17.

510 38 1
                                    

ამ წინადადებამ ელენაში ძალიან დიდი სიბრაზე გამოიწვია. როგორ გაბედა საერთოდ და მსგავსი რამე როგორ უთხრა?! როგორ თუ მისი საკუთრებაა... “ვინ არის კაი პარკერი ვინ არის რომ ასე რომ მელაპარაკება„

კაი ეგოისტია, მესაკუთრე, ყველაფერს ძვირფასი თავისთვის უნდა... ამის მერე გინდა ვთქვათ რომ სერიოზულად უყურებს ან შეხედავს ვინმეს?

მაგრამ... იქნება ხდება სასწაულებიც.  "არასდროს თქვა არასდროს" ძალიან კარგი ფრაზაა არ მეთანხმებით? შეუძლია მთელი ცხოვრება ამოყირავს რადგან ამ ცხოვრებაში შეუძლებელი თითქმის არაფერია... ადამიანები იცვლებიან, იცვლებიან უკეთესობისკენ ან უარესობისკენ. 

იქნებ მოხდეს ეს... იქნებ შეიცვალოს კაი... იქნებ მასში ელენამ შეძლოს ცუდი ჩვევების ჩაკვლა.  შეიძლება ელენა ის გასაღები აღმოჩნდეს, რომელიც კაის ჩაკეტილ გულს აღებს.

— აღარ გაბედო მსგავსი რამის თქმა! მე არავის არ ვეკუთვნი მითუმეტეს კი შენ!

კბილებში გამოსცრა ელენამ და კაის თვალებში შეატყდა.

— ეხლა კი ხელი გამიშვი სამუშაო მაქვს!

— ნუ მეკაპასები მეთქი და ნუ უწევ ტონს ჩემ წინაშე! არ დაგავიწყდეს ვის ელაპარაკები გახსოვდეს რომ მე კაი პარკერი ვარ და ჩემს წინაშე მთელი მსოფლიოსლ უძლურია.

— ეხლა მე შემომხედე ვინ ვარ... შეიძლება უბრალო, ნაზი გოგო გგონივარ, მაგრამ ხომ იცი საჭირო მომენტში რისი გაკეთებაც შემიძლია ეს არ დაგავიწყდეს!

კაის გაეცინა. პირველად მოხდა ისეთი შემთხვევა, ვიღაცამ მას წინააღმდეგობა გაუწია... არ მისცა  მისით თამაშის უფლება.

“ვინ არის ეს გოგო„ ეს კითხვა არასვენებდა კაის. ამხელა წინააღმდეგობა, მასში უფრო დიდ ინტერეს იწვევდა, ადრე ყველაფერი მისთვის მარტივად მისაწვდომი  იყო მაგრამ ეხლა... ამხელა წინააღმდეგობა მისთვის ძალიან უცხო იყო.

მაფიოზის რჩეულიWhere stories live. Discover now