3

674 34 3
                                    

ელენას მთელი ღამე არ ეძინა. თავს საშინლად მარტოსულად გრძნობდა. რა იქნებოდა პირველივე დღეს რომ არ გახვეულიყო შარში, იმ ბიჭზე ფიქრი არ ასვენებდა, ვინ იყო? რატომ არ ეშინოდა პოლიციის? რას ნიშნავდა სიტყვები “კიდევ შევხვდებით პატარავ„ ეს სიტყვები აშინებდა, ვარაუდობდა რომ ეს მუქარა იყო. ტვინში ათასი ფიქრი ერთმანეთში ერეოდა. გული ნელ-ნელა უფეთქავდა, მაგრამ შიშის წყალობით რამოდენიმეჯერ ისე აუძგერდებოდა, რომ ელენას სუნთქვა ეკვრებოდა. ზოგადად ასეთი მშიშარა არ იყო, მაშინ რა მოხდა დღეს? კითხვაზე პასუხი იცოდა, მაგრამ ერჩივნა თავი გაესულელებინა, ოღონდ რეალობისთვის თავი აერიდებინა. ის მარტო იყო... არავინ იყო მისი პატრონის, ვერავის დაუძახებდა საშველად, ვერავის მხარზე ვერ აქვინდებოდა. სიმარტოვე... ყველაზე დიდი უბსკრულია რომელში ჩავარდნა არ ღირს!

მთელი ღამე ფიქრობდა, თვალი წამითაც არ მოუხუჭავს. მოუთმენალად ელოდებოდა 8 საათს, რათა გარეთ, სამსახურის საძებნელად გასულიყო.
თითქოს საუკუნე გავიდა მაგრამ 8 საათი არ დადგა, ჯერ მხოლოდ 6 იყო, მზე ნელ-ნელა ამოდიოდა, მისი სხივები კი დედმაიწას აბრჭყვიალებდა. ელენას გულმა არ მოუთმინა და გარეთ გავიდა. ყველაფერი ცარიელი იყო, კაფეებში  სადაც მომხმარებლების რიგები იდგა, ერთი სკამიც არ იყო დაკავებული. ქუჩებში სადაც მანქანების ხმა ადამიანების ხმას ფარავდა ბუზის გაფრენაც კი ისმოდა.

8 საათამდე დაბოდიალობდა ელენა ლოს-ანჯელესის ქუჩებში. პარკიდან კარკში, კაფედან კაფეში და ქუჩებიდან ქუჩებში.

და როცა 8 საათს გადაცდა ყველაფერი ერთდროულად ახმაურდა. ქუჩები იქევ აახმაურა მანქანების მოძრაობამ, კაფეები ისევ შეივსო ხალხით და ბუზის გაფრენა კი არა, ელენას საკუთარი ხმის გაგებაც კი გაუჭირდა.

დაიწყო მაღაზიების, კაფეების, სასტუმროების და რესტორნების შემოვლა იმის იმედით რომ სამსახურს იპოვნიდა. “უკაცრავდ რაიმე ვაკანსია ხომ არ გაქვთ?„  2 საათამდე უწევდა ამ სიტყვების თქმა, მაგრამ პასუხი ყოველთვის უარი იყო.

მაფიოზის რჩეულიWhere stories live. Discover now