-მოგწონს,კარგია? -გუკმა ლამის სიხარულისგან ხტომა დაეწყო.

-მინდა ვაღიარო,რომ ყოველთვის შესანიშნავი ფოტოგრაფი იყავი. -უმალვე შეაქო მეგობარი თაემ.

-კარგი მოდი კიდევ ერთი გადავიღოთ.

თაე ხესთან დადგა და სახე დაასერიოზულა.ფოტოც მეტად სერიოზული გამოვიდა,ამიტომ კმაყოფილმა თაემ,გუკს მხარდე მადლობის ნიშნად ხელი მოუთათუნა და თბილად გაუღიმა.

-შესანიშნავია!ჰმ..არ გინდა რაიმე ვჭამოთ,მგონი რაც თამაში დავიწყეთ,მის მერე არაფერი მიგვიღია.

ისინი გუკის ახლად ამოჩვენებულ პატარა შენობაში შევიდნენ და აქეთ-იქით მიმოიხედნენ.

გარემო მშვიდი იყო,ყოველ შემთხვევაში,ხმამაღლა არავინ საუბრობდა.არც მუსიკა იყო ზედმეტად დამაყრუებელი. რაც მთავარია,საყვარელ ადამიანს გაუგებდი.

-მოდი აი იქ დავსხდეთ.

გუკმა სახის ოდნავი,სწრაფი მოძრაობით ანიშნა თაეს სასურველი ადგილი და მისკენ წავიდა.

დაჯდომის შემდეგ ამოიხვნეშა და კმაყოფილი გამომეტყველებით კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი ყველაფერს.

-ისე რამიონი შევუკვეთოთ,თუ ტოკბოკი?

-ჰმმმ -დაფიქრდა გუკი და როცა იდეა მოუვიდა თითი მაღლა აწია და გაიღიმა.

-ორივე შესანიშნავი იქნება. -თვალი ჩაუკრა მან თაეს და უკვე მეასედ დათვალიერებული გარემოს,ხელახლა თვალიერება განაგრძო.

3:00

ნუთუ ეს ტკივილის დასასრულია,ან თუნდაც დასაწყისი.

სოფო კვლავ ორჭოფობდა...

არ იცოდა წასულიყო და ყველაფრისთვის მოუმზადდბლად აეხადა ფარდა,თუ კულისების უკან დარჩენილიყო,სანამ ყველაფერს მოაგვარებდა.

მის თვალებში,ის ნაპერწკლები,გუკის დანახვისას,რომ აინთებოდნე ხოლმე,უკვე წარსულს ჩაბარებოდნენ.

მაგრამ იმედი,კვლავ ახლოს იყო.არ ტოვებდა მის საყვარელ ადგილს.არც პატრონს აძლევდა მის გარეშე აზროვნების საშუალებას.

3:15

-ააჰ! -მუცელზე მიირტყა გუკმა ხელი ამოიხვნეშა.

-მართლაც,რომ შესანიშნავია! -დააყოლა გუკმა,და ფეხსაცმელები ერთმანეთის გვერდით,ლამაზად მიაწყო.

-აღარ შემიძლია,მორჩა,ერთი კვირა არაფერს გავეკარები! -წუწუნებდა თაე და აქეთ-იქით ორსული ქალივით დახეტიალობდა,თითქოსდა დაჯდომაც რთული გამხდარიყო.

მოულოდნელად ზარის ხმა გაისმა.თაე შემოსასვლელის მხარეს,მუცელზე ხელ მოკიდებული გატრიალდა და გუკს შეძახა.

-მე გავაღებ!!!

ალბათ ვერც კი წარმოიდგინედა,ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო,ამ დროს,გარდა ფოსტალიონისა.

კარის ლულას მიუახლოვდა და გაიხედა თუ არა,ელდა ეცა.თან გაუხარდა,თან კი,სადღაც გულის კუთხეში არსებულმა ეჭვმა დაარტყა.

სახელურს,რომ ხელი ჩაავლო მიხვდა,რომ აკანკალდა.თუმცა თვითონაც არ იცოდა...ნუთუ ასე ძლიერ გაუხარდა?

კარის მიღმა მდგარი სოფოც აკანკალებულიყო.პასუხს ელოდა.იგრძნო თუ არა,რომ ვიღაც მის მიღმა იდგა,გული
აუჩქარდა,ცივმა ოფლმაც დაასხა,ისე როგორც არასდროს.

სახელური ნელ-ნელა ქვევით ჩაიწია,გულის ტემბრი კი ზევით მიიწეოდა.სადაცაა გასკდებოდა და იქვე დაილეოდა.

საბოლოოდ კი კარი გაიღო...

მათი ცხოვრების ახალი ფურცელი, სწორედაც ახლა შეივსებოდა.ამ მომენტიდან,ამ წუთიდან...ამ წამიდან.

შავი მარგალიტი |J.k| (დასრულებული)Where stories live. Discover now