თავი 38

113 12 2
                                    

მე და ბავშვები რაჭაში ძალიან კარგი დრო გავატარეთ, ერთ რამეს მოგიყვებით ვესტუმრეთ ერთ ოჯახს სულ შემთხვევით, ოჯახში მოხუცები ცხოვრობდნენ ახალგაზრდების დანახვა ძალიან გაუხარდათ, ბევრი გემრიელი საჭმელები გვაჭამეს, ქართული სიმღერები გვამღერეს და მერე წამოვედით იქიდან, როგორც გავიგე ისინი მარტო ცხოვრობდნენ, მათი შვილები და შვილიშვილები ქუთაისში ცხოვრობდნენ და სოფელი არც ახსენდებოდათ, მოხუცებს ძალიან სევდიანი სახე ქონდათ როცა ამას გვიყვებოდნენ, გული დამწყდა და ძალიან შემეცოდა. დათომ მოხუცებს ფული დაუტოვა, და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა ისინიც გახარებულები დაგვემშვიდობეს და გვითხრეს ხშირად მოდითო. რაჭაში დიდხანს დავრჩით მე და ბავშვები, სულ ვსეირნობდით მერე სახლში ვერთობოდით, გემრიელ საჭმელებს ვჭამდით და ასე შემდეგ მერე თბილისში დავბრუნდით, ყველას არგვინდოდა თბილისში ჩამოსვლა, ძალიან მოგვეწონა იქ დარჩენა სასიამოვნო და გრილი სოფელი იყო.

გავიდა თვეები უნივერსიტეტი დიდიხანია დაწყებულა მაგრამ მე არდავდიოდი, ლექტორები სახლში მამეცადინებდნენ და ფულს ვაძლევდი, რამდენჯერას მომიწია გამოცდის ჩაბარება რომ შემეძლოს შემდეგ კურსში გადასვლა, რათქმაუნდა არცერთ გამოცდაში არ ჩავიჭერი სწავლას პირიქით მოვიმატე. ბავშვები სულ უნივერსიტეტში მიდიოდნენ, მერე დაღლილები მეცადინეობდნენ და მანამდე ღამდებოდა, დათოს ეგრე სულ მეცადინეობდა მეც ვეხმარებოდი ხოლმე, უნივერსიტეტში წასვლა ძალიან მინდოდა მაგრამ არმიშვებდა დათო ორსულობის გამო, თვეებია გასული და უკვე მუცელი იმხელა მაქვს, გეგონება სადაცა გამისკდება. შემოდგომის და ზამთარის დროს დათო ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევდა, რომ არ გავციებოდი სულ მეუბნებოდა თბილად ჩაიცვიო, მეც მას ვუჯერებდი, იმდენ ჩაის მასმევდა მერე საპირფარეშოდან არგამოვდიოდი ხოლმე. გაზაფხულის დროს კიდევ ტყემლის ჭამას მიკრძალავდა, მოიწამლებიო და ბავშვსაც მოწამლავო, ყველაფერზე აქცევდა ყურადღებას და სულ ჩემს გვერდით იყო, ასეთი თბილი და მზრუნველია დათო. ზაფხულია და საშინლად ცხელა, ამ პაპანაქებას ვერ ვუძლებ, დათო სამუშაოზეა წასული. მეც მომენატრა ჩემი სამსახური, მაგრამ არშეიძლება ჩემთვის მუშაობა. მაცივრიდან ცივ წყალს ვიღებ და ვსვამ, ნუ გეტყვით რომ 9 თვე გავიდა და მალე დამეწყება მშობიარობა, ცოტა ვნერვიულობ და მეშინია, მაგრამ დათოს სულ შეუძლია დამამშვიდოს. ტელევიზორს ვრთავ საყურებლად, და კონდიციონერს სიცივეს ვუმატებ. უცებ მუცელი მტკივდება საშინლად, ეგრევე ტელეფონს ვიღებ ჯიბიდან და დათოს ვურეკავ.
"ალო ხო მშვიდობა პატარავ?"
"დათო მალე მოდი, მუცელი საშინლად მტკივა."
"ახლავე პატარავ, არ ინერვიულო ღრმად ისუნთქე"
ტელეფონი გადავდე და საპირფარეშოში უნდა გავსულიყავი, როცა წყალი დამეღვარა, მივხვდი რომ მშობიარობა მეწყებოდა თან საშინელი მუცელის ტკვილი არ ჩერდებოდა, იმედია მალე მოვა დათო და წამიყვანს, თორე ვერ გავუძლებ ამ საშინელ ტკვილის. დივანზე დავჯექი და ღრმად სუნთქვა დავიწყე, ამასობაში დათოს მოვიდა და ეგრევე ხელები მომხვია.
- დათო მალე წამიყვანე, წყალი დამეღვარა.
- გეწყება მშობიარობა?.
- კიი, მალე რაა.
დათომ მალე ჩამსვა მანქანაში და ჩქარა დაიძრა მანქანას, ისე ჩქარა ატარებდა მანქანას მასე გული უფრო მერეოდა. თვალის დახამხამებაში უკვე სავადმყოფოში მომიყვანა, ჩქარა ჩამსვა მანქანიდან და სავამდყოფოს შენობაში შემიყვანა. ექიმებმა საკაცეზე დამაწვინეს და სადღაც შემიყვანეს დათო ტელეფონზე საუბრობდა, ამასობაში შემოვიდა ჩემთან და ხელზე ძლიერად მომიჭირა.
- ლილე არინერვიულო, იბრძოლე ღრმად ისუნთქე, შენ ამას შეძლებ, ღრმად ისუნთქე და გაიჭინთე რომ ჩვენი პატარა დაიბადოს.
- არშემიძლია ვერ ვუძლებ საშინლად მტკივა.
- გაუძლებ ლილე.
მე მუცელის ტკვილისგან ვყვიროდი, ექიმები მამშვიდებდნენ და მიმეორებდნენ რომ ღრმად მესუნთქა, ასეც ვიქცეოდი მაგრამ საშინლად მტკიოდა მუცელი, ბოლოს საშინლად ამტკივდა და ბოლო ხმაზე დავიღრიალე. მერე დავისვენე თითქოს შვება ვიგრძენი აღარ მტკიოდა მუცელი, თვალები მიბნელდებოდა საშინლად დასუსტებული და დაღლილი ვიყავი, უნდა დამეხუჭა თვალები როცა ბავშვის ტირილის ხმა გავიგე ეგრევე გამოვფხიზლდი, ჩვენი პატარა დაიბადა ახლა ის ამ ქვეყანას მოევლინა და ტირის, ბავშვი გულზე მივიხუტე და მისი სითბო ვიგრძენი, მე უკვე დედა მერქვა დათოს კი მამა, ამ ბავშვის მშობლები ძალიან ლამაზად ჟღერდა ეს, ანდრიას ჩემს ხელში ჩაეძინა ძალიან თბილი ბავშვი იყო, დათო სიხარულის თვალებით უყურებდა ბავშვს და იღიმოდა ისიც ჩემსავით ბედნიერი იყო, ბავშვი ექიმებმა დასაბანად წაიყვანეს, მერე კი ჩაცმევდნენ. მე ძლიერივარ ეს შევძელი და გადავიტანე ტკვილი, ჩვენი ანდრია დაიბადა და ჩვენ მისი მშობლები ვართ, ძალიან კარგი გრძნობა როცა იცი რომ შენი შვილი სულ მალე დედას დაგიძახებს, და შენც მასზე იზრუნებ. მე პალატაში წამიყვანეს და სავადმყოფო ლამაზად იყო მორთული ლურჯი ბუშტებით, ინგლისურად ანდრიას სახელი ეწერა, ჩემ მეგობრებს ჩემი დანახვა გაუხარდათ და მომილოცეს, დედაჩემის მანდ იყო მამაჩემის და ჩემი ძმის გარდა ყველა აქ იყო, ნუ დათოს მშობლები აქ არარიან იმიტომრომ რუსეთში ცხოვრობენ, ყველამ მომილოცეს და ჩამეხუტეს, დედაჩემი სიხარულისგან ტიროდა. მე დამაწვინეს და ამასობაში ბავშვის მოიყვანეს, ჩემ გვერდზე იწვა აკვანში და მშვიდად ეძინა. ანდრიას როგორც ჩანს უკვე ჩაცვეს ექიმებმა თავისი ტანსაცმელი, ყველანი ბავშვს უყურებდნენ და უღიმოდნენ, შეაშინებენ ჩემ პატარას ყველა მანდ რომ არის შეკრებილი. ჩემი მეგობრები და დედაჩემი ცოტახანში წავიდნენ, მხოლოდ დათო დარჩა ჩემთან, ის ბავშვს უყურებდა და უღიმოდა. ის ბავშვს კარგ მამობას გაუწევს ყველაზე კარგი მამა იქნება დათო დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ყურადღებას აქცევს და ზრუნავს ყველაფერზე. ცოტახანში თვალები დავხუჭე და ჩამეძინა, ბავშვის ტირილის ხმა მაღვიძებს, ვხედავ დათოს ხელში აუყვანია და აწყნარებს, ის ისეთი საყვარელი ჩანდა ბავშვით ხელში რო უნებურად გამეღიმა ცდილობდა ბავშვი დაეწყნარებინა მაგრამ არ გამოსდიოდა.
- დათო შია მგონი, მომიყვანე აქ უნდა ვაჭამო.
- გაიღვიძე შენ?, ალბათ ამან გაგაღვიძა.
- არაუშავს.
ბავშვი ჩემთან მოიყვანა და მეც ვაჭამე, ცოტახანში დამშვიდდა და მე მიყურებდა გაოცებული თვალებით, გამეცინა ბავშვის რეაქციაზე გაკვირვებული მიყურებდა, დათომ ხელში აიყვანა ისევ და მისი დაძინება განაგრძნო, მას გამოუვიდა ბავშვის დაძინება ადვილად დაძინა, ბავშვს მშვიდად ეძინა და აკვანში დაწვინა. ჩემთან მოვიდა და გვერდით მომიწვა, მე მას ძლიერად ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე.
- ნახე რა კარგად გამომსდის ბავშვის დაძინება.
- კი საუკეთესო მამა იქნები.
- შენ კი საუკეთესო დედა.
- დათო როდის გამომიწერენ?.
- ზეგ.
- უფს აქ რა გავაკეთო მოვიწყენ.
- მე და ანდრია გაგართობთ.
- კარგი - ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.

მიყვარდიWhere stories live. Discover now