5

11 3 6
                                    

ღრმად ჩავისუნთქე და კარები შევაღე. უამრავი თვალი მომაჩერდა. დიახ, ორკვირიანი გაცდენის შემდეგ, სკოლამდეც მივაღწიე. წინ ჩემი დამრიგებელი, ქალბატონი ჯი შემომეგება.

- იონ, სად დაიკარგე? ყველაფერი რიგზეა? - ზურგზე ხელი ჩამომისვა.

- დიახ, უბრალოდ ოჯახური პეობლემაა, პატარა "დეპრესია" მჭირს - ორი თითი ორჯერ მოვხარე და გავუღიმე სანდომიან ქალბატონს.

- ყველაფერი კარგად იქნება, თუ რაიმე დაგჭირდება, მე აქ ვარ - გამიღიმა და დამტოვა.

დერეფანში უამრავი ადამიანი მოვიდა ჩემს მოსაკითხავად, მე კი რაც შეიძლება სწრაფად ვემშვიდობებოდი მათ. ისმოდა მათი ჩურჩულიც.
კიბეები ავიარე და ჩემი კლასის კარი შევაღე. სო და ჰეია წამოხტნენ და გაფითრებულები მეცნენ. მათ თეჰიონი, მერე ჯონგუქი და ჯიმინი მოჰყვნენ. კიდევ რამოდენიმე ბავშვიც მოვიდა.

- იონ, ყველაფერი რიგზე გაქვს? ნერვიულობით მოვკვდით ყველა - ჰეია ხელებში ჩამებღაუჭა.

- რამე მოხდა? - რატომღაც ჯიმინიც დაინტერესდა.

- შენ ვინ გკითხავს?! - სომ შეუღრინა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყურადღების მიპყრობა უნდოდა.

- გეტყვით, კარგი! - ძლივს ვთქვი და გავერიდე იქაურობას - ოღონდ მხოლოდ სო და ჰეია წამოვიდეს, დანარჩენებმა ისედაც იცით.

- გამოდის ჩვენ დაგვიმალე?! - სო გაბრაზებით მომიბრუნდა.

- მეც არ ვიცი არაფერი - ჯიმინი პატარა ბავშვივით დადგა და ხელი ხელს ჩაჰკიდა.

- შენ რატომ უნდა გითხრა?! - მასთან მივედი და შევუბღვირე.

- გთხოვთ, ჩვენც წამოვალთ - თქვა ჯონგუქმა და ბავშვივით დაიწყო ხტუნაობა.

მას ჯიმინი აჰყვა, ბოლოს თეჰიონიც და მეც დავთანხმდი. კაფეტერიაში წავედით, დრო კიდევ გვაქვს, ალბათ ნახევარი საათი საკმარისი იქნება. არ მესმის ამ ბიჭებს რატომ ვუყვები, მაგრამ... თუმცა მათ იციან უკვე, მხოლოდ ჯიმინი დარჩა.
მყუდრო ადგილას ჩამოვსხედით.

my kind of perfectWhere stories live. Discover now