27. შეყვარებულები.

2K 164 85
                                    


~jungkook's pov~

ჯიმინის წვრილ ყელს ორივე ხელი შემოვაბჯინე და ჩემსკენ უფრო ახლოს მოვქაჩე.
თითქოს ყველანაირი დაძაბულობა რაც კი ჩვენს შორის იყო ამით გაქრა.

მის ნატკენ შუბლს შევცქეროდი რომელზეც ჯერ კიდევ სისხლჩაქცევა ჰქონდა. გამახსენდა ის მომენტი როცა დაუნდობლად ვესროლე ჩანთა თავში.
როგორ შემეძლო ასეთი სასტიკი ვყოფილიყავი? თანაც ასეთი სათუთი არსების მიმართ?
ყოველთვის ისეთ საქციელს ჩავდიოდი ჯიმინთან რომელსაც მალევე ვნანობდი.

ნატკენ ადგილას ტუჩები ფრთხილად შევახე და ზედ ნაზად ვაკოცე, ამობერილ კანზე სწრაფი, თუმცა რბილი კოცნები დავუტოვე. გაშეშებული ტივტივებდა და თვალებდახუჭული ადგილიდან არ იძვროდა, თითქოს მომენტით ტკბებოდა.

- ეს არაფერია იმ ტკივილთან და ტანჯვასთან შედარებით რაც შენ მომაყენე.- დაიჩურჩულა და თვალები გაახილა რომლებიც აცრემლიანებულმა ჩემს სახეზე დააცეცა.

საწყალი ბიჭი,
საკუთარი თავისა და საქციელების ატანა თვითონაც მიჭირდა, მას კი პირველივე დღიდან ისე ვექცეოდი რომ ცხოვრება ლამის ჯოჯოხეთად ვუქციე, მაგრამ ახლა მაინც ჩემს მკლავებში განისვენებდა, საიდან ჰქონდა ამდენი გამძლეობა? ერთი შეხედვით სუსტი იყო მაგრამ სინამდვილეში იმაზე ძლიერი ვიდრე ვინმეს წარმოედგინა, იმდენად ვუყვარდი რომ ჩემი არაადამიანური საქციელები ამ გრძნობასთან შედარებით არაფრად ჩააგდო.

- მაგრამ მე მაინც მინდიხარ. ვიცი რომ შენც გინდივარ, რატომ არ შეიძლება რომ მხოლოდ ეს იყოს მთავარი?

მის სიტყვებს ამ მომენტში სრულებით ვეთანხმებოდი, ჩემსკენ ისე ახლოს მოვიზიდე რომ ცხვირებით ერთმანეთს ვეხებოდით, ოდნავ დაბლა დავიხარე და ჩემი ტუჩები მისას მივაბჯინე, შემდეგ კი ისევ გავსწორდი და ისინი ერთმანეთს იდეალურად შეერწყნენ.
თითქოს ჩემს სხეულს მიჰყვა, მკერდი ამოზნიქა, წყალმაც იმის საშუალება მისცა რომ უფრო მაღლა და ახლოს ყოფილიყო ჩემთან.
ტუჩები ორივემ ერთდროულად შევხსენით და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქეთ, მის შუბლს მივეყრდენი და წელზე ხელები შემოვხვიე, ამ სუსტს სხეულს რომელსაც დაუნდობლად ვანადგურებდი ჩემს ძლიერ მკერდზე ვიკრავდი.

shut the fuck upWhere stories live. Discover now