თავი მეორე: ჩამქრალი სხივები

97 19 2
                                    

8 წლის წინ

ჯონგუკი დაიღალა.

დაიღალა
მუდმივად უკმაყოფილო მამით, გონებაშეზღუდული მეგობრებით, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან მასთან რომ მაგარი ტიპები გამოჩნდნენ. დაიღალა ქედმაღალი გოგოებით, რომლებსაც ის სურთ. დაიღალა სკოლით, საზიზღარი მასწავლებლებით, დაიღალა საკუთარი თავით და თავისი უძლურობით, რომ მამას ხმას ვერ უწევს და ვერ ეუბნება რომ არ უნდა. რომ უბრალოდ დასვენება უნდა. ის ყოველთვის ჩასძახის "დღევანდელ რეალობაში მხოლოდ ძლიერი გაიმარჯვებს. სუსტი კი მაშინვე მოკვდება. შენ ხომ არ ხარ სუსტი, ჯონგუკ?" დაიღალა გახრწნილი სამყაროთი, სადაც მზეც კი არ ჩუქნიდა შუქს და სითბოს.

"მეზიზღებით! მეზიზღებით თქვენ ყველა ! მთელი სამყარო ! წყეული პლანეტა . მეზიზღება რომ იდეალური უნდა ვიყო! მეზიზღება რომ არ შემიძლია დავეცე! მეზიზღება რომ არ გამაჩნია საკუთარი აზრი! მეზიზღება.. საკუთარი თავიც მთელი არსებით მეზიზღება.."

ჯონგუკი თვითონ ცხოვრებით დაიღალა და მზად იყო ამ წყეული სამყაროსთვის დასამშვიდობებლად, მაგრამ რაღაც აკავებდა ამ სამყაროში. რაღაც ან ვიღაც..

- ჰეი, შეიძლება შემოვიდე? - კარს პატარაზე ხსნიან.

- ცუდ ხასიათზე ვარ. არ მინდა რომ ნეგატივი შენზე გადმოვიტანო. აჯობებს წახვიდე, ჰიონ. - ბიჭი არ უსმენს, რაღაცას მხიარულად ღიღინებს და ჯონგუკის გვერდით ჯდება საწოლზე.

- არ გინდა მომიყვე რა მოხდა?

- ისევ ნერვები უნდა ამეწეწოს.

- დაიკიდე. ხომ იცი, მოსმენა კარგად შემიძლია. მითხარი და ამჯერადაც ერთად ვებრძოლოთ პრობლემებს.

- ხომ იცი, რომ მამაჩემი.. - მოიცადე! - აწყვეტინებს ბიჭი. - არ მომწონს ეს ადგილი. მოდი ახლა წავიდეთ ქუჩის რესტორანში, - ბიჭს თვალები ენთება და რესტორნის გაგონებაზე ეგრევე ნერწყვი ადგება, შემდეგ კი აგრძელებს. - მაგრად დავლიოთ, ტოკბოკი ვჭამოთ და ვაგინოთ ეგ ნაბიჭვარი. - ის იცინის. პირდაპირ პოზიტივს ასხივებს.

CRAVING 1260Where stories live. Discover now