თავი მოაჩვენე თითქოს ერთად ვართ

1.1K 120 23
                                    

ფერდაკარგული ვიჯექი დივანზე ჩუნგქუქის გვერდით რომელიც რატომღაც სულ არ იწუხებდა თავს ნერვიულობით, დედაჩემი ამ უდარდელ ბიჭს აშტერდებოდა, ჯერ მე შემომხედავდა მერე ჯუნგქუქს და ვერ ვხდები ის უკვირდა რომ სახლში ბიჭი ამოვიყვანე თუ ასეთი ბიჭი რომ ამოვიყვანე. 

– ახსნა განმარტებას ვითხოვ.

– დედა მე..

– ქალბატონო...– ჯუნგქუქი გაჩერდა, უცდიდა დედაჩემი თავის სახელს როდის ეტყოდა.

– კეიკო,– უთხრა დედაჩემმა,თან ისე რომ წარბები არ ჩამოუწევია. 

– ქალბატონო კეიკო, ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ.– თან თავისი იდეალური ღიმილი შეანათა იმ იმედით რომ ქალი ცოტას დამშვიდდებოდა და ამას ელოდა, მისი ღიმილი ხომ ყოველთვის ჭრიდა. 

– ჩემ შვილთან ერთად, მის ოთახში იატაკზე ნახევრად შიშველი იყავი ჩახუტებული და მაშინ რა უნდა ვიფიქრო მითხარი და ვიფიქრებ.

– დედა მომისმინე, საქმე იმაშია რომ გუშინ ჯუნგქუქი კინოს საყურებლად დარჩა.

– დებილი გგონივარ? – უარესად გაბრაზდა. – შენგან ამას ნამდვილად არ მოველოდი.

– მისმინეთ მის კეიკო, აირინი უკვე დიდია იმისთვის რომ სახლში ბიჭები ამოიყვნოს და...– დედაჩემმა ჯუნგქუქს ისეთი მკაცრი მზერა ესროლა რომ ბიჭს მთელს ტანში გააჟრჟოლა. 

– საქმე ბიჭის ამოყვანაში კი არ არის? არამედ იმაში რომ შეყვარებული ყავდა და დამიმალა. 

მე და ჯუნგქუქმა ერთმანეთს გადავხედეთ, დედაჩემი ყოველთვის მეწუწუნებოდა იმაზე რომ შეყვარებული გამეჩინა, ამიტომ ახლა ერთდროულად ცბიერმა და სულელურმა გეგმამ გამიარა გონებაში, თვალები გამიბრწყინდა და დედაჩემს ამაყად მივუგე:

– მაპატე ამდენ ხანს,რომ ვერ გითხარი,უბრალოდ მინდოდა ეს ამბავი პირადად გაგეო და არა ტელეფონით. – ვიგრძენი ზურგს უკან ჯუნგქუქის მწველი მზერა,თუმცა ეს არ მანაღვლებდა, ახლა იმაზე ვფიქრობდი თუ როგორ აღარ მომიწევდა დედაჩემის ოცდაოთხ საათიანი ლექციის მოსმენა საკუთარ მომავლზე. 

𝙲𝚕𝚘𝚜𝚎 𝚝𝚘 𝚈𝚘𝚞  ( დასრულებული)Where stories live. Discover now