- მომშორდი შე გარყვნილო! - ჩაიბურტყუნა ჯონგინმა და მეგობარს ხელი ჰკრა, შემდეგ კიონგსუს შეხედა იმ იმედით, რომ მას არაფერი გაუგია. მართლაც, დიო მხოლოდ მასწავლებელს უსმენდა და ბიჭებს ყურადღებას არ აქცევდა.

- ... ახლა კარვები დადგით და ცოტა დაისვენეთ, შემდეგ კი ყველას სადილზე გელოდებით. საჭმლის მომზადებაში ვისაც დახმარება სურს, სამი საათის შემდეგ შემომიერთდით. - აგრძელებდა მასწავლებელი.

- წავედით, - დაუძახა ჯონგინმა კიონგსუს და ბიჭები გაემართნენ საუკეთესო ადგილის ამოსარჩევად, სადაც კარავს დადგამდნენ.

ეს ალბათ საუკეთესო დღე იყო ჯონგინის სიცოცხლეში. ისინი ხუმრობდნენ, იცინოდნენ და ერთობოდნენ, სანამ თავის კარავს დგამდნენ. შემდეგ ასეთივე მხიარულებით დადგეს სეჰუნისა და მისი კლასელის კარავი. სეჰუნი ცოტა ნაწყენი იყო ჯონგინზე, რადგან მისგან მოშორებით მოუწევდა ძილი, მაგრამ ამ მხიარულებაში მალევე გადაავიწყდა წყენა.

სანამ სეჰუნი მოუხერხებელ გოგონებს ეხმარებოდა იმავე საქმიანობაში, კიონგსუმ და ჯონგინმა გადაწყვიტეს სადილის მომზადებაში მიეღოთ მონაწილეობა. კიმი ონკანისკენ გააგდეს და ბრინჯის გარეცხვა დაავალეს, რის გამოც მან ცოტა მოიწყინა, მაგრამ დიო ხშირად მიირბენდა ხოლმე მასთან და ესაუბრებოდა, სანამ უკან არ დაუძახებდნენ.

როგორც აღმოჩნდა, კიონგსუს ბევრი რამ ესმოდა კულინარიაში და ამიტომაც კლასელებმა მას შეფ-მზარეული შეარქვეს. კიონგსუმ ჯონგინს გაუმხილა, რომ მომავალში მართლაც მზარეული უნდოდა გამხდარიყო. ონკანთან მდგომმა კიმმა შეამჩნია, რომ ყოველთვის მარტოსულ დიოსთან კლასელებმა ახლა საუბარი დაიწყეს, რაც ერთი მხრივ ახარებდა ჯონგინს, მაგრამ მეორე მხრივ ცოტას აეჭვიანებდა კიდეც.

სადილის მომზადებაში ცოტა ბავშვი იღებდა მონაწილეობას და ამასთან ერთად, ჯონგინმა როგორღაც ნახევარი კილო ხორცის გაფუჭება მოახერხა, რის გამოც ბავშვებმა სადილობა ისეთ დროს დაასრულეს, რომ უკვე ვახშმის მომზადების დრო იყო.

ფაილი ცარიელია / File is emptyWhere stories live. Discover now