით მედგა არმაძლევდა დაღლების უფლებას, სულ ჩემზე და ჩვენ პატარაზე ზრუნავდა, ჩემ ჩაცმულობას საერთოდ ყველაფერს აქცევდა ყურადღებას, ძალიან მზრუნველია, ის საუკეთესო მამა იქნება დარწმუნებული ვარ, ყველაფერზე ზრუნავს, ყოველთვის სამსახურიდან რომ მოდის, ბევრი რამ მოყავს ჩვენთვის, გვეუბნება ჩემი ორი პატარა უნდა ჭამოსო, ამ ბოლო დროს ხასიათი ძალიან შემეცვალა, ხშირად ყველაფერზე ვწუწუნებ და უმიზეზოდ ვტირი, დათო მაინც მიძლებს იმიტომრომ ვუყვარვარ და ყველაფერს მისრულებს, სულ მეუბნება ტირილით ბავშვს ავნებო, სულ მაწყნარებს და მეხუტება, ჩემ მუცელს რას შეხება ცოტა გამეზარდა და დამეტყო, დათო სულ ეხუტება ჩემ მუცელს და კოცნის, მას უნდა რომ გოგო გვყავდეს, მე კი ვფიქრობ ჯერ ბიჭი ჯობია მერე გოგო, გოგოს უფროსი ძმა უნდა ყავდეს რომ მეტი ყურადღება მიაქციოს, დათო მაინც მეწუწუნება მე გოგო მინდაო, მაგრამ ჩვენ ნებაზე ხომ არარის ვნახავთ რაც დაიბადება.
- ლილე მშობლებისთვის როდის აპირებ თქმას - მეუბნება ჩემი ბიჭი და ლოყაზე გამუდმებით მკოცნის, ყველაზე ძალიან რომ მიყვარს ეს.
- ჯერ არვიცი, დათო მგონი ძაან გავსუქდი - დავიწყე მე წუწუნი, მან ჩემი გამხნევება დაიწყო რომ არგავსუქებულვარ ბავშვი გაიზარდა და ამიტომ ვარ ასე, უმიზეზოდ ყველაფერზე წუწუნი ვიცი და დათო სულ მამშვიდებს და მამხნევებს მგონი ძალიან დავღალე დათო ჩემი უაზრო ქცევებით, მაგრამ რავქნა რაჩემი ბრალია, ორსულობამ იცის ასე.


მეგობრებო აბა როგორი თავია😚❤? როგორი მშობლები იქნებიან დათო და ლილე თქვენი აზრით🥺❤

მიყვარდიWhere stories live. Discover now