42.კურდღლების გალია

2.8K 153 197
                                    

გამარჯობათ უკვე პენსიაში შესულო მკითხველნო, წარმატებით კითხვას გისურვებთ დაკომენტარება და დავოუთება არ დაგავიწყდეთ🥰👺🤤

იუნგი პირობის თანახმად მეორე დილით სახლში დაბრუნდა, თუმცა ეს მაშინ არ მომხდარა როდესაც ჯიმინმა გაიღვიძა, მტკივნეულად გაწელილი საათების შემდეგ მოხდა.

ზარის ხმის გაგონებისას ბიჭი საწოლში კიდევ  უფრო მოიკუნტა და საბანი ცხვირამდე აიწია. სიცივის შეგრძნება მისი სხეულის დატოვებას როგორც ჩანს არ აპირებდა, ახლაც იწვა თავის საწოლში სრულიად მარტო და ეგონა რომ რამოდენიმე საბანიც კი ვერ გაათბობდა მის უაზროდ გათოშილ და უმოქმედო სხეულს.

რათქმაუნდა მიხვდა რომ იუნგი იქნებოდა, მათ სახლში თითქმის არავინ მოდიოდა, თან პირველი სართულიდან მისი ხმაც მოესმა, მაგრამ უფროსმა ძმამ უკვე საკმაოდ დააგვიანა, ახლა დიდად აღარ ადარდებდა როდის მოვიდოდა, ან საერთოდ თუ მოვიდოდა, ისედაც გაცრუებული იმედები ახლა სულ წყალში ჰქონდა ჩაწყრილი.

თავს საშინლად გრძნობდა, ფიზიკურადაც და სულიერადაც. ეს უარესი იყო ვიდრე მისი ნებისმიერი ნაბახუსევი ან გათენებული ღამე. ეს საერთოდ არ უნდა მომხდარიყო.

რამოდენიმე წუთში კიბეზე ვიღაცის ნაბიჯების ხმა გაისმა, ჯიმინმა საბანი თავზე გადაიფარა მაგრამ ცოტახანში ისევ ასწია და ოდნავ გამოიჭვრიტა, ჰოსოკის წითელი თმის დანახვისთანავე თვალები სასწრაფოდ დახუჭა.

ჰოსოკი მთელი დღე მაღლა არ ამოსულა, პირნათლად ასრულებდა ჯიმინის თხოვნას და მარტო ყოფნას აცდიდა, მისი შეწუხებული სახე თითქმის მთლიანად აჩვენებდა გრძნობებს. ეგონა დღე მშვიდად გაივლიდა, ჯიმინს თავისი პატარა დეპრესია გადაუვლიდა და ისევ ჩვეულებრივი გახდებოდა, მაგრამ იუნგის გამოჩენის შემდეგ კიდევ უფრო შეწუხდა, კარგად ხვდებოდა რომ ჯიმინს ახლა მის ძმასთან ლაპარაკიც კი არ ენდომებოდა, რადგან ჰოსოკი უარყო, სხვა ვერავის გადაუშლიდა გულს.

shut the fuck upWhere stories live. Discover now