თავი 7

357 44 0
                                    

თვალები ნელა გავახილე როცა ვიღაცის მზერა ვიგრძენი, ვინ იქნებოდა ეს თუ არა ჩემი ბაჭია..

-დიდი ხანია ასე მიყურებ?-ვკითხე და თმაზე შევახე ხელი. ნაზად გამიღიმა და კოცნა მაჩუქა..-ბაჭია ეს პასუხი არ არის..

-ჩუუუ ჯეი.. მინდა ამ იდეალური მომენტით დავტკბე კარგი?-ტუჩებზე თითები მომადო.. უეცრად გაწითლდა და ჩემს მხარში ჩაიმალა..

-რა მოხდა პატარავ?

-არაფერი.. თავს უხერხულად ვგრძნობ.. ახლა წასვლა მომიწევს?

-ჰეიიი არც იფიქრო.. არ გაბედო ჩემგან წასვლა გასაგებია? ეგოისტურად ჟღერს მაგრამ მინდა შენს ცხოვრებაში ერთადერთი კაცი ვიყო ვისაც ასეთი თვალებით უყურებ.

-კარგი მაგრამ შენზე შეხედვა მაინც მრცხვენია..-მითხრა თავი უფრო ჩაღუნა.. უცებ თავში იდეა მომივიდა თვალები დავხუჭე და სწრაფად სუნთქვა დავიწყე თან ხელები ყურზე ავიფარე.. მოკლედ შეტევა გავითამაშე , დამაჯერებელი ვიყავი..ვიგრძენი რომ სწრაფად წამოიწია და საბანი გადამხადა.. მიუხედავად იმისა რომ წელზემოთ შშველიც საკმარისი ვიყავი ბოლომდე გადამხადა.. სირცხვილი სულ დაავიწყდა და ჩემს მუცელს შეხება დაუწყო , ტუჩები გავილოკე..

-ღმერთო ჩემო ჯეი არ შეგარჩენ-თქვა გაბრაზებული ხმით , ცალი თვალი გავახილე და საკუთარ სხეულს დავხედე, ემიმ ჩემს მზერას თვალი გააყოლა. გაიაზრა რაც გააკეთა და სასწრაფოდ საბანი გადამაფარა.. ასეთი საყვარელი როგორ არის?

სახე სერიოზული ჰქონდა თვალები ცრემლით სავსე.. აი ის არაპროგნოზირებადი გოგონაც დაბრუნდა..

-ემი რა დაგემართა?-მისკენ ხელი გავწიე, ხელი შევახე და კანკალი დაიწყო.-ყველაფერი რიგზე გაქვს?

-ჰო.... შეიძლება ავდგე? აბაზანაში მინდა....

-რათქმაუნდა.. არ ხარ ვალდებული მკითხო მაგრამ არ მეტყვი რა მოგივიდა?

-ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ-თვალიდან ცრემლი გადმოუვარდა.. თვალი გავაყოლე, აბაზანაში შევიდა და წყალი მოუშვა.. წყლის ხმის მიუხედავად მესმოდა როგორ ტიროდა... მსხვრევის ხმა გავიგე სწრაფად ავდექი შარვალი ჩავიცვი და აბაზანისკენ გავიქეცი.. კარი ჩაკეტილი იყო..-ჯეი არ შემოხვიდე.

don't leave me jay(დასრულებული)Where stories live. Discover now