⁃ შეიძლება?!

ელენა კლიენტის შეძახილმა გამოაფხიზლა, უეცრად მოსწყდა კაის თვალებს და ზურგი შეაგცია. ამ მოქმედებაზე კაის გაეცინა, მართალია შეუმჩნელად, მაგრამ ადამიანის ჩასაფრებული თვალისთვის ეს ისეთივე შესამჩნევი იყო როგორც თეთრ ფურცრლზე შავი ასოებია.

⁃ უკაცრავად!

კაიმ ელენას დაუძახა და ხელით ანიშნა რომ მასთან მისულიყო.

ამის გოგონებაზე ელენა გაჩერდა უნდოდა წასვლა მაგრამ ფეხები არ მორჩილებოდა, აღარ შეეძლო კაისთან ლაპარაკი, შეხევა, ძალიან განერვიულებული, გაბრაზებული, გულნატკენი იყო და რას ნიშნავდა ეს გრძნობა? რატომ გამოიწვია ამდენი გრძნობა ერთად ელენაში მხოლოდ კაიმ? რა იყო მაშინ ისეთი?

ის ჯოჯოხეთური ერთი კვირა რატომ არ იყო მისთვის დიდი პრობლემა და რატომ წითლდებოდა როცა ამ ღამეს იხსენებდა? რა ხდებოდა?ეს დამთხვევაა, სიბრალული თუ... თუ... ამაზე პასუხი არავის აქვს მხოლოდ ელენას გულმა იცის სიმართლე. ხომ გაგიგიათ: გული ადამიანს მართავს ხოლო გულს თავად ადამიანიო

ამბობენ თვალები სული სარკეაო ნეტავ ელენას შემთხვევაშიც ასე მარტივია ჩავიხედოთ მის თვალებში და ამოვიცნოთ ეს გრძნობა რასაც ის კაის მიმართ გრძნობს? არვიცი რა მოხდა... მაგრამ იქნებ დღემდე ხდება მსგავსი სასწაულები.

ელენა ყველა გრძნობას გულში იკლავდა, რადგან ეშინოდა... ეშინოდა რომ გულს ატკენდნენ. როგორ უნდა ენდო ისეთ ადამიანს რომელზეც მხოლოდ ცუდი იცი... "ის მკვლელია!" "ბოროტია!„ "რაიმეს დაგიშავებს!„

ელენამ შეძლო და საკუთარი თავი დაიმორჩილა. საკუთარ თავს ძალა დაატანა და კაისკენ დაიძრა.

- რას ინებებთ?

თავაუწევლად კითხა კაის.

- ერთი ვისკი... ლიმონით

კაის გაეცინა, ელენასაც ჩაეღმა შეუმჩნევლად. მგონი სიტუაცია მეორდება...

- ეხლავე...

მოკლედ მოუჭრა და შეკვეთის მოსატანად წავიდა. ზუსტად 10 წამში ელენა კაის მაგიდას დაუბრუნდა.

- თქვენი შეკვეთა...

კაის მოთმინება იწურებოდა, არ მოსწონდა ელენას დამოკიდებულება, ისე იქცეოდა თითქოს კაის არც არასდროს შეხვედრია. ელენამ კაის სასმელი მიაწოდა და უსიტყოდ მიტრიალდა, ამ მოქმედებამ უეცრად კაიში მოთმინების ყველა ძაფის ერთდროულად გაწყვეტა გამოიწვია. უეცრად კაი ელენას იდაყვზე ეცა და მასთან საოცრად ახლოს მიიზიდა.

- როდემდე აპირებ ასე მოქცევას?!

შეუბღვირა კაიმ.

- როგორგ მოქცევას.

არ დააკლო არც ელენამ.

- პატარავ ნუ მეთამაშები!

- მერამდენედ უნდა გითხრა რომ შენი "პატარა„ არ ვარ!

კაიმ ელენა კიდევ ახლოს მიიზიდა, მათ ტუჩებს ერთმანეთისგან მხოლოდ რამოდენი სანტიმეტრი აშორებდათ.

- ხელი გამიშვი! ყველა ჩვენ გვიყურებს!

- გვიყურონ, მაინც ყველამ იცის რომ მე მეკუთვნი!

მაფიოზის რჩეულიWhere stories live. Discover now