8.

659 41 19
                                    

ელენას ხელები ნელ-ნელა იღბება სისხლით. კაის სახე ტკივილისგან ეჭმუჭნება. ელენა გონს მოდის და უყრებს ხელს რომელშიც სისხლიანი დანა უჭირავს, შემდეგ კაის გახედა, ჭრილობიდან წამოსული სისხლის მეშვეობით კაის თეთრი პერანგი წითლად შეიღება.

ელენა ატირდა და საკუთარ თმებს გიჟივით ჩააფრინდა, კიოდა, მოთქვამდა.

— ელენა!

ბოლო ხმაზე იღრიალა კაიმ.  მისმა ხმამ ელენა ცოტა გამოაფხიზლა.

— გთხოვ მაპატიე... გევედრები მაპატიე.

— ელენა შემომხედე!

ელენამ მორიდებით გახედა კაის. კაის ერთი ხელი ჭრილობაზე ედო, მეორე კი ელენას მოადო სახეზე.

— ელენა ყურადღება მოიკრიბე. ადი მეორე სართულზე, იქ დაინახვ დიდ კარადას, გამოაღე და დიდი სამედიცინო ყუთი ჩამოიტანე.

ელენა სწრაფად წამოხტა ფეხზე და ყუთი ჩამოიტანა. 

— კაი მოდი საავადმყოფოში წაგიყან. 

ელენა ძალიან ნერვიულობდა, მის გამო ბიჭი ტკივილისგან იტანჯებოდა. 

— არ გაბედო!

ელენას ხმა ჩაუვარდა, ისე მკაცრად გააფრთხილა კაიმ. 

— კი მაგრამ სისხლი გდის.

— ელენა მაისური გამხადე!

ელენას თვალები შუბლზე აუვიდა.

— რა გაკვირვებული იყურები?

ელენა ფრთხილად შეეხო მაისურის ბოლოებს და ნელ-ნელა წამოწია. 
კაი ტკივილის მიუხედავდ მაინც კარგად გაერთო ელენას რეაქციებით.

როცა ელენამ კაის მაისური გახადა  ცოტა არ იყოს შოკში იყო, ვერც გაამტყუნებთ ძნელია ასეთი სურათის შემდეგ თავი გაიმტყუნო.

— ღმერთო...

— ნუ გეშინია ჭრილობა არც ისე ღრმაა, უბრალო ნაკაწრია იმასთან შედარებით რაც მიმიღია.

ელენას დასამშვიდებლად გაუღიმა... იქნებ მართლა არ არის ისეთი როგორიც ჩანს, რატომ ექცევა იმ ადამიანს ასე კარგად რომლისგანაც დამცირების მეტი არაფერი მიუღია?

მაფიოზის რჩეულიWhere stories live. Discover now