1

53 4 4
                                    

ყველა ერთმანეთში ირევა. საშინელი ხმაურია. უკვე თავს მატკიებს ეს ხალხი, მაგრამ მე რა შემიძლია? არც არაფერი, უნდა ვიჯდე ამ იდიოტებით გამოტენილ კლასში და ჩემს დაქალებს უნდა დაველოდო. მგონი დაგვიანებაც რაღაცა სახის ნიჭია.

ტელეფონი ჩავრთე და ჯერ საათს, შემდეგ კი ჩვენს ფოტოს დავაკვირდი.

ტელეფონი ჩავრთე და ჯერ საათს, შემდეგ კი ჩვენს ფოტოს დავაკვირდი

Йой! Нажаль, це зображення не відповідає нашим правилам. Щоб продовжити публікацію, будь ласка, видаліть його або завантажте інше.

შუაში ჰეიაა, მარჯვნივ სო, ხოლო მარცხნივ მე ვარ, იონი!

სწორედ მათ ველოდები. უეცრად სხეულზე ჩრდილები ვიგრძენი.

- აი თქვენც! - გაბრაზებით გადავულაპარაკე - ახლა რაღას მოიმიზეზებთ?!

- რას და...

სოს საუბარი ჰეიამ შეაწყვეტინა. კისერზე გადაეხვია და ხელი პირზე მიადო.

- არაფერს, ვიცით დავაშავეთ. გვაპატიე! - ღიმილით მეუბნება ჰეია.

- მერამდენედ შეიძლება. აი ამიტომ არ დავდივარ თქვენთან ერთად სკოლაში.

ისინი უხმოდ დასხდნენ ჩემს გვერდით და რვეულები ამოიღეს.

ზარი დაირეკა, ყველა მერხს მიუჯდა და დიდიხნის ნანატრი სიჩუმეც ჩამოწვა. მე თვალები დავხუჭე და სიჩუმით ტკბობა დავიწყე. კარის ხმა და ბავშვების ჩურჩული მაწუხებდა მხოლოდ.

თუმცა ვინ დამაცდიდა ჩემთვის ტკბობას? ორ ცივ ხელს ვგრძნობ ჩემს მკლავებზე, რომლებიც ძლიერად მებღაუჭებიან.

- მოდიან - სომ გადმომიჩურჩულა და კარისაკენ მინიშნა.

კლასში ორი პოპულარული ბიჭი, ჯონგუქი და ჯიმინი შემოვიდნენ, და თავიანთი მერხებისაკენ წავიდნენ. მათ მოსვლას ოვაციებიც მოჰყვა. ეს მაღიზიანებს, მართლა. ფლეიბოის იმიჯის მქონე ბიჭები რატომ მოსწონთ გოგოებს?!

my kind of perfectWhere stories live. Discover now