7.

612 26 13
                                    


— ვინმეს ეძებ ლამაზო?

ამ სიტყვების გაგონებაზე ელენა გაშეშდა. კარგად იცოდა ეს ხმა ვისაც ეკუთნოდა.

— საყვარელო ბოლოს რომ გნახე ძედმეტად ენაგრძელი იყავი და ეხლა რა მოხდა?!

ელენა ვალდებული იყო ხმა ამოეღო, მაგრამ თითქოს ხმა აღარ ქონდა...

— მგონი მივხვდი რაშიც არის საქმე შეგაშინე არა?!

კაის ცინიზმი ელენას სისხლს უდუღებდა.

— შენნაირი არამზადები ვერასდროს შემაშინებენ!

როგორც იქნა ელენამ ხმა ამოიღო. კაის მის წინადადებაზე კვლავ გაეცინა.

— აბა რატომ კანკალებ?

ელენას ნერვებზე თამაშს აგრძელებდა კაი. ძალიან კმაყოფილი იყო მისი მზაკვრული გეგმით. ელენას რეაქციით კმაყოფილი იყო, მაგრამ უფრო კმაყოფილი იქნება როცა ელენა მთავარ “სიურპრიზს„ ნახავს...

— უნდა წავიდე!

ტირილნარევი ხმით ქთვა ელენამ და კაის ხელიდან დაუსხლტა.

ელენამ სწრაფად ჩაირბინა კიბეები, მაგრამ ერთხელ მაინც რომ თვალი მოევლო დარბაზისთყველაფერს მიხვდებოდა, რადგან დარბაზში არცერთი სტუმართაგანი იყო, მხოლოდ კაი...

ელენა მთავარ გასასვლელს მიადგა და კარებს დაუწყო ბრახუნი, მაგრამ როცა მიხვდა რომ აზრი არ ქონდა, ყვირილი და დახმარების თხოვნა დაიწყო

— ტყუილად ცდილობ არაფერი გამოგივა, კარებები ჩაკეტილია. აქ კი მხოლოდ ჩვენ ვართ.

ელენა აკანკალდა, რადგან მის მიერ ნანახი ყველა ფილმი სადაც სიტყვები “აქ მხოლოდ ჩვენ ვართ„ იყო გამოყენებული, ყოველთვის საშინლად მთავრებოდა...

ელენა კვლავ აუყვა კიბეებს და სამეჯლისო დარბაზში შევიდა.

— რა თამაშს თამაშობ?!

დაიყვირა ელენამ. 

— ტონს დაუწიე ძვირფასო!

მაფიოზის რჩეულიWhere stories live. Discover now