20.

482 28 7
                                    

ელენა როგორც იქნა ხელიდან დაუსხლტა კაის. სახლში მიდიოდა თან ღიმილი გადაფენოდა სახეზე, ასეთი ბედნიერი ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა, მართალია რომ ამბობენ “სიყვარული ადამიანს სალამაზებსო„  ელენა ახლა ბევრად უფრო ლამაზია, არა ფიზიკურად არამედ შინაგანად. მისი სულიდან მოდის ის სილამაზე რომელიც მას ამდენი ხანია აკლდა. ოჯახის დაღუპვის შემდეგ ელენას რაღაც ნაწილი მოკვდა, თითქოს მისი ნახევარი მშობლებთან ერთად დამარხა, მაგრამ კაიმ შეძლო და ის დაკარგული ნაწილი თავისით შეუვსო.

ელენამ სახლამდე ფეხით გაისეირნა,  ირგვლივ სიო ქროდა და გაშლილ თმებს უფრიალებდა. სახლში მისვლა არ უნდოდა, ეხლა მხოლოდ კაისთან ყოფნა სჭირდებოდა, ტუჩების შეხება... მას კაი მთელი გულით უყვარს, უნდა  ეს უთხრას მაგრამ ეშინია...ეშინია რადგან მან თითქმის ყველა საყვარელი ადამიანი დაკარგა, კაის დაკარგვას კი ვეღარ გადაიტანს.

სახლს მიუახლოვდა როცა ანა დაინახა, ის კარს კეტავდა და გარეთ გამორბოდა, როცა ელენა დაინახა შეშფოთები სახით მიირბინა მასთან.

— გოგო შენ ნორმალური ხარ?

ელენა ძალიან გაკვირვებული იყო, ვერ მიხვა რა დაემართა ანას.

— რა ხდება?

— რა რა ხდება, კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. ტელეფონი სად გაქვს? მილიონჯერ დაგირეკე.

— ანა რა პანიკაში ხარ.

— არა უნდა ვიყო პანიკაში, შუა ღამისას სახლიდან გადიხარ და დილამდე არ ბრუნდები, ტელეფონზე არ მპასუხობ, უცხო ქალაქში, ათასი საბრთხე და კიდევ მე ნუ ვარ პანიკაში...

ელენამ დაინახა რომ ანა უფრო და უფრო ძნელად სუნთქავდა, სრულ ისტერიკაში იყო. ელენა ანას ძლიერად ჩაეხუტა, ამან ცოტა დაამშვიდა.

— გთხოვ ასე აღარ მოიქცე...

— გპირდები ამას აღარ გავიმეორებ, ახლა კი სახლში შევიდეთ უამრავი რაღაც მაქვს მოსაყოლი. 

მაფიოზის რჩეულიWhere stories live. Discover now