თავი მეექვსე: სურვილი

89 24 12
                                    

შუაღამის ორი საათი იქნება, მაგრამ ჯიმინი ვერ ისვენებს.
ოთახში ბოლთას სცემს და ფიქრობს იმაზე თუ ვინ არის ჯონგუკი. თავში ფიქრები იმაზეც უელვებს, რომ შეიძლება ჯონი წარსულში მისი ყოფილიყო. ეს პირდაპირ აგიჟებს. უნდა დარწმუნდეს რომ ცდება. უნდა სჯეროდეს რომ ჯონი არ გახდება მისი სისუსტე, მაგრამ ვერაფრით აუხსნია ის ფაქტი, თუ რატომ ილტვის ასე ძლიერ მისკენ. არადა რეალურად ხომ იცის პასუხი. უბრალოდ აღიარება არ სურს.

საათს არც კი უყურებს და არც იმაზე ღელავს რომ ჯონი ადამიანია და შეიძლება ეძინოს, მაინც ურეკავს, არაფრის თქმის უფლებას არ აძლევს. ეუბნება რომ 10 წუთში მასთან იქნება და ტელეფონს უთიშავს.

*

როცა ჯონგუკს ტელეფონის ვიბრაცია ესმის აიგნორებს, რადგან ნომერი არ ეცნობა.

როცა ტელეფონი არ ჩერდება, მაინც წყვეტს რომ უპასუხოს.

ჯიმინის ხმის გაგონებას არ ელოდა და ოცდება. ბიჭი  დალაპარაკებას არ აცდის და საუბრის დასრულებისთანავე თიშავს ტელეფონს.

- ეს რა იყო..

მან მხოლოდ ის გაიგო რომ ჯიმინი მასთან მიდის. მაგრამ 10 წუთში? სასაცილოა. ნახევარი საათის გზა მაინცაა.

ჯონგუკს ტუჩის კუთხეში ეღიმება და მანამ არ სჯერა ჯიმინის სიტყვების, სანამ კარზე ზარის ხმა არ ესმის.

კარს აღებს და ზღურბლზე ჯიმინს ხედავს.

- მისმინე.. - ჯიმინს სათქმელი უწყდება, როცა ნახევრად შიშველ ჯონგუკს ხედავს. არა, სიტყვები მისი სხეულის ხილვაზე არ ეყლაპება, ის ადრეც უნახავს. ის ხედავს სისხლს, რომელიც ქვემოთ მიედინება. - რა ჯანდაბას აკეთებ, ჯეონ ჯონგუკ!? - უყვირის. სწრაფი ნაბიჯით შედის სახლში, საკუთარ მაისურს იხდის და ჯონს ჭრილობაზე ადებს.

- ჰეი, აუცილებელი არაა.. - ბლუყუნებს ჯონგუკი.

- ჭკუა დაკარგე?! იცი მაინც რას აკეთებდი? რომ არ მოვსულიყავი.. ჯანდაბა.. რა საზიზღარი ხარ.

CRAVING 1260Where stories live. Discover now