6.პირველი ღამე

2.7K 208 107
                                    

Jungkook's pov

- ჯონგუკ ცოტა ფრთხილად.
ჰოსოკი უდიერად მივანარცხე კედელზე, მომუშტული ხელები აქეთ-იქიდან შემოვაწყე რომ არსად გაქცეულიყო, კბილებს ერთმანეთს ვაჭერდი, თავს რაღაც სასწაულის ძალით ვიკავებდი რომ აქვე არ მიმეხრჩო.
- ჯონგუკ ეს პოზა ცოტა არ იყოს ეროტიულია. - მოიშმუშნა ჩემს მკლავებში და ძალით დამორცხვებული სახე მიიღო.
მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე.
- რატომ არ უთხარი ჯიმინს სიმართლე?
- მეც იგივე კითხვა მაქვს, შენ თვითონ რატომ არ უთხარი სიმართლე? - შემომიბრუნა კითხვები ჰოსოკმა. - რატომ გეხუტებოდა? რატომ არ იცის რომ ჯონგუკი ხარ? რა თამაშს თამაშობ?
მისი საპასუხო შემოტევისგან რამოდენიმე წამით დავიბენი და თავი თითქოს იდიოტადაც ვიგრძენი
რატომ არ ვუთხარი?
არ ვუთხარი? მე არასდროს დამიმალავს რომ ჯონგუკი ვიყავი, ეს თვითონ ვერ მიხვდა ვერაფერს.
- ეს შენი საქმე არაა. - თავი გავაქნიე. - უბრალოდ მიდი და ჯიმინს უთხარი რომ მე ვიყავი...
ჩემი სიტყვები თვითონვე გამიკვირდა, რას ვბოდავდი არც კი ვიცოდი.
- შენ რატომ არ იზამ? - თვალები მოჭუტა, ისიც ვერ ხვდებოდა სიტუაციას ისევე როგორც მე.

ზურგსუკან გავიჭყიტე, ჯიმინი წყნარად იდგა იმავე ადგილას სადაც დავტოვე, ქესლებზე ირწეოდა და მორჩილად მელოდებოდა.

- იმიტომ რომ როდესაც ვნახულობ ყოველთვის ზედ მეწებება და...

"ეს იმდენად სასიამოვნოა არ შემიძლია ვუთხრა ვინ ვარ, მაშინვე შევძულდები." - დავასრულე გულში.

- შენ რა, გიყვარს?... აუჩ...

მუშტი რომელიც ჰოსოკს გავარტყი გავიქნიე და ხმადაბლა შევიგინე, ასეთი რამ აქამდე არასდროს უთქვამს ვინმეს ჩემთვის.

- სიტყვებს დაუკვირდი, - გავაფრთხილე. - უკვე საზღვრებს ცდები.
- ჯანდაბა ჯონგუკ მე ვცდები საზღვრებს? შენ ეხუტები და კოცნი ბრმა ბიჭს სკოლის დერეფანში რომელიც ერთი დღის წინ ისე მიბეგვე რომ სიარულიც აღარ შეეძლო? პიროვნების გაორება გჭირს თუ რა პრობლემა გაქვს?
- როგორ ბედავ ჩემთან ასე ლაპარაკს ჯანგ ჰოსოკ, ბოლოჯერ გაფრთხილებ რომ ენას კბილი დააჭირო.
- ჯონგუკი, - ხელი ნაზად მომკიდა მკლავზე და კედლიდან ჩამომაწევინა. - ჩამოყალიბდი რაგინდა, ჯიმინს სიმართლე ვუთხრა თუ ენას კბილი დავაჭირო? მაგრამ თუ უკანასკნელს აირჩიევ უნდა გადაიხადო კიდეც.
- გადავიხადო?
- ჰეი!...
ჯიმინის ხმაზე დაფეთებულმა მივიხედე უკან, ბიჭი დერეფანში ნელა მოდიოდა და ხელებს აქეთ-იქით აქნევდა. სადაცაა კედელს შეასკდებოდა.
დასაწყნარებლად ღრმად ჩავისუნთქე.
- აუჩ...
- იდიოტი. - თავი გავაქნიე და ჰოსოკს მივუბრუნდი თვალების ბრიალით - ამაზე ხვალ ვილაპარაკებთ.
ჯიმინს შუბლიდან სისხლი სდიოდა და ტიროდა, არვიცი რატომ გადაწყვიტა პატარა ნაკაწრზე ტირილი დაეწყო მაგრამ ეს უკვე მაღიზიანებდა, სადაცაა დავუყვირებდი რომ არაფერი სჭირდა მაგრამ ამის მაგივრად უხმოდ ვწმენდდი სისხლს შუბლიდან.
ერთიანად ქარიშხალში ვიყავი გახვეული შინაგანად, რატომ ვაკეთებდი ამას მე?ვისთვის? რისთვის?
ჰოსოკის ღიმილნარევი გამჭოლი მზერა მახვედრებდა რომ უკვე დარხეული მქონდა.
"რა?" - პირის მოძრაობით ვუთხარი და ფეხი გავცხე.
ჰოსოკი ოდნავ მოშორებით გახტა და სიცილი დაიწყო.
- რა ხდება? - თავი ასწი ჯიმინმა.
პატარა თითებით მაჯაზე მეჭიდებოდა, მისი შეხება სასიამოვნო იყო, ყველა სხვა შეხებისგან გამოირჩეოდა, თითქოს მთლიანად შევიგრძნობდი მისი კანის თითოეულ უჯრედს.
- თეჰიონი მოდის. - გამაფრთხილებლად ჩამჩურჩულა უცებ ჰოსოკმა და ხელი მსუბუქად მკრა.
ისე რომ არც გამიხედავს ხელსახოცი ჰოსოკს მივაჩეჩე ხელში და ლამის სირბილით მოვცილდი იქაურობას, გზაში ჩემს თავს ვაგინებდი, ვერ ვიჯერებდი რა დონემდე დავეცი, როგორ დავისუსტე თავი, რეებს ჩავდიოდი.
სკოლიდან გამოსვლისას შევამჩნიე რომ ჩანთა დერეფანში დამრჩა.
- ამის დედაც. - დავიღრიალე ხმამაღლა და ფეხი მიწას დავკარი.
რათქმაუნდა თეჰიონი ჩემს ჩანთას იცნობდა. ირგვლივ მოსწავლეებიც კი არ მოძრაობდნენ რომ რომელიმესთვის დამევალებინა.
- შენი დედაც ჯიმინ...
სკოლაში მრისხანე სახით შევბრუნდი, ყოველ ნაბიჯს მძიმე და გაბრაზებული სახით ვადგავდი, როდესაც იმ ადგილზე დავბრუნდი სადაც იდიოტი პაკ ჯიმინი კედელს შეასკდა გულში ვლოცულობდი რომ იქ აღარ დამხვედრილიყვნენ და ჩემი ჩანთაც წყნარად თავისთვის ყოფილიყო იატაკზე მიგდებული, არავის მიქეცია ყურადღება.

shut the fuck upWhere stories live. Discover now