თავი მეთოთხმეტე: გარდაუალი?

67 17 1
                                    

- რა ჯანდაბაა! - იძაბება თეჰიონი, როდესაც რესტორნიდან ხმაური ესმის. - რომელი უზრდელი იქცევა ასე?! - გაბრაზებული გადის მისაღებში.

ირგვლივ ათობით მამაკაცია. შავებში ჩაცმული განგსტერები. რესტორნის ფანჯრები ჩამსხვრეულია, ხალხი პანიკაშია. თეჰიონი ხვდება საქმე რაშიცაა.
- ამის დედაც! - უკან, სამზარეულოში ბრუნდება და მის საყვარელ დანებს იმარჯვებს. წარმოდგენა არ აქვს ამ ხალხმა მისი ნამდვილი ვინაობა როგორ გაიგეს, მაგრამ აშკარად დარწმუნებულია რომ მაგარ შარშია.

- ნუთუ დიადი ვანთე დაიმალა? - საზიზღრად იცინის ერთ-ერთი.

- მხოლოდ შენს ოცნებებში. - ამბობს თეჰიონი და დანას უქანებს. მის პრინციპებში მკვლელობა არ შედის, ამიტომ დანა სახესთან საკმაოდ ახლოს მიფრინავს. - შემდეგს აღარ ავაცილებ. - ტუჩის კუთხეს ტეხს და დანარჩენ დანებს ხელებში ატრიალებს.

კაცი დამცინავად იღიმის და უფრო მიიწევს წინ.
- ყველამ კარგად იცის რომ ვანთე არ კლავს. შენს პრინციპებს გადააბიჯებ? - იწვევს.

- თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა. - კაცი მაინც არ უსმენს და ნელი ნაბიჯებით მიიწევს სამზარეულოსკენ. - ერთი ნაბიჯიც რომ გადმოდგა.. - შენი მუქარები არ მაშინებს. ხომ ხედავ, იარაღიც კი არ მაქვს. ასე ლაჩრულად შემომიტევ? ასე დაეცემი?! - სუსტ წერტილში ურტყამს. თეჰიონისთვის სიამაყე ყველაფერზე მეტია. - მორჩი სუსულელეს და დაგვნებდი. ბოსს შენთან დაუმთავრებელი საქმე აქვს.

- ვინ ჯანდაბაა შენი ბოსი. - თეჰიონმა იცის პასუხი. ის დაპირდა კიდეც რომ ასე მარტივად არ გაუშვებდა.

- ჯანდაბაო ამბობ? - კაცი გულიანად იცინის. - აიყვანეთ! - უეცრად სახე უსერიოზულდება და ბრძანებას გასცემს.

თეჰიონი დანას გაუცნობიერებლად ისვრის. დანა კაცს მარჯვენა თვალში ერჭობა. კაცო დაჭრილი მხეცივით ღრიალებს. - გეფიცები, მოგკლავ!

- ჯონგუკს შეატყობინე მომხდარზე, სემ! - ყვირის თეჰიონი ბოლო წამებში, როცა მტკივნეულად თიშავენ და მანქანაში ტენიან.

CRAVING 1260Where stories live. Discover now