Orchids |Z.M|

By soylageek

17.8K 1K 152

"-მე.. მე უფალი მიყვარს,რადგან ადამიანების სიყვარული მტკივნეულია..მე უფალი მიყვარს,რომელიც არასდროს მიმატოვებ... More

The eyes,chico..
Orchids
No control
Oh,boy
Paradoxical
Opportunities
The Joker
Dilemma
Dark knight
I trust U
Fight
Bang
Loser
Hard day's night
Oops
Special one
Snow
THANK YOU's
Prince Charming
Must read thing

Mcdonalds

723 48 7
By soylageek

ოთხი დღე ერთმანეთი არ გვინახავს,საერთოდ,არანაირი კონტაქტი არ გვქონია და როცა მეხუთე დღეს დაღლილ-დაქანცული აპარტამენტში შესვლისას ზეინს ვხედავ,თვალებს რამდენჯერმე ვახამხახებ,რა იცი რა ხდება.

ფანჯრის რაფაზე შემოწყობილ სუვენირებს საჩვენებელი თითით სათითაოდ ეხება,თან ძვლივსგასაგონად ღიღინებს "შენ..შენ...შენ..".
მერე უცებ ჩემკენ ტრიალდება:
-და შენ როგორ ახერხებ,რომ აქაურობა ყოველთვის სრულყოფილად დალაგებულია?-მეუბნება.

ვიცინი.

-სამაგიეროდ,სულით ვარ ანარქისტი-ვეუბნები.

ახლა ისიც იცინის.

-ვუუჰ,დავიღალე-მოწყვეტით ვეხეთქები სავარძელში და თვალებს ვხუჭავ.
ნაბიჯების ხმა მესმის.
მერე,როცა მისი ცხელი სუნთქვა დაახლოებით საძილე არტერიასთან მეცემა,ისე ვინაბები,კაცი ოსკარს მომცემდა.

-შემიძლია ახლავე მოგიყვანო ხასიათზე,თუ გინდა-მიჩურჩულებს.
ტუჩებით შემთხვევით მეხება ყურთან,მაჟრჟოლებს და სასწრაფოდ აბაზანაში გავდივარ.

არა,არა,არა,ეს არასწორია.

მალევე უკან ვბრუნდები.

-ზეინე სასეარუნდახდებოსარასწორიარასაცვაკეთებთ.

ერთი ამოსუნთქვით ვეუბნები და გულზე ჩამოწოლილ ლოდს ვიშორებ.

-კარგი..
თავს მიქნევს.

ამ დღეში შენ თვითონ ჩაიგდე თავი,სქაილერ გრინ და ყველაფერი შენ თვითონ უნდა გამოასწორო.

-მოიცა,რა?
დაბნეული მეკითხება.

-ანუ ჩვენ რასაც ვაკეთებთ არასწორია-მეთქი ხომ გესმის...

-და ჩვენ რას ვაკეთებთ?-ბაგეებზე მქირდავი ღიმილი დასთამაშებს.

მე ვდგავარ ასე,ერთიანად ალმურმოდებული.

-ანუ ხომ გესმის...

კისერს ნერვიულად ვიმასაჟებ.
ვიმასაჟებ კი არა,დარწმუნებული ვარ ჩამილურჯდება.
ახლოს მოდის.
ერთ ხელს წელზე მხვევს,მეორეს ლოყაზე მადებს.

-მისმინე,სქაი-მზრუნველი მზერითა და ჩვეული სერიოზული გამომეტყველებით დამყურებს-ეს ნორმალურია.შენ სამარცხვინო არაფერი გაგიკეთებია.ყველაზე კარგი გოგო ხარ მათ შორის,ვინც კი ოდესმე შემხვედრია.

შეფაკლული ღაწვების დამალვას აღარც ვცდილობ.
უბრალოდ,გულწრფელად ვუღიმი.

ახლა ხომ ყველაფერი რიგზეაო მეკითხება.
კი-თქო ვპასუხობ.

-ჰოდა,ამ საღამოს მინდა ჩემი ძმაკაცები გაგაცნო.პატარა წვეულებაა და ამბავი.ხომ წამოხვალ?

-მე..ისა...წვეულებები მთლად ჩემი სტილი არ არის და..

-ნუ გეშინია,ჩემთან ერთად იქნები.-თვალს მიკრავს.

ახლა ავნერვიულდი.
რა უნდა მეცვას?
რა უნდა ვილაპარაკო?
დალევა აუცილებელია?
საერთოდ ღირს წასვლა?

-გადაიფიქრე?-წარბშეჭმუხნილი მეკითხება.

-არა.ზეინ,მისმინე,რა უნდა ჩავიცვა?

იცინის.

-საერთოდაც არაა სასაცილო-ტუჩებს ერთ ხაზად ვკუმავ და მკერდზე მუშტს ოდნავ ვურტყამ.

ჩემს ორივე მაჯას ხელში იქცევს,სახე ახლოს მოაქვს,ენას ტუჩზე იტარებს და ანთებული თვალებით დამყურებს.

-მე თუ მკითხავ ასეც მშვენივრად გამოიყურები.ახლა კი წავიდეთ,ხომ არ გინდა,რომ დავაგვიანოთ?

დატუქსული ბავშვივით ვუქანებ თავს.
მისი ჩაცინების ხმა მესმის.
რათქმაუნდა,მოსწონს ჩემზე ამხელა ეფექტის ქონა.

ჰო,ეს მე ვაღიარე.

-წავედით-ხელზე ნაზად მკოცნის და მანქანისკენ მივყავარ.

სერიოზულად,ამ ბიჭს არასდროს გასჩენია ეჭვი,რომ პიროვნების გაორება აქვს?

საინტერესოა.

გზაში სიჩუმეა,თუ ძრავისა და მუსიკის ხმას არ ჩავთვლით.
მუსიკის რა,გაჭირვებით მესმის.

პატარა მონიტორს ოდნავ ვახებ თითს და ხმას ვუწევს.

ჩემი ინტუიცია იმედს არასდროს აცრუებს.

-I've had the time of my life,
But I never felt this way before
And I swear this is true
And I owe it all to you...-ჩურჩულით ვყვები.

რა ირონიაა.

ზუსტად,ლირიკა ჩემს სათქმელს ამბობს.
ზეინის გამოჩენამდე უბრალოდ ნერდი ვიყავი,რომელსაც ეგონა,რომ გრძნობები არ ჰქონდა,ან პაწია ჩაიდანში გამოემწყვდია.
აი,ეს თავქარიანი ბიჭი კი ჩემი ჯინის გათავისუფლებაში დამეხმარა.

მოვედით.
თუ არ ვცდები,ისევ მდიდრების უბანში ვართ.

ჯერ პარკინგიდანაც არ გავსულვართ რომ ვეება სახლიდან გამოსული ტექნოს გამაყრუებელი ხმა მესმის.

უკვე თითქმის ვნანობ წამოსვლას.

ზეინი კართან ჩერდება.
მეც ვჩერდები.
ქურთუკს იხდის.
მე დაბნეული ვუყურებ.
მერე,მიწვდის და ჩაიცვიო მეუბნება.
აღარ ვეკითხები რატომ,არადა სასწაულად მაინტერესებს,პირდაპირ სანაგვე ურნად ქცეული ოთახისკენ მივყვები.

არა,ცუდი გაგებით არ ვამბობ,უბრალოდ მთელ იატაკზე ერთჯერადი ჭიქებია ახოხოლებული.
თან წითელი ფერის.
ვერ ვიტან წითელს,ზედმეტად ვულგარულად მეჩვენება.

ჰო,კიდევ აქაურობა ალკოჰოლის,მოსაწევისა და კიდევ რაღაცის სუნად ყარს,რისია ჯერ ვერ დავადგინე.
თინეიჯერებისთვის სათაყვანო წვეულება ყოველთვის ასეთად წარმომედგინა.

ხალხმა,ლამისაა სახე მოაჭამოს ერთმანეთს.

კლასიკაა,ვერაფერს იტყვი.

შედარებით მომცრო ოთახში შევდივართ.
აქ უკეთესი მდგომარეობა კია,მაგრამ მაინც დიდი ვერაფერი.

-სალამი,ბიჭებო!-ზეინი ხელისაწევით ესალმება დივანზე ჩამწკრივებულ ბიჭებს.

-სქაი მოვიყვანე ასე ძალიან რომ გაინტერესებდათ-მერე ჩემკენ იხედება და თვალს მიკრავს.

მოიცა,რა თქვა?
სქაი გაინტერესებდათო?

ახლა ერთამენთს გვაცნობს.

ლამაზთვალებაზე,ჭერს რომ მიშტერებია,მეუბნება ჰარიაო.
მეგობრული ლურჯთვალება ლუი,რომელიც მეხუტება და ლიამი,თბილი ღიმილით.

ერთი შეხედვით პანკებს კი გვანან,მაგრამ ცუდი ადამიანები არ უნდა იყვნენ.

ცოტას ვლაპარაკობთ.მერე,ზეინი მიჩურჩულებს რამდენიმე წუთით რომ დაგტოვო ხომ არ გეწყინება ძვირფასოო.
არა-მეთქი ვეუბნები.

ბიჭებიც მას მიჰყვებიან.
ოთახში მხოლოდ მე და ჰარი ვრჩებით,რომელსაც არც ხმა ამოუღია,არც ჭერისთვის მოუშორებია თვალი.

ოდნავ უხერხულად ვარ,თუმცა არაუშავს,ის მალე მოვა.

კარი იღება.
მაღალი,გრძელფეხება,ქერა გოგო შემოდის.
ლამაზია,მაგრამ წითელი კაბა აცვია,ისიც საშინლად მოკლე და მგონი ლეიდი გაგასგან ნათხოვარი ორმოცდაშვიდსანტიმეტრიანი ქუსლიანი ფეხსაცმელი.

ჩემს გვერდით ჯდება.

-გამარჯობა,ლამაზო,შენ ალბათ სქაილერი ხარ არა?-ყალბად მიცინის.

სქაილერი კი ვარ,მარა რას მეკრიჭები?

-დიახ-ვცდილობ გავუღიმო.

-მე ჯელენა ვარ(Gigi Hadid)-ხელს მიწვდის ჩამოსართმევად.

ვართმევ.

-ზეინთან ერთად ხარ,არა?-ხმას საგრძნობლად უწევს.

-კი?-ჩემი პასუხი კითხვასავით გაისმის.

-მისმინე,ძუკნა,ზეინზე ისეთები ვიცი და ერთად ისეთები გვიკეთებია,რომ მოგიყვე თმა ყალყზე დაგიდგება-კიდევ მეკრიჭება-თუმცა შენ თმა ისედაც ყალყზე გიდგას.

თეატრალური პაუზა.

-მისმინე,ჯელენა- სახელს გამოკვეთილად ვამბობ-მე თუ ძუკნა ვარ,გამოთვალე შენ ვინ გამოდიხარ..მოიცა მე გამოგითვლი,შენ რისი გამომთველი ხარ..-ახლა ვჩერდები,ვითომ ვფიქრობ-მაკდონალდსი!ფეხები 24/7-ზე გაქვს გადაშლილი..ერთი შეხედვით გატყობ-თვალს ვუკრავ.

ჰო,ეს ალბათ ზეინისგან ვისწავლე.
გადასარევ გავლენას ახდენს ჩემზე.

-შე ლუზერ..

-ჯელენა აწიე შენი ნახმარი ტრაკი და მოშორდი აქედან-აუღელვებლად,ბოხი ხმით აწყვეტინებს ჰარი.

ვაა,ჰარიმ ლაპარაკიც იცის?

მაკდონალდს სისხლი სახეზე აწვება,ფეხზე იჭრება და სინათლის სიჩქარით ვარდება გარეთ.

-მადლობა,ჰარი-მადლიერი ღიმილით ვუღიმი.

ეს ბიჭი მომწონს.არა,ყველა მათგანი მომწონს.

-ნებისმიერ დროს-ახლა ის მე მიკრავს თვალს.

წუთიც და ზეინი შემოდის,დანარჩენებთან ერთად.




Hey,Buddiez!💙
Don't forget to Vomment.

Luv,M

Continue Reading

You'll Also Like

290K 8.7K 29
"უყურებს მის სხეულს და ვერ ხვდება. ვერ ხვდება ახლა რას გრძნობს. ვერ ხვდება მისი სხეული იზიდავს თუ სული? რას გრძნობს ის, ვნებას თუ სიყვარულს?" (დასრულ...
35.3K 1.9K 20
ელიზაბეტი 21 წლის გოგონაა,რომელიც გერმანიიდან კალიფორნიაში ბრუნდება.უკან დაბრუნებისას კი შეეჩეხება ბიჭს, რომელიც მის გემოვნებაში სრულიად ჯდება.ელიზაბ...
1.3M 50.3K 54
Being a single dad is difficult. Being a Formula 1 driver is also tricky. Charles Leclerc is living both situations and it's hard, especially since h...
740K 16.6K 45
In wich a one night stand turns out to be a lot more than that.