19.

468 27 8
                                    

ირგვლივ სიბნელე იყო, წყვდიადი... მაგრამ წყვდიადს თავისი სინათლით ორი საოცრად შეყვარებული ადამიანი ანათებდა... ისინი ერთმანეთს ძალიან შეეფერებიან. როგორც ინი და იანი ერთი შავია და ბოროტებას განაგებს მეორე თეთრია და მთელს ქვეყანაზე სიკეთეს ანაწილებს. კაის გული შავია, ელენასი კი თეთრი... მზეც ნათელია მთვარე კი ბნელი ერთად კი განთიადს ქმნიან.

კაი ელენას მთელი ვნებით კოცნიდა მათი ტუჩები ერთმანეთს ერწყმოდნენ... მისი ყოველი ამბორი ელენას ჟრუანტელს გვრიდა. "არსებობს კი ამაზე დიდი ბედნიერება„ ფიქრობდა ელენა ყველაფერს იფიქრებდა გარდა ამისა, ანდა როგორ უნდა ეფიქრა, რომ ლოს-ანჯელესში ჩამოსვლისას მაფიოზის რჩეული გახდებოდა ცოტა არ იყოს ეს აშინებს მაგრამ ამ შიში უფრო ბევრი ვნება...

ელენამ როგორც იქნა აღიარა, რომ კაი სიგიჟემდე უყვარს, ადრე ოცნებობდა რომ კაის თავი დაანებებინა, კიდევ კარგი ეს არ მოხდა, რადგან ეს ელენასთვის არა ოცნება არამედ წყევლა აღმოჩნდებოდა.

"განა შეიძლება ადამიანი ასე გიყვარდეს„ ელენას ეგონა რომ ცხოვრების ბოლომდე ისეთ მამაკაცს ვერ პოვიდა რომელიც მის გულს გაალღვობდა, მაგრამ ცხოვრების ხიბლიც ხომ სწორედ იმაშია რომ არასდროს ვიცით წინ რა გველოდება...

- არა არა ეს არასწორია!

დაუფიქრებლად დაიყვირა ელენამ.

- კარგი ერთი... შენი ტუჩები სხვა რამეს ამბობს...

კვლავ საკოცნელად წავიდა.

- არა მე შენ არ გიცნობ... მაინცდამაინც სასიამოვნო ურთიერთობა არ გვაქვს თან...

- რა თან?

წარბი აწია კაიმ.

- თან სახლში გოგო გელოდება... უხერხულია.

ელენა ვერ მალავდა თავის ეჭვიანობას.

- ეჭვიანობ არა?!

- აა... რა სისულელეა...მჰ... უბრალოდ...

ელენას ენა საშინლად ებმოდა და საჭირო სიტყვებს ვერ პოულობდა.

მაფიოზის რჩეულიWhere stories live. Discover now