21. დამონებული.

2.7K 189 48
                                    

Jungkook's pov

- რა თქვი?... მუნჯი ჯონი შენხარ?

ენას გამწარებულმა ვუკბინე და გოცებულ ბიჭს მე უფრო გაოცებული მივაჩერდი.
მეგონა უკვე ყველაფერი იცოდა. სხვანაირად ასე უბრალოდ ხომ არ ადგებოდა და ჩემს კუდში დევნას დაიწყებდა? თან ცოტა ხნის წინ თვითონ მკითხა რატომ მომატყუეო, შეიძლება იაფერისტა მაგრამ ამ კითხვასაც ჰაერიდან ვერ მოიტანდა.

- ჯიმინ შენ...

- გაჩუმდი. - დაიყვირა და ასლუკუნდა. - მართლა მუნჯი ჯონი ხარ?

თავი კედელს მძიმედ მივარტყი და ამოვიოხრე. ეს რა ჯანდაბა გავაკეთე?
საფლავი ჩემი ხელით გავითხარე.

- ჰო... ჯიმინ... - დანებებულმა ვუპასუხე, დამალვას აზრი აღარ ჰქონდა.

- არა. - თავი სასწრაფოდ გააქნია და ცრემლები შეიმშრალა. - შენ ვერ იქნები...

- ნეტავ არ ვიყო... - სარკასტული სიცილით ვუთხარი.

ის ნაწილი რომ არ ცხოვრობდეს ჩემში რომელსაც ჯიმინი ასე ძალიან მოსწონდა, სიცოცხლე ბევრად უფრო გამიადვილდებოდა.

- დამიმტკიცე! - გაბრაზებულმა თქვა.

მისკენ გავიწიე რომ ეს შანსი საკოცნელად გამომეყენებინა და ამით დამემტკიცებინა, გაღიმებულმა ოდნავ შევახე თუ არა ტუჩები მწარედ მიკბინა და შუბლი ძლიერად მომარტყა.

- ასე არა! - თქვა მკაცრად და მოულოდნელად გესლიანად განაგრძო საუბარი. - იატაკზე დამაგდე და მარტო დამტოვე რომ გავიგო ნამდვილად შენ ხარ თუ არა...

თვალებგაფართოებული გავსწორდი წელში, რა ჯანდაბა ეტაკა? ამას სერიოზულად იძახდა თუ ესეც კიდევ ერთი უაზრო ხუმრობა იყო რომელზეც ოდნავადაც კი არ მეღიმებოდა.

- შენ ისედაც იატაკზე გდიხარ... - უნებურად წამომცდა.

- ნაბიჭვარო! - დამიყვირა ხმამაღლა და ისევ ფართხალი დაიწყო. - გეგონა პატარა ბრმა ბიჭს გააცურებდი? რახან მხედველობა არ მაქვს შენი აზრით ვერაფერს ვხვდები?

shut the fuck upWhere stories live. Discover now