the one with the fight

581 78 10
                                    

ცოტა ხანში როუზის კარზე კაკუნი გაისმა, გოგონამ აწითლებულ ლოყებზე ხელები მიირტყა,ღრმად ჩაისუნთქა და კარები გააღო.
- გისმენ,- თვალებში ვერც ერთი უყურებდა ერთმანეთს.
- აი, პირსახოცი და ჩემი ტანსაცმელია,ვწუხვარ ახალი მეტი არაფერი მაქვს.
- მ..მადლობა.- უთხრა გოგონამ და კარები მოუხურა.
     გოგონა სააბაზონად,რომ გამოვიდა მისაღებში შუქი შეამჩნია და ჩასაქრობად წავიდა.
ოთახში შესვლისას მაგიდასთან დაძინებული ჯინი დახვდა,სახე ფურცლებზე ედო,ეტყობა მუშაობისას ჩასძინებოდა და ნაზად მიადო სახეზე ხელი გასაღვიძებლად.
- ჯიინ,ჯინ..
ჯინმა გოგონას სწრაფად ჩაავლო მაჯაში ხელი.
- ოჰ,როუზ,- გოგონა შეათვალიერა და სველი თმით და მისი უზარმაზარი ტანსაცმლით რომ დაინახა სიცილი აუტყდა.
- რა გაცინებს?!
- იმ ბომჟს გავხარ დღეს ქუჩაში რომ ვნახეთ.
როუზმა ლოყები წყენით გამობურცა.
- საყვარელი ხარ,- ჩაიბურტყუნა ჯინმა.
- რა თქვი?
- არაფერი,კარგი ამინდია თქო.
გოგონამ ფანჯარაში გაიხედა.
- ჯინ,შუა ღამეა და ქარი ქრის .
- წადი დაიძინე.
- შენ არ აპირებ დაძინებას?
- სამუშაო მაქვს.
უცებ კარები გაიღო,ფეხის ნაბიჯების ხმა გაისმა,შემდეგ მძიმე საგანი ორჯერ დაეცა ძირს და ოთახში მაღალი ლამაზი გოგო შემოვიდა. ჯინი ფეხზე წამოხტა.
- ამ დროს აქ რას აკეთებ?
- აქვე ვიყავი და სახლში წასვლა აქ მოვედი.
- მთვრალი ხარ?!
- არა,- ბარბაცით თქვა გოგომ.
- ღმერთო სუ, მთვრალი ხარ, ეს უკვე ზღვარს ცდება.
- უკვე სრულწლოვანი ვარ,რასაც მინდა იმას გავაკეთებ.
- სრულწლოვანება ასე მოქცევის უფლებას არ გაძლევს! - ხმას აუწია ჯინმა,როუზს არ ეგონა ჯინს ასეთი სახის მიღებაც თუ შეეძლო.
- დიახაც მაძლევს .
- ჩემს აზრს არ ითვალისწინებს, მერამდენე გაფრთხილებაა, ხვალიდან აქ იცხოვრებ.
- რა? აქ რა ჯანდაბა მინდა?
- ასე საქმის კურსში ვიქნები,სად დადიხარ და როგორ.
- შენი კონტროლი არ მჭირდება.
-  ამ სახლში აპირებ ჩემს გამოკეტვას?
- გამოკეტვას არა, უბრალოდ ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ იქნები მანამ სანამ ჭკუას არ ისწავლი. არავითარი გვიანობამდე სიარული კლუბებში და სმა, შენს ძველ ოთახში დაიძინებ.
- არ მაინტერესებს, აქ არ გავჩერდები მითუმეტეს ვიღაც კახპა გყავს ამოყვანილი.
- სუჯიიინ! - იმხელაზე დაიყვირა ჯინმა და როუზი შეხტა, სუ ადგილზე გაშეშდა პატარამ კი დაიყვირა ოთახიდან.
- მე მივხედავ,- თქვა როუზმა და კიბეებზე აირბინა.
შეშინებული პატარა,ოთახში აცრემლებული დახვდა.
- რა ხდება?! მამიკო რატი ყვირის?
- არაფერია საყვარელო,მამიკომ რაღაც მწერი დაინახა უყვირის რომ გაფრინდეს.
- მამიკო მწერებს არ უყვირის.
- ალბათ იმიტომ ჯერ ასეთი დიდი მწერი არ შეხვედრია.
- მამიკო არასდროს ყვირის,- თქვა ბავშვმა მოწყენით, ახლა მიხვდა სუს რატომ ჰქონდა ასეთი შოკირებული გამომეტყველება .
- მოდი აქ,- უთხრა იუნას როუზმა და ბავშვმა თავი მკერდზე მიადო.
- მიდი ზღაპარი მომიყევი,შენ ხომ კარგი ზღაპრები იცი.- იუნამ მხიარულად დაიწყო ახალი ზღაპრის მოყოლა და მალევე ჩაეძინა .
  როუზმა ძლიერი ფეხების ბაკუნი გაიგონა,ვიღაც კიბეებზე გამეტებით ამოდიოდა, ბავშვის ოთახში სუმ გაბრაზებით ჩაუარა და გვერდითა ოთახის კარები ძლიერად მიაჯახუნა .
იუნამ წამოიკრუსუნა.
- მშვიდად საყვარელო, აქ ვარ .- თავზე ხელი გადაუსვა როუზმა, შემდეგ შუბლზე აკოცა და რომ შემობრუნდა კარებზე მიყუდებული ჯინი დაინახა.
ბიჭი ღიმილით დაიძრა მისკენ.

𝙲𝚕𝚘𝚜𝚎 𝚝𝚘 𝚈𝚘𝚞  ( დასრულებული)Where stories live. Discover now