მოლოდინი

1K 107 13
                                    

რამდენი ხანი გავიდა? ერთი დღე თუ ორი? ან იქნებ ერთი კვირაც, რამდენი ხანი ვცდილობდი მასთან დაკავშირებას მაგრამ ამაოდ,პირველი ორი დღე ვფიქრობდი მიწამ ხოარ ჩაყლაპათქო მაგრამ მესამე დღეს გადაცემაში ვნახე და შემდეგი კვირა მასზე მხოლოდ მედია საშუალებებიდან ვიგებდი ამბებს, ბოლოს საშინლად დამრალა ლოდინმა და რადგან ვიცოდი რომ კარგად იყო უბრალოდ გულ ნატკენმა და საშინლად გაბრაზებულმა ლოდინს თავი დავანებე.

თავიდან ღამეები არ ვიძნებდი,ვფიქრობდი აი აი წუთი წუთზე ადგება და კარებს შემოაღებს მეთქი მაგრამ სულ ტყუილად, ის არ მოდიოდა, არც მწერდა და საერთოდ ჩემი ცხოვრებიდან სრულიად გაუჩინარდა.

ორი კვირის შემდეგ როცა სამსახურიდან გონება გაფანტულობის გამო სახლში გამომიშვეს და მთხოვეს რამოდენიმე დღე დამესვენა, მივხვდი რომ არ მქონდა დრო იმ ადამიანისთვის მეფიქრა რომელიც სიტყვის უთქმელად გაუჩინარდა.

ერთი თვის შემდეგ,მისი გადმოსახედიდან ყურება გადავწყვიტე, ვცდილობდი გამეგო მისი ასე წასვლის მიზეზი და საბოლოოდ როცა მეგონა რომ გავიგე, აღმოჩნდებოდა და ვერაფერი გამეგო, ის თუ რატომ გადაწყვიტა ჩემი ცხოვრებიდან საკუთარი თავის ამოშლა ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩებოდა.

ორი თვის შემდეგ,წერილი მივიღე, ზუსტად ისეთივე ბარათი იყო როგორიც პირველად გამომიგზავნდა, ნახევარ საათიანი უაზრო, ტირილის შემდეგ როგორც იქნა მეყო გამბედაობა, რომ წერილი გამეხსნა.

ძვირფასო აირინ,მწერდა ის

მაპატიე რომ ასეთი ლაჩარი აღმოვჩნდი,მაპატიე რომ იმედები ვერ გაგიმართლე,მაპატიე რომ ჩვენი ურთიერთობა ასე უბრალოდ გავწყვიტე. 

ვიცი ეგოისტი გგონივარ,მაგრამ ჩემს ცხოვრებაში პირველად არ ვიქცევი ეგოისტურად, მე შენ დაგტოვე არა ჩემი თავის გამო,არამედ შენს გამო, შენ ნამდვილი ურთიერთობა გჭირდება მე კი ამას ვერასოდეს მოგცემ, მე არასდროს შემეძლება შენთან ერთად ბაღში ვიარო,ვჭამოთ ნაყიდი და ვისაუბროთ ათას სისულელზე,ხელიჩაკიდებულებმა. 

𝙲𝚕𝚘𝚜𝚎 𝚝𝚘 𝚈𝚘𝚞  ( დასრულებული)Where stories live. Discover now