-მართალი ხარ თაე.როგორ შემიძლია გუკი დავივიწყო.უბრალოდ...თუ ერთად ყოფნა გვიწერია,თუ ჩვენი ბედისწერის ძაფები ერთმანეთს უკავშირდება,ის კვლავ ჩემთან მოვა.დარწმუნებული ვარ.

მბზინავი,ცრემლებით სავსე თვალებით შესცქეროდა სოფო თაეს.გულში ჩაიკრო თაემ იგი და ხელი ნაზად მოუსვა თავზე.

-ჩუუ...ყველაფერი გამოსწორდება.მე ამის მჯერა.

რამდენი წამი,წუთი და თუნდაც დღე გასულიყო,მათი ხელახლა შეხვედრიდან.
ყველაფერი პირველ შეხვედრას გავდა.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი გავა,თუნდაც მთელი ცხოვრება გავიდეს.
მზად იყო სოფო დალოდებოდა მას,ვისაც ამ ლოდინის სამუდამოდ დასრულება შეუძლია.

მზად იყო მთელი ცხოვრება ესწრაფვა იმისკენ,რომ ის ერთი სიტყვა კვლავ გაეგონა.თუნდაც ერთხელ.თუნდაც ეს მომენტი მისი უკანასკნელი ამოსუნთქვით დამთავრებულიყო.

5:33

-გამარჯობა -ზრდილობიანად დაუხარა თავი სოფომ,მარტოდ მჯდარ გუკს.პასუხად კი თბილი ღიმილი და მორცხვი მზერა მიიღო.

გუკმა ანიშნა მას,რომ შეეძლო მის გვერდით დამჯდარიყო.სოფომაც არ დააყოვნა.

-შეიძლება გკითხო აქ რას აკეთებ?

-უბრალოდ ვფიქრობ.აქ ხშირად მოვდივარ,განტვირთვისთვის.

-მშვენიერი ხედია. -სანამ სოფო ნამდვილ ხედს გახედავდა,გუკმა მას თვალებში ჩახედა და მის ნაგულისხმევსაც მაშინვე მიხვდა.

"ღმერთო ჩემო,ეს რა ქენი სოფო!ქნებ უკვე ფიქრობს,რომ შეშლილი ვარ და უკან დავყვები." -მსგავს აზრებს ვერ იგდებდა იგი თავიდან,როდესაც გუკის აწითლებული ლოყები მის თვალებს ხვდებოდა.

-დი...დიახ! -ჩაიცინა გუკმა და ხედს კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი.

-გინდა გავისეირნოთ?ქუჩის ბოლოს,აქვე უგემრიელეს ნაყინს ყიდიან.იქნებ, ერთმანეთს შესახებაც გვეთქვა ცოტაოდენი. -შესთავაზა გუკმა და კვლავ თბილად გაიღიმა.

სოფოს გული ისე ძგერდა,ლამის ამომხტარიყო და რაც შეიძლება შორს გაქცეულიყო.

ნუთუ ყველაფერი თავიდან იწყებოდა.ნუთუ ეს ყველაფერი არ ელანდებოდა.

სოფო გუკთან ერთად წამოდგა და ყველაზე ფართე ღიმილით დაეთანხმა.

გულს უხაროდა,მისი ძგერის მიზეზთან ახლოს ყოფნა.ახლა უკვე ყველაფერს ორმაგად გრძნობდა იგი.დროც თითქოს
ლოკოკინას დამსგავსებოდა.

თუნდაც ცა მოთქვამდეს,თუნდაც ცისარტყელა იყოს გადაკარგული შორს.
ყველაფერი მშვენიერია საყვარელი ადამიანის გვერდით.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now