2

27 3 9
                                    

მზემ სხივები ოთახში შემოანათა, პირდაპირ სახეზე დამეცა და გამაღვიძა. ამინდი იდეალური იყო, ჩიტები საამოდ ჭიკჭიკებდნენ და მზეც ყველაფერს ათბობდა.

თუმცა, სიმშვიდემ დიდხანს არ გასტანა. ყვირილისა და შუშების მტვრევის ხმა შემომესმა. დედა და მამა... ისინი კვლავ ჩხუბობენ?! ისინი სულ ჩხუბობენ, თუმცა ჩემგან მალულად, მაგრამ ეს არ გამომპარვია. ახლა მათთან რომ ჩავიდე ბედნიერ სახეებს მიიღებენ და იდეალური ცოლ-ქმარის როლის მორგებას შეეცდებიან. მათ თითოეულ დაყვირებაზე ჩემი გული იხლიჩება. მე ისინი ყველაფერზე მეტად მიყვარან და არ მინდა, რომ დაშორდნენ.

გამახსენდა, რომ ხუთშაბათია და სკოლაში ვარ წასასვლელი. უხალისოდ წამოვდექი. აბაზანაში შევედი და ჩემს ანარეკლს მივაშტერდი. ემოციები არ მეხატებოდა სახეზე, გამიკვირდა. იქნებ იმიტომ, რომ მათ ჩხუბს მივეჩვიე?! იქნებ ყველაფერი კარგად იყოს, იქნებ ურთიერთობა დაალაგონ?

- ჰაჰ... იონ, ვის ატყუებ? შენს თავს? - ირონიულად დავიწყე სიცილი, რაც მანიაკურ სიცილში გადამეზარდა - ისინი ვეღარაფერს დაალაგებენ, ვერა! აუცილებლად დაშორდებიან. დიახ ქალბატონი ლი ჩვა და ბატონი ჯონ ბონგი დაშორდებიან, ეს ისედაც ნათელი და გარდაუვალია.

თვალებში ცრემლები ჩამიდგა და ავქვითინდი. შესაძლოა მხიარული და ამასთან ძლიერიც ვჩანვარ ხალხში, რაშიც ჩემი სხეულიც მიწყობს ხელს, ჩემი კუნთები და პრესი ყველას აშინებს, მაგრამ არავინ არ იცის ჩემს გულში რა ხდება, საშინლად მტკივა, საშინლად. ჩემთვის საყვარელი ადამიანები, დედა და მამა ერთმანეთს ვერ იტანენ... არავინ არ იცის, რომ ამ ღიმილს მიღმა საშინელი ტკივილი და ცრემლი იმალება...

ვაგვიანებ!

ცრემლები წყლით მოვიშორე, თმა სწრაფად ავიწიე და ოთახში გავვარდი. ჩემს გაუთავებულ უნიფორმას ხელი წავავლე და სწრაფად გადავიცვი. ჩემს მაგიდასთან მივირბინე, არცკი დავაკვირდი რას ვდებდი ჩანთაში, ყველაფერი ჩავყარე და მხარზე გადავიკიდე.
ყვირილი კვლავ არ ჩერდება, მე კი არ მინდა ჩემს გამო კვლავ დაიწყონ მსახიობობა. უხმოდ ჩავირბინე ხის თეთრი კიბე, ჩუმად მივუახლოვდი მისაღები ოთახის კარს და შევაღე. ორივე დადუმდა. ირგვლივ დამსხვრეულ ნივთებს უემოციოდ მოვავლე თვალი და მათ შევხედე. სახეზე ორივე აწითლებულიყო და დაბნეულად იყურებოდნენ, ალბათ ახლა, ახალ სცენარს იგონებენ, თუ როგორ ითამაშონ ბედნიერი წყვილის როლი. დედამ გაიღიმა, მაგრამ ხელის აქნევით შევაწყვეტინე.

my kind of perfectWhere stories live. Discover now