25. წინააღმდეგობა

1.9K 165 47
                                    



Jungkook's pov

სახლში ტაქსით დავბრუნდი, კიდევ კარგი რომ საფულე ჯიბეში მედო თორემ ისე გამოვიქეცი აეროპორტიდან ყველაფერი თეჰიონს დავუტოვე.

იუნგის მანქანა მაშინვე შევნიშნე ჭიშკართან და თავი გავაქნიე. ვინმემ დაპატიჟა?
ეს პაკები თავს რატომ არ დაგვანებებდნენ?

- გამარჯობა ჯონგუკ. - შემომეგება დოჰიუნი კარში.

- გამარჯობა. - ვუპასუხე ცივად და გვერდი ავუარე.

- ექსკურსიამ როგორ ჩაიარა?

წარბებშეჭმუხნულმა შევათვალიერე მისი სახე სანამ ფეხსაცმელს ვიხდიდი. იშვიათად იღიმოდა, ახლა კი ისე მეკრიჭებოდა თითქოს მასზე ბედნიერი არავინ არსებობდა.

კარგია რომ ერთ ადამიანს მაინც უხაროდა ჩემი სახლში დაბრუნება.

- ნორმალურად. - ვუპასუხე. - რამე მომიმზადე, მშია.

- კარგი. - თავი დამიქნია.

- თეჰიონი სად არის?

- ოთახშია. სტუმრები ყავს. - წარბები გაბრაზებულმა შეკრა. - ერთი ბატონი იუნგია, მეორე კი პირველად ვნახე მაგრამ ასე თქვა ჯონგუკის შეყვარებული ვარო.

აჰა, ანუ ჯიმინი უკვე ოფიციალურობაზე გადავიდა არა?!

- სენდვიჩებიც მოამზადე. - ჩავილაპარაკე. - და თბილი რძეც წამოიღე.

რადგან პატარა ბიჭიც აქ არის და ჩემთან ერთად მასაც არაფერი უჭამია მთელი დილა.

ოთახში შევედი რომ ტანსაცმელი გამომეცვალა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ქვიშით ვიყავი სავსე.

პაკ ჯიმინი ჩემს საწოლზე იჯდა და ეს მე ოდნავადაც არ გამკვირვებია.

ალბათ დღეიდან სადაც წავიდოდი ყველგან აჩრდილივით გამომყვებოდა. ჯერ ახლა ჩამოვედით სეულში და უკვე ჩემს ოთახში იყო წამოჭიმული.

- ჯონგუკ? - დაიძახა მაშინვე, ჯოხიან კანფეტს ჩაფიქრებული სახით წუწნიდა. რომელმა ჭკვიანმა მისცა?

shut the fuck upWhere stories live. Discover now