ROOM FULL OF FOOLS

By always_late__

20.4K 2.5K 496

ემი მარტოსული და ანტისოციალური მოზარდი იყო.გოგონას მშობლები გადაწყვიტავენ რომ ის ახალ სახლში გადაყვანონ მის დ... More

•1•საიდუმლო ოთახი
•2•მეგობარი
•3•აღმოჩენები
•4•დაბრკოლება მდინარეში
•5• სიახლე
•6• შეხება
•7• ეჭვი
•8•დასკვნები
•9• სურათი
•10• ვარსკვლავები
•11• დიალოგი
•12• ფოტოსურათი
•13• ჩანახატი
•14•ამერიკული გორკები
•15• ეჭვმიტანილი
•16• ქურდობა
•17• მამის დღე
•18• წინსვლა
•19• იდეა
•20• შეხვედრა
•21• კითხვა
•22• სადილი
•23• პირველი
•24• გასროლა
•26• შეხვედრა
•27• თავდასხმა
•28• გაუჩინარება
•29• უცნაური პერიოდი
•30• საშინელი აღმოჩენა
•31• გახსნა
•32• დაკარგული იმედი
•33• დადგენილი ლოკაცია
•34• სინათლე (დასასრული)

•25• მეორე შვილი

476 64 7
By always_late__

- სახე დაინახეთ? ვინ იყო არ იცით?- წარბშეკრული მეკითხებოდა ლუსი.
- მხოლოდ მისი კაპიშონი და შავი ნიღაბი დავინახე.
-ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო.-დასძინა ლუკასმა.
და უცბად თავში იდეამ გამიევლა.
-ღმერთო აქამდე როგორ ვერ მივხვდი!-ვთქვი და ლოგინიდან წამოვხტი.
-რა რა მოხდა?- გვერდით დამიდგა ლუკასი.
-ეს ნეიტი იყო! აუცილებლად ის იქნებოდა. აბა დაფიქრდი, მან კარგად იცოდა სად ცხოვრობდა ლუსის მამა, თან ასეთი ფორმით უკვე ცადა ჩემს სახლში შემოპრვა. თვითონ მკვლელი ვერ იქნებოდა, ეგ ფაქტია. სავარაუდოდ ნამდვილი მკვლელი ნეიტზე გაცილებით უფროსია, შესაბამისად ასე უცბად გაქცევას ვერ მოახერხებდა.
-მგონი მართალი ხარ.-თქვა ლუკასმა.-თანაც მას მიზეზიც ჰქონდა ჩვენს შეშაშინებლად. შესაძლებელია იცის, რომ მის სახლში შევიპარეთ და ამიტომ ჩვენი საქმიდან ჩამოშორება შეშინებით ცადა.
-ზუსტად!... არა აუცილებლად უნდა დაველაპარაკოთ მას!
-მგონი ჯობია წინასწარ დავგეგმოთ რას ვეტყვით და მის სავარაუდო პასუხებზე ვიმსჯელოთ. არ უნდა დავიბნეთ, მომზადებულები უნდა ვიყოთ, რომ სულელები არ ვეგონოთ და ჩვენთან თანამშრომლობაზე დავითანხმოთ.
-

მართალი ხარ! ხვალ სკოლაში რომ მივალთ გაკვეთილების შემდეგ დაველაპარაკოთ, რომ არ მოიმიზეზოს დაკავებული ვარო.
-კარგი.-თქვა ლუკასმა და ლოგინთან მივიდა, ხელში კალამი და რვეული დაიჭირა და რაღაც დაწერა.-მოკლედ, თავიდანვე მისი დაფრთხობა არ ღირს ამიტომ უბრალოდ ვუთხრათ, რომ ლუსიზე ვიცით. ამას შეიძლება რამდენიმე რეაქცია მოჰყვეს: გაბრაზდეს და იუაროს, არაფერი გვიპასუხოს ან აღიაროს რომ იცის.
-კარგი, ამის შემდეგ ვუთხრათ?-წარბშეკრულმა ვკითხე.
-ნუ რაც არ უნდა მოხდეს ამ დიალოგიდან თავის დაღწევის უფლება არ უნდა მივცეთ. როგორი რეაქციაც არ უნდა ჰქონდეს მაინც უნდა ვუთხრათ ჩვენი სათქმელი. ძალიან თუ გაჭინაურდა იმაში ვამხელთ, რომ შენს სახლში შემოიჭრა და ლუსის ფოტო ნახა, თან ეს იმის დასამტკიცებლადაც გამოგვადგება, რომ ამ საქმეს სერიოზულად ვუყურებთ. თუ ეს იუარა, გუშინდელ ღამეზე მოვუყვებით და თუ იქამდე მივიდა საქმე, რომ ესეც ჩვენი წარმოსახვის ნაწილად ჩათვალა მაშინ შენი დის და ნეიტის მინაწერებით დავაშანტაჟებთ.
-რა მინაწერებით?-იკითხა ლუსიმ. სულ დამავიწყდა ისიც, რომ აქ იყო.
- ჩემი და მის შებმას ცდილობდა.-მოკლედ ავუხსენი.
-ფუ... ის ხომ მასზე დიდია. მართლა რა ამაზრზენია ეგ გოგო.
ლუკასი ცოტახნით ჩუმად იყო. როცა მიხვდა, რომ მე და ლუსიმ დიალოგი დავამთავრეთ განაგრძო:
-კარგი, ამის შემდეგ შეგვიძლია მისი დაფის ფოტო ვაჩვენოთ და იმედია აგვიხნის რაც ხდება.
- არ ფიქრობ, რომ ეგ სარისკოა?
-მასთან ლაპარაკით უკვე რისკზე მივდივართ,უკან დასახევი გზა არ არის. თანაც უნდა გავიგოთ ის ქალი ვინაა სურათზე.
- რაზე ლაპარაკობთ? რა დაფა?-იკითხა ლუსიმ. და უეცრად თავში ერთმა აზრმა გამიარა.
-ლუკას დაფის ფოტო გახსენი.-ვუთხარი და მიდ ტელეფონს დავავლე ხელი.-აქამდე როგორ ვერ მოვტვინეთ, რომ ლუსისთვის გვეჩვენებინა.-ვთქვი და ლუსის უცნობი ქალის ფოტო ვანახე.- ლუსი, ეს ქალი ხომ არ გეცნობა?
-კი... ნეიტის დედაა, მაგრამ ამ ფოტოზე უფრო მოხუცი ჩანს.
-ნეიტის დედა?!- ერთხმად წამოვიძახეთ მე და ლუკასმა.
-ხომ მაგრამ დედამისი ამ საქმესთან რა შუაშია?
-ფიქრობ რამე მან დაუშავა ლუსის?-ჩურჩულით ვკითხე, იმ იმედით, რომ ლუსი ვერ გაიგებდა ჩემს ნათქვამს.
-არვიცი. მაგრამ რადგან ნეიტს დაფაზე ჰყავს გაკრული ფაქტია, რომ ამ ამბავში გარეულია....

***
მეორე დილას ძალიან ვნერვიულობდი. იმედი მქონდა რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა. ლუკასმა ჩვეულებრივსამებრ მანქანით გამომიარა და სკოლაში ერთად წავედით. მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი რა რეაქცია შეიძლება ქონოდა ნეიტს.
გაკვეთილების შემდეგ მე და ლუკასი ნეიტის კაბინეტთან შევხვდით. კარებთან ვიდექით და ერთმანეთს ვუყურებდით, თითქოს ვამშვიდებდით ერთმანეთს.
-მზად ხარ?-ნერვიულად ვთქვი.
ლუკასმა თავი დამიქნია და კარი შევაღე. ნეიტი თავის მაგიდასთან იდგა ნივთებს ალაგებდა.
-მისტერ სმიტ!- მივმართე და შემომხედა.-თქვენთან სალაპარაკო გვაქვს.
უცნაურად მიყურებდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ლუკასმა კარი მიხურა და ჩვენც ნეიტს მივუახლოვდით.
-აბა გისმენთ.-თქვა და წინ დაგვიგდა.მასთან სიახლოვე უფრო მანერვიულებდა, მოუხედავად იმისა,რომ ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილეთ მე და ლუკასმა.
-მოკლედ...-ჩავახველა და მაგრამ თითქოს ენა გადავყლაპე ვერაფერს ვამბობდი. როგორც ჩანს ლუკასი მიხვდა, რაც ხდებოდა და ჩემს მაგივრად დაასრულა წინადადება.
-ლუსი ვულფჰარდეზე გვინდა ლაპარაკი.-თქვა ლუკასმა და ოთახში საშინელმა სიჩუმემ დაისაგურა. ნეიტი უცნაურად აღარ გვიყურებდა, პირიქით მის სახეზე არანაირი ემოცია არ შეინიშნებოდა. ნეიტი უეცრად წამოდგა და კარებისკენ წავიდა. ლუკასს გავხედე, გაქცევას ხოარ ცდილობს თქო,მაგრამ მან უბრალოდ კარი გასაღებით ჩაკეტა.
-ასე უკეთესია, ხელს არავინ შეგვიშლის.-დასძინა ნეიტმა და აქ შიშმა ამიტაცა. ვფიქრობდი ნეტა მართლა გაქცეულიყო თქო. მისი სიტყვები ძალიან უხეშად მომხვდა ყურში.-დასხედით.-თქვა ნეიტმა და მერხებზე მიგვანიშნა. მე იქვე პირველივე მერხზე დავჯექი, ლუკასი ჩემს უკან, ნეიტი კი ჩვენს გვერდით მერხს მიუჯდა და ჩვენკენ შემობრუნდა.- ახლა გისმენთ, კონკრეტულად რისი თქმა გინდათ.
მე და ლუკასმა ერთმანეთს გავხედეთ.
-ჩვენ ლუსიზე ბევრი რამე ვიცით, ისიც რომ მისი მკვლელის მოძებნას ცდილობთ.-ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე.
-ჩვენ მკვლელის მოძებნაში გვინდა, რომ დაგეხმაროთ.-დასძიბა ლუკასმა. ნეიტის სერიოზული სახე შეიცვალა. ირონიული ღიმილი დასთამაშებდა ტიჩებზე.
-და თქვენ რითი უნდა დამეხმაროთ? რაღაც დეტექტიურ სერიალში ნუ გგონიათ თავი ბავშვებო.- მშვიდი ტონით გვითხრა.
- არანაირ სერიალში არ გგვონია თავი და არც ბავშვები ვართ.-თქვა ლუკასმა.-კარგად ვიცით ამ საქმეში დედათქვენიც რომ არის გარეული, ლუსის მამაც და საერთოდ მისი მეორე შვილის არსებობაზეც ვიცით.-თქვა ლუკასმა. ნეიტი მშვიდი ჩანდა,რაც უფრო მაშინებდა.
-და მის ვინაობაზე რას მეტყვით?-ფეხი ფეხზე გადაიდო ნეიტმა.
ლუკასმა გამომხედა. ჩიხში ვიყავით. წამის მეასედში უამრავმა აზრმა გაიელვა თავში და რაღაც გიჟური იდეა დამებადა. სრულიად იყო შესაძლებელი რომ მცდარი ვიყავი, მაგრამ სხვა ვარიანტი არ მქონდა და ჩუმად ყოფნას რამის თქმა ჯობდა.
- ის თქვენ ხართ!-წამოვიძახე და ნეიტის გაოცებულმა სახემ დამარწმუნა რომ არ ვცდებოდი. ლუკასიც გაოცებული მიყურებდა, არც ერთი მოელოდა ამ პასუხს.- ლუსის მამას დედათქვენთან რომანი ჰქონდა ასე არ არის? რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ლუსი გაჩდებოდა.
-საინტერესოა ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ.-სერიოზული სახით იკითხა ნეიტმა.
-ლუსის მამამ თავად გვითხრა.-მოვატყუე, მაგრამ ამ პასუხით გაოცებული საერთოდ არ ჩანდა. ამით დავრწმუნდი, რომ იმ ღამეს სწორედ ის ცდილობდა ჩვენს შეშინებას.
ნეიტი ჩუმად იყო. ალბათ იმის გადახარშვას ცდილობდა, რაც მოისმინა.
-და საინტერესოა კიდევ, რა გითხრათ მან?!
-შვილიშვილზეც გვიამბო. სამშობიაროდან რომ გამოიყვანეთ სერენა მაგაზე მოგვიყვა.- ვუთხარი და ნეიტმა წარბები შეკრა.
-ალბათ შორიდან გვითვაღთავლებდა...-ჩუმად ჩაილაპარაკა მაგრამ მაინც გავიგე.
-აბა?!-თქვა ლუკასმა.-ახლა მაინც ხომ დარწმუნდით რომ ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი ამ საქმის მიმართ.
- ლუსის მამასთან ლაპარაკი არაფერს ამტკიცებს.
-ისიც ვიცით, რომ ლუსის სახლში შეიპარეთ და მიდი ფოტო იპოვეთ. არ უარყოთ ვიცით რომ თქვენ იყავით.
-და ამას როგორ დაამტკიცებთ?-დამცინავად გვკითხა.
-თქვენს ლეპტოპში ზუსტად ის ფოტო გაქვთ, მაგრამ ალბათ დამთხვევაა.-სარკაზმით თქვა ლუკასმა, მისი გამჭრიახობა ძალიან მხიბლავდა.
-ის თუ იცით,რომ ჰაკერობა არალეგალურია?
-ისვე როგორც სხვის სახლში შეპარვა.-უთხრა ლუკასმა და გამეღიმა.
-მოკლედ, ვიცით რომ მკვლელს ეძებთ.-კიდევ გავუმეორე რომ ჩვენი მიზანი გაეგო.- ჩვენც იგივე გვსურს, გვინდა რომ დამნაშავე დაისაჯოს, აქ თქვენს სამხელად არ მოვსულვართ.
-ჯერ მითხარით ის ფოტო საიდან გაქვთ და შემდეგ დავფიქრდები თანამშრომლობაზე.-წინ წამოიწია.
-მაგისთვის რამე მნიშვნელოვანი უნდა გაგვანდოთ, ბოლობოლო თუ
თანამშრომლობა არ გამოგვივა ეს უბრალო ინფორმაციის გაცვლა იქნება.-ირონიულად გაიღიმა ლუკასმა და მისი პასუხით ვამაყობდი.
ნეიტმა ჩაიცინა.-კარგით.-თქვა და მე და ლუკასმა ერთმანეთს გავხედეთ.-თავიდანვე არ ვიცოდი რომ ვულფჰარდი ჩემი...-დააპაუზა, ამოიხვნეშა და შემდეგ განაგრძო.-ბიოლოგიური მამა იყო. ეს რამდენიმე წლის წინ გავიგე...დედაჩემმა სიკვდილის წინ მითხრა. როცა გავანალიზე რომ ლუსი ჩემი ნახევარდა იყო უცნაურო გრძნობა დამეუფლა... მე ლუსი მიყვარდა.-თავი ჩაღუნა და წამოდგა.-მართალია ბავშვურად მაგარამ მაინც. ვერ ვხვდებოდი ასეთი რამის დამალვას როგორ ბედავდნენ.-ფანჯარას მიუახლოვდა და ზურგი გვაქცია.-დავფიქრდი იმაზე რა მოხდებოდა ლუსი რომ არ გაუჩინარებულიყო. მე ალბათ ის უფრო მეტად შემიყვარდებოდა, წამოვიზარდებოდით და ღმერთმა იცის რა შეიძლებოდა მომხდარიყო.... -წამიერი პაუზის შემდეგ შემობრუნდა.-ამ აზრმა შემიბყრო. საკუთარი თავი შემძულდა, მერე დედაჩემი, და განსაკუთრებით ის, ის ადამიანი რომელიც როგორც აღმოჩნდა მამაჩემი ყოფილა. სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობდი. სახლში სულ დაძაბული მივდიოდი. სულ ლუსიზე მეფიქრებოდა. სამსახურშიც კი... მე ხომ ასტრონომი მის გამო გავხდი... პატარები რომ ვიყავით ვარსკვლავებზე დაკვირვება გვიყვარდა... სახლში რომ მივდიოდი ჩემს ცოლს ვერ ვეკარებოდი, რადგან ის ამაზრზენი ფიქრი ლუსიზე არ მტოვებდა... ამან ყველაფერი შეცვალა, ისეთი ვეღარ ვიქნებოდი როგორიც აქამდე. ერთადერთი რაც დამრჩენოდა ლუსის მკვლელის მოძებნა იყო. ოჯახში სიტუაცია რომ საბოლოოდ დაიძაბა მივხვდი რომ დაშორება იდალური ვარიანტი იყო, ამიტომ სახლიდან წამოვედი და სხვაგან გადავედი. კარგი ადგილი ვიპოვე სადაც ამ საქმეზე მუშაობა შემეძლო. თავიდან თითქოს წინსვლა იგრძნობოდა მაგრამ მერე ერთ ადგილას გავშეშდი. ჩიხში მოვხდვი. აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. ვაჟბატონი ვულფჰარდის მისამართი ამოვქექე, იმის შემდეგ რაც გავიგე რომ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მასთან სალაპარაკოდ წავედი. ვუთხარი რომ ყველაფერი ვიცოდი. ვკითხე აქამდე რატომ არაფერი მითხრეს. ის კი ზოგად პასუხებს მცემდა. ამბობდა, რომ ლუსის გაუჩინარებამდე მისი ცოლის გამო ვერ მითხრეს, რადგან ლუსის დედამ მათი რომანის შესახებ არაფერი იცოდა. როცა ლუსი გაუჩინარდა მხოლოდ მისი პოვნა სურდა და მეტი არაფერი. როცა ლუსის დედაც უაცრად მკვდარი იპოვეს მანდ იმედი საბოლოოდ დავკარგეო ამბობდა. მინდოდა მისთვის გამეგო, მაგრამ იმ ამაზრზენ გრძნობას, რაც ტყუილში ცხოვრება მაგრძნობინებდა ვერაფერს ვუხერხებდი. მისი თავის მართლება არაფერს ცვლიდა. ყველფერი ვუთხარი. რასაც ვფიქრობდი.ძალიან ვიჩხუბეთ. ძალიან. მაშინვე წამოვედი და ამის მერე აღარ მინახავს.
-მაგრამ გუშინ წინ ტბაზე იყავით...-თქვა ლუკასმა.-არ უარყოთ დაგინახეთ.
-უარყოფას არც ვაპირებ. იმედი მქონდა რომ მიხვდებოდით. იმედია ძალიან არ შეგაშინეთ. როცა სკოლაში არ გამოჩნდით მივხვდი რომ რაღაცაში იყო საქმე. ემის დისგან გავიგე რომ სკოლიდან იყავით წასულები რაც სრული აბსურდია,რადგან შუა სემესტრში მოსწავლეები არსად მიგვყავს. მივხვდი, რომ ის იპოვეთ და მის სანახავად წახვედით. ამიტომ იმ ღამეს სანადირო თოფი მოვიმარჯვე და თქვენი შეშინება ასე ვცადე. მინდოდა იქიდან წამოსულიყავით და მასთან არ გელაპარაკათ, რადგან ვიცი ხელჩასაჭიდს მაინც არაფერს გეტყოდათ, თანაც იმედი მქონდა რომ ამის შემდეგ მაინც ჩამოშორდებოდით ამ საქმეს. მაგრამ არა... მოხვედით და თავდაჯერებულად დაიწყეთ ჩემთან ამ ამბის განხილვა.
-იმდია ახლა მაინც აღგვიქვამთ სერიოზულად.-ვუთხარი ნეიტს და მკაცრი გამლმეტყველებით თვალებში შევხედე.
-დიახ, და მეტიც თანახმა ვარ თქვენთან თანამშრომობაზე .....

ჰჰეეიი! დიდი ხანი გალოდინეთ მაგრამ იმედია ღირდა.
აუცილებლად გამაგებინეთ თქვენი აზრი ამ თავთან დაკავშირებით, ხვდებოდით რომ ნეიტი იყო თუ მოვახერხე თქვენი გაოცება?:დდ❤
წინა თავებში რაღაც ფლათჰოულები იყო, ახლა გავასწორე და იმედია ამან არ დაგაბნიათ:დდდ
ენივეის:
ლავ
იუ
ოლ
ბაიიიიი

Continue Reading

You'll Also Like

OBSESSED By BVRBIEN

Mystery / Thriller

113K 4.8K 28
obsessed
82.3K 2.8K 80
BANG... BANG..... BANG I jumped up out my sleep to three gun shots. I creep up to my door, opening it up just a little, seeing my father go to my...
13K 357 20
Frank and Joe Hardy get to solve their very first case without the help of their famous father, only for it to take a turn they never expected. (Cov...
153K 959 8
تحذير:-القصة منحرفة +18 (القصة مكتملة)