Orchids |Z.M|

By soylageek

17.8K 1K 152

"-მე.. მე უფალი მიყვარს,რადგან ადამიანების სიყვარული მტკივნეულია..მე უფალი მიყვარს,რომელიც არასდროს მიმატოვებ... More

The eyes,chico..
Orchids
No control
Oh,boy
Paradoxical
The Joker
Dilemma
Dark knight
I trust U
Mcdonalds
Fight
Bang
Loser
Hard day's night
Oops
Special one
Snow
THANK YOU's
Prince Charming
Must read thing

Opportunities

844 56 2
By soylageek

ხანდახან მგონია,რომ შესაძლებლობები მზის ამოსვლასავითაა-თუ დიდხანს დაელოდები,დაკარგავ ან გამოტოვებ.

მზის ამოსვლას დღესაც ფხიზელი ვხვდები.
უცნაურია,მაგრამ ახლა წინანდელზე უფრო მშვენივრად მეჩვენება.
თითქოს,ცა ჩემს დასამუნჯებლად ათასობით ფერად ალაპარაკდა.

ა,ჰო,კიდევ რაღაც უცხო გრძნობა შემომპარვია და სხვა თემაზე ფიქრის საშუალებას არ მაძლევს.
როგორც არ უნდა ვეცადო,აზრები არ მემორჩილება,გუშინდელი "მომენტები"გონებაში გამეორების ფუნქციაზე დაყენებული ფლეილისთივით მიტრიალებს.

ნეტა მოპარუულმა პირველმა კოცნამ ასე იცის?

საინტერესოა.

სამსახურისთვის რომ ვემზადები არც მაშინ მშორდება სულელური,ოდნავშესამჩნევი ღიმილი სახიდან.
კარს რომ ვიხურავ და მივდივარ,არც მაშინ.
ამენდასაც ზედმეტად მხიარულად ვესალმები.
ამჩნევს.
რაშია საქმეო მეკითხება.
ოღონდ გამარკვია,შოკოლადს არ გავეკარები მთელი კვირა-მეთქი ვპასუხობ.

კი,შოკოლადი მიყვარს.
სხვათაშორის,ყოველთვის მიზნები უფრო მქონდა,ვიდრე ოცნებები.
აი,ოქროს ბილეთზე და შოკოლადის ქარხანაზე ვაღიარებ,ნამდვილად მიოცნებია.

დღეს თან კამერაც წამოვიღე.
მართალია სახალხოდ გამოსაჩენი არ არის,მაგრამ თავის საქმეს აკეთებს.
ამასობაში,ჩემი წასვლის დრო ისე დგება,თავი ჯერ კიდევ ახალმოსული მგონია.

ჭკუა ვისწავლე და ჟაკეტი მოვიცვი.
არაკაცები აღარსად ჩანან.
ძალიანაც კარგი,უმწეო გოგონებს ვეღარ დააფრთხობენ.
გუშინდელის მერე,ეჭვი მეპარება საერთოდ ვინმე დააფრთხონ.

აპარტამენტს ვუახლოვდები.
რაღაც შინაგან სიცარიელეს ვგრძნობ.
იქნებ იმიტომ,რომ იმედი მქონდა ის დამხვდებოდა?
ან იმიტომ,რომ დღეს საერთოდ არ მინახავს?

რამე ხომ არ შეემთხვა?

სქაილერ გრინ,ნუ იქნები ამდენად სულელი,შენ მას არ ადარდებ.

რათქმაუნდა არ ვადარდებ,მე მისთვის უბრალოდ გოგო ვარ,რომელზეც ზემოქმედება მოსწონს.

ცუდი ბიჭი.

ძილის წინ ტრადიციულ რიტუალებს ვასრულებ და თბილ პლედში ათასნაირად ვეხვევი.
ძვლივს მოხერხებულად ვკალათდები.
ქუთუთოები მიმძიმდება.

წამი მგონია გასული,როცა ბრახუნის ხმა მაღვიძებს.
გაურკვევლობისგან,თავიდან ვფიქრობ,ისევ ბარიგა მეზობლებმა ატეხეს აურზაური-თქო,მაგრამ რეალობა მაოცებს.

კარს ვაღებ.ხელებაკანკალებული,თითებგადატყავებული და ერთიორად სახედალურჯებული ზეინ მალიკი ოთახში შემოდის.
სასწრაფოდ პირველადი დახმარების ყუთი გამომაქვს სააბაზანოდან.
სპირტიან ბამბას რომ გახხეთქილ ტუჩზე ვადებ,წესით უნდა იჭმუხნებოდეს,მაგრამ არა,პირიქით-იღიმის.
უკანასკნელი ძალებიც ვცდილობ გონება არ გამეფანტოს.
მის თვალებში,ჯერ კიდევ გუშინ რომ ვიძირებოდი,რაღაც სულისშემძვრელ სევდას დაუსადგურებია და რატომღაც ეს ჩემზეც ცუდად მოქმედებს.

ვხვდები რაღაც უჭირს,თუმცა არაფერს ვეკითხები.
არ მინდა დაფრთხეს ან თავისი გაშდაწყვეტილება-მაინცდამაინც აქ,ჩემთან მოსვლა ინანოს.

-კარგია,როცა გაქვს წასასვლელი,მაშინ,როცა ყველაფერი ძალიან ცუდადაა..-ჩურჩულით მეუბნება.

ახლა ის წევს ჩემს საწოლზე,მას აფარია ჩემი პლედი.
უხერხულობას საერთოდ არ ვგრძნობ,არადა პიჟამასამარა ვარ.

მალე ჩაეძინება.

მაგარი ჩაის გასაკეთებლად ვდგები,იქნებ ოდნავ დავმშვიდდე.
მაჯაში ხელს მავლებს და მაჩერებს.

-ჩემთან ერთად დაიძინე-ახლა იმ ბავშვს ჰგავს,ტკბილეულის ყიდვას რომ ითხოვს-გთხოვ.სხვა გზა მაინც არ გაქვს.

ჩემს თავში იმაზე უარესი დაძაბული მდგომარეობაა,ვიდრე ნებისმიერ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

ბოლოს,საწოლის კუთხეში საშინლად დარცხვენილი ვჯდები.

რა კარგია,რომ ბნელა,ალბათ სახეზე ამენდას ტუჩსაცხის ფერი მადევს.

თითქოს ჩემს აზრებს კითხულობსო,ერთ-ერთ ბალიშს იღებს და შუაში დებს.

ეს ცოტა მამშვიდებს,რატომ არ ვიცი.
"საზღვრის"თავისუფალ მხარეს ვწვები.
მდგომარეობის მიუხედავად,მაინც დამახასიათებული საუცხოო სურნელი ასდის.

ტკბილი სიზმრები გარანტირებული მაქვს.

Hey,Buddiez!💙💙
Don't forget to vomment.

Luv,M💙

Continue Reading

You'll Also Like

1M 21.3K 54
Lilian O'Brien has learned three things since becoming one of Hollywood's hottest actresses: 1. Don't give people the satisfaction of knowing their w...
1M 57.1K 36
It's the 2nd season of " My Heaven's Flower " The most thrilling love triangle story in which Mohammad Abdullah ( Jeon Junghoon's ) daughter Mishel...
498K 18.1K 94
The story is about the little girl who has 7 older brothers, honestly, 7 overprotective brothers!! It's a series by the way!!! 😂💜 my first fanfic...