.11.

1.4K 137 23
                                    

"ჰეიი!ორითვე გავიდა რაც მეგობრები ვართ მაგრამ პაროლი მაინც არ გითქვია"დავიწუწუნე

"გითხარი გამოიცანითქო"

"რატომ არ მეუბნები?"

"იმიტომ რომ როცა დრო მოვა უნდა გამოიცნო"

ორი თვე გავიდა რაც ფიკები არ წამიკითხია და დარწმუნებული ვარ ბევრი თავი იქნება დადებული,უჰჰ მაგრამ ჩემდა გასაკვირვად გავძელი უინტერნეტოდ.

"საერთოდაც რა არის რაა ამას რატომ მიკეთებ"ამოვიოხრე და ფეხი მდივანს მივარტყი,ისევ მის სახლში ვარ მაგრამ მაინც ვერ გავიგე პაროლი არადა  ყოველდღე აქ ვარ.

"ნუ წუწუნებ ღმერთო"წამოდგა"წამო პარკში ან სადმე წავიდეთ"

...

და ახლა ჩვენ დავდივართ პარკში ვუყურებთ ბუნებას .

ამ ორი თვის განმავლობაში ბევრი შეხებები გვქონია,ჩახუტებები მაგრამ არ ვიცი მეგობრები ვართ თუ სხვა რამ,როდესაც მეხება მუცელში ზოოპარკს ვგრძნობ, ჩახუტებებით ვიძინებ დიახაც რადგან კომფორტულად ვგრძნობ თავს.

საქანელებთან მივედით და დავჯექით, დავიწყეთ ქანაობა

იუნგიმ სიმღერა დაიწყო და სიმართლე რომ ვთქვა ამ ბიჭს საშინელი ხმა აქვს მაგრამ მაინც ჩემზე კარგად მღეროდა.

"ჰეი შენი ხმა საშინელია ძმაო"ვუთხარი და გავიცინე,შემომხედა და გაიბუსხა,ძალიან საყვარელი იყო.

და კიდევ მაინც არ ვიცი მის მიმართ რას ვგრძნობ, მომწონს იმაზე მეტად ვიდრე მეგობარი?

არ ვიცი.

ქანაობა შეწყვიტა და დასაჯდომად წავიდა

მე მოუხერხებლობის დედოფალმა ფეხი რაღაცას მივარტყი და მიწაზე დავეცი

"ამის დედაც"შევიგინე და სისხლიან ფეხს დავხედე.

"ყოველთვის მოუხერხებელი როგორ ხარ?" მომიახლოვდა და ხელში ამიყვანა ნამდვილად გამიკვირდა,გაიქცა შიშისგან ხელები კისერზე მოვხვიე და ღმერთს დავუწყე ვედრება სახლამდე ცოცხალი მივეყვანეთ.

უსაფრთხოდ მივედით სახლში, მდივანზე დამსვა და თვითონ სამედიცინი ყუთის მოსატანად წავიდა, მალევე გამისუფთავა და შემიხვია ფეხი.

"სჯობს დღეს ჩემთან დარჩე დაგეხმარები გამოცვლაში"

"მადლობა"გავუღიმე მანაც გამიღიმა და ყუთი თავის ადგილას დააბრუნა

Password | yoongiWhere stories live. Discover now