მოულოდნელი საჩუქარი

1.4K 129 32
                                    

აირინი:

წარმოიდგინეთ სამეგობრო წრეში ამბობთ,რომ სახლში ჯეონ ჯუგქუქი შემოგივარდათ, არ ვიცი თქვენებს რა რეაქცია ექნებოდათ მაგრამ ჩემებმა ხარხარი ატეხეს, უფრო ხმამაღლა კი მაშინ ახარხარდნენ როცა ავტოგრაფი ვაჩვენე, შერცხვენილი ვიყავი და გულში ვამბობდი,ჯანდაბას შენი თავი ჯეონ ჯუნგქუქ სხვების დასაცინი რომ გამხადეთქო.

და აი მაშინ როცა ჩემმა საუკეთესო მეგობარმა ყვირილით ატეხა, მივხვდი რომ ის მთელ ჩემ სამეგობრო წრეს ერთად აღებულს მერჩივნა, მაშინ კი როცა გამოვუცხადე შეგიძლია ავტოგრაფი დაიტოვოთქო, ისე მიიღო ეჭვის არ შეპარვია რომ შეიძება ყალბი ყოფილიყო.

ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და ბოლოს ორივემ ერთხმად ვაღიარეთ რომ ის იმაზე ეგოისტი პიროვნება აღმოჩნდა ვიდრე წარმოგვედგინა.

- მერჩივნა ჰოსოკის ყოფილიყო მაგრამ,ამასაც ავიღებ,- მითხრა მან და ჩანთაში ჩაიტენა.


ხანდახან შენი ცხოვრება იმდენად ერთფეროვანია რომ უბრალოდ გინდა ყველაზე ახლოს მყოფი ხიდიდან გადაეშვა, მაგრამ ასე შანს კარგავ, შანს რომ ყველაფერი უკეთესობისაკენ შეცვალო.

ყოველ დღე ერთი და იგივეს აკეთებ, დილით ერთი და იმავე დროს იღვიძებ, სამსახურში მიდიხარ შემდეგ ისევ უკან ბრუნდები და გზაში ავტობუსიდან ათვალიერებ იმ გზას რომლის ყოველი წერტილიც ზეპირად იცი, ცდილობ სახლამდე თავი რაიმით გაირთო და ხალხზე დაკვირვებას იწყებ, მაგალითად ჩემ წინ მჯდომი მოხუცი ქალი ორი გაჩერების იქით ჩამოვა, მაგრამ მანამდე მძღოლს გამოკითხავს თავისი ცოლის კარენის და მისი ფეხმძიმობის ამბავს.

წყვილი რომელიც ჩემს გვერდით ზის, ერთი შეხედვით ბედნიერად გამოიყურება მაგრამ სიმართლე ის არის რომ ხვალ ეს ბიჭი სრულიად სხვა გოგოსთან ერთად ამოვა, ასე იცვლის მეწყვილეებს ყოველ დღე.

𝙲𝚕𝚘𝚜𝚎 𝚝𝚘 𝚈𝚘𝚞  ( დასრულებული)Where stories live. Discover now