😈"ის" დაბრუნდა😈

Start from the beginning
                                    

- დიახ!!!! - ყველამ ერთად შეჰყვირა.

- აი მასე, ჯეიმს მოდი აქ, კოორდინატები დაადგინე ორივესი, სოიონ მობილიზებული იყავი და თუ რამეა სასწრაფოდ შემატყობინე. დღეს თათბირს მე ჩავატარებ.

- დახმარება ხომ არ გჭირდება?

- კი არ მაწყენდა, შეიძლება ისე ვერ ჩავატარო ანა რომ ატარებს მაგრამ ვცდი მაინც, სიახლეები შემატყობინეთ. - სათათბირო ოთახს მიუახლოვა ღრმად ჩაისუნთქა და შევიდა. - გამარჯობა, ჩემი სახელი და გვარი ყველამ იცით, ძაანაც არ მეპიტნავება აქ დგომა და იმის კეთება რაც ნამდვილად ჩემი მოწოდება არაა, მაგრამ რას ვიზამთ სიტუაცია ასე მოითხოვს.

- მოკლე... - სათათბირო ოთახის კარი იღება და ნაძალადევი ღიმილით შემოდის ანა, ევას სახეზე ნათლად გამოისახება კითხვის ნიშანი, მაგრამ სიტყვის უთქმელად ტოვებს სათათბირო ოთახს და კარს ფრთხილად ხურავს.

- ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის, საგანგაშო მდგომარეობა იყო, ასერომ მოდი მალე დავიწყოთ და მალე დავამთავროთ...
ამ დროის განმავლობაში უამრავი დოკუმენტი განიხილა, 23 პრეზენტაცია გააკეთა,ბევრი სოლიდური შემოთავაზება მიიღო, ზოგიც საკუთარ ადგილზე მოსვა, ზოგი ბოღმისგან გამსკდარი შეხვერიდან გაუშვა, თავის ინტელექტს, ჭკუას, შესაძლებლობებს ისე აფრქვევდა გარემოს მახინჯი და შეუხედავიც რომ ყოფილიყო მაინც უამრავ მამაკაცს მოხიბლავდა. მაგრამ სად იყო "ის" ან ახლა სად არის, "ის" ის ადამიანი რომლის დანახვის დროსაც გული ამოვარდნას ქონდა, ოცნებებისგან კოშკებს აგებდა, მისი ხორცის და სულის ნაწილად თვლიდა, ვისთვისაც უკან არასდროს იხევდა, და მაინც სად იყო? ხშირად უსვამდა საკუთარ თავს ამ კითხვას შემდეგ კიცხავდა იმისთვის რომ მასზე კიდე ფიქრობდა,რომ მას ეს არ დაუმსახურებია, მაგრამ მაინც, მაინც სად იყო? საკუთარ ფიქრებთან, გულთან ჭიდილში იყო, ომობდა ბრძოლობდა, ანგრევდა მისთვის ერთ დროს მსოფლიოს... მაინც მისკენ მიფრინავდნენ ფიქრები. იქნებ მოკვდა?! იქნებ აჩრდილია და ყოველდღე თან დაჰყვება?! იქნებ, იქნებ და იქნებ, ან მაგრამ, მაგრამ და მაგრამ, როდის უნდა შეწყდეს მის ცხოვრებაში ამდენი ორაზროვანი სიტყვების წვიმა?! პასუხი ისევ... ისევ... ისევ არ იცის. და ყველაფერი ისევ... ისევ და ისევ აირია...

Wound Cut🔞Where stories live. Discover now