2

1K 31 2
                                    

ეს ელენაა,

18 წლის გოგო რომელმაც მშობლები დაკარგა და ამხელა სამყაროში სულ მარტო დარჩა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

18 წლის გოგო რომელმაც მშობლები დაკარგა და ამხელა სამყაროში სულ მარტო დარჩა. ელენას მშობლები გადაჭარბებული სიჩქარის გამო ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ მის მერე ელენას სიჩქარის შიში აქვს. მაშინ როდესაც მისი თანატოლები ექსტრემალურ ატრაქციონებზე ერთობოდნენ, ელენა განმარტოებით იჯდა და ნერვიულად შესცქეროდა მათ.
გოგონას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, უამრავი ბიჭი ოცნებობდა მასთან ყოფნაზე, მაგრამ მხოლოდ ელენას ჩრდილის ღირსები გახდნენ. განა იმიტომ რომ ელენა ამპარტავანი იყო, არა პირიქით უბრალო და თავმდაბალი, მაგრამ ელენას გული ჩაკეტილი იყო და მისი გაღება კი ვერავინ შეძლო.

1 აგვისტო 2023.

- დეიდაა ჩემი ყურსასმენები ხომ არ გინახავს?

- ელენა აბაზანაში დაგრჩა.

ელენა ბარგს ალაგებდა, მას ბავშვობიდან გადაწყვეტილი ჰქონდა რომ როცა 18 წლის შესრულდებოდა უნდა დაეტოვებინა არიზონას შტატი და კალიფორნიაში კერძოდ ლოს ანჯელესში გადასულიყო. აი ამის დროც მოვიდა ელენა მიემგზავრება, ტოვებს მის ერთფეროვან ცხოვრებას და ახალი ცხოვრების დასაწყებად სრულიად უცხო ქალაქში მიდის.

- ელენა იქნებ კიდევ ცოტახანი დარჩე...

ცრემლებს ვერ იკავებს მისი გამზრდელი დეიდა.

- ვერა დეიდა, უნდა წავიდე.

- შვილო მოგაკელი რამე, ცივნიავს არ გაკარებდი , შენ კი მანიც მიდიხარ.

- დეიდა შენ რა შუაში ხარ? უბრალოდ მთელი ცხოვრებაა ამ დღეს ველოდები ხომ იცოდი რომ ერთ დღეს წავიდოდი, სულ შენს კალთაში ხომ ვერ ვიქნები.

მაფიოზის რჩეულიWhere stories live. Discover now