თავი 17

165 13 2
                                    

დილით მზის სხივები მაღვიძებს და, ვცდილობ ავდგე. ვდგები და მოლი საწოლზე არ მხვდება, ალბათ ვიღაცამ წაიყვანა. ავდექი მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი, ოჯახის წევრები იქ დამხვდნენ მოლის მანდ იყო. ერთი დღით დარჩენას კიდე ვაპირებ, ძალიან მიყვარს აქ ყოფნა. ჩემი ძმა დღეს სკოლაში წასვლას არ აპირებს ჩემც გამო ძალიან მოვენატრე და ნერვები უნდა მომიშალოს, არც მე დავაკლებ. დედამ საუზმე გამზადა და ყველანი მაგიდას მივუჯექით, დედას გაკეთებული საჭმელები ძალიან მიყვარდა ახლაც მიყვარს. მან ჩემი საყვარელი შოკოლადის ბლინები გამოაცხო და ცხელი შოკოლადი გამიკეთა, ძალიან გამახარა ავდექი და ლოყაზე ვაკოცე.
- მადლობა დე, ყოველთვის იცი როგორც უნდა გამახარო.
- არაფრის დაჯექი და ჭამე შეგერგოს.
ყველანი ჭამა დავიწყეთ, კარგად ვიზაუსმეთ, საუზმობას რომ მოვრჩით მე და ჩემი ძმა გადავწყვიტეთ მოლი გაგვესეირნა. მოლის ყელზე ბაწარი გავუკეთეთ და გარედ გავიყვანეთ, ის ბედნიერებისგან ცკმუტავდა და დახტოდა.
- რამდენი დღით რჩები - მკითხა ჩემმა ძმამ.
- რაიყო ასე მალე მოგბეზრდი?.
- არა ეგ რაშუაშია, უბრალოდ ძალიან მომენატრე და მინდა დიდხანს დარჩე.
- დიდხანს ვერ დავრჩები, სწავლას ვერ გამოვტოვებ არშეიძლება, ხვალ მივდივარ.
- ძალიან ცუდია გული დამწყდა.
- არაუშავს, ხშირად ჩამოვალ და მოგინახულებ.
- გიორგი და დათო როგორ არიან?.
- რავი კარგად, სწავლაზე გადაკიდულები.
- ჩემს გარდა ყველა სწავლობს.
- ასეა, შენც ისწავლე.
- ვეცდები, ისინი როდის ჩამოვლენ რომ ვნახო.
- არვიცი, არ მიკითხავს ალბათ დასვენების დღეები რომ იქნება მაშინ.
- შენ მანდ არავინ მოგწონს?.
- ჩემი მოსაწონი ფეხსაცმელი ვერ მიშოვნია და ვინმე მომეწონებოდა?.
- რავი, არც სხვებს მოსწონთ ვინმე?.
- გიორგის მგონი ლიზა მოსწონს ჩემი დაქალი, გხოვ არ უთხრა რომ გითხარი.
- მაგარია, გპირდები არ ვეტყვი, როგორი გოგოა?.
- რავი, ქერა თმები აქვს და ციისფერი თვალები.
- ვაა ანგელოზი უპოვია, ჩემი ნინი შავგრემანია მაგრამ ისიც ანგელოზია.
მე და რეზო საუბარში პარკში მივედით, და სკვერში ჩამოვჯექით პატარების ყურება დავიწყეთ.

მიყვარდიМесто, где живут истории. Откройте их для себя