რა შეიცვალა ამ ექვსი წლის განმავლობაში კიმ თეჰიონისთვის? ამ კითხვაზე ერთი და კონკრეტული პასუხის გაცემა, ალბათ, შეუძლებელია. ის გაიზარდა, ჩამოყალიბდა განათლებულ, გაწონასწორებულ მამაკაცად, რომელიც მხოლოდ საკუთარი პრიორიტეტებითა და შეხედულებებით ცხოვრობდა. არ იღებდა ალკოჰოლს, მისდევდა ჯანსაღი ცხოვრების წესს და ყველაფერს დროულად აკეთებდა. პუნქტუალურობას კი ბავშვობიდანვე იყო დაჩვეული და არც არასდროს ავიწყდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში ინიციატივა არ გამოუჩენია და არც მისთვის შესაფერისი ადამიანი უპოვია, რომლისთვისაც შეძლებდა, რომ მეორე ნახევარი ეწოდებინა. მას უბრალოდ საკუთარ თავთან ყოფნა სურდა.

ქერათმიანი მიჰყვებოდა ცხოვრების დინებას და არც უცდია მის საპირისპიროდ მოქცევა. ბევრი რამ გაიაზრა ამ წლების განმავლობაში. არ ეწინააღმდეგებოდა საკუთარ ბედს.. თუმცა ის აღარ იყო ობოლი, არაკომუნიკაბელური ბიჭი, რომელიც მასთან სიახლოვის უფლებას საზოგადოებას არ აძლევდა. მიუხედავად მასში მიმდინარე ცვლილებებისა,  რჩებოდა მშვიდი ბუნების ადამიანად. წლებმა თავისი კვალი დატოვა. გარდაქმნა იგი. ხშირად ადამიანი ვერ იაზრებს, როგორ იცვლება მისი შინაგანი სამყარო, ემოციები, შეხედულებები. ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ და გაუცნობიერებლად ისწრაფვის რაღაც სხვისკენ, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ იგი დგება ფაქტის წინაშე და აანალიზებს რეალობას.

ექვსი წლის წინანდელი ამბების შემდეგ კიდევ ბევრი რამ მოხდა ქერათმიანის ცხოვრებაში. ზოგი რამ გულზე იარადაც დააჩნდა. თავის 23-ე დაბადების დღეზე მოულოდნელი ავტოკატასტროფის შედეგად დაინვალიდდა. საშინელ კადრებად დარჩა მის გონებაში ავტომობილის შუქები..სუსხიანი ზამთარი. ცივი ამინდისგან გაყინული გზები. მთვარე, რომელიც არემარეს ანათებდა. სახლისაკენ მშვიდი ნაბიჯებით მიმავალი, მოღიღინე ბიჭი. წამებში რაღაც მძიმის შეგრძნება და დაჯახება. სიბნელე თვალებში...

Look at meWhere stories live. Discover now