ჯენი

1K 119 22
                                    

სახლში წარმოუდგენელი სიჩუმე იყო და ეს უფრო მძაფრავდა, ისე მძიმედ მივაბიჯებდი გეგონებოდათ ორას ტონიანი ლოდი მაწვა ბეჭებზეო, დედაჩემის ხმა მომესმა მისაღები ოთხადან.

მამინაცვალი როგორც ყოველთვის სავარძელში იჯდა, დედა მის წინ ტელევიზორს უყურებდა და რომ დამინახა ფეხზე წამოხტა, ჩემს გვერდით არავინ რომ დაინახა მკითხა:

- ჯუნგქუქი სად არის? - აი მაშინ მომაქცია,პირველად ყურადღება მან, გაზეთი ჩამოწია და ცალი თვალით გადმომხედა. 

- ის...- კიბეებზე კაკუნი გაისმა და ოთახში ჯენი შემოვარდა. მაჯებში მეცა და მომაძახა.

- როგორ ხარ დაიკო?! მომენატრე. 

-კარგად მადლობა,შენ როგორ ხარ? 

- რავი,ხომ იცი მოდელობა დამღლელია. - უხერხულად გავუღიმე.- მართლა ჯუნგქუქი ვინ არის? 

- ჯუნგქუქი აირინის შეყვარებულია,- მიახალა დედამ ამაყად და გული დამწყდა ეს სიხარული ცოტა ხანსი რომ უნდა გამექრო. 

- მართლა? როგორც იქნა შეყვარებული გაიჩინე? სად არის? მოვა? 

- იცით...- მორჩა ახლა ყველაფერს ვიტყოდი, იქნებ მეთქვა და სახლიდან გავქცეული ყავი?ან ქალაქიდან და მანამ არ ჩამოვსულიყავი სანამ ყველაფერი არ დაავიწყდებოდათ. 

კარზე ზარი გაისმა. 

- ოჰ ალბათ ჯუნგქუქია,- დაიძახა დედაჩემმა და კარებისკენ წავიდა. 

მშვიდად ვიდექი,ვიცოდი ჯუნგქუქი არ იქნებოდა თუმცა ახლა დრო მაინც მქონდა გონებაში სათქმელი დამელაგებინა. 

- ოჰ შემოდი საყვარელო,ახლა გახსენებდით,-გავიგე ხმა და გავფითრდი როცა ფეხის ნაბიჯები შემომესმა. არ რა ჯანდაბას აკეთებდა?  

- გამარჯობა,-შავებში ჩაცმული, იდეალური ღიმილით შემოაბიჯა ოთახში, მამინაცვალს და ჯენის გაუღიმა და შემდეგ მე გადმომედა, გაფითრებული სახე უარესად გამიფითრდა როცა თვალი ჩამიკრა. 

𝙲𝚕𝚘𝚜𝚎 𝚝𝚘 𝚈𝚘𝚞  ( დასრულებული)Where stories live. Discover now