თავი მეოთხე: სისხლიანი მთვარე

79 21 2
                                    

ჯიმინი დარბაზში ბრუნდება იუნგის მოსაძებნად. თავადაც გაოგნებულია საკუთარი საქციელით. ის არ ყოფილა ჯიმინი. წამით მისმა სულმა სხეული დატოვა და ჯიმინის სხვა მხარე ჩასახლდა მასში. პაკს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რომ ოდესმე ადამიანის სისხლს გემოს გაუგებდა და მოეწონებოდა. ის მისკენ ილტვის.. ნომერი 1260 მისკენ ილტვის.. იმდენად ძლიერად რომ საკუთარ თავსაც ვერ აკონტროლებს.. მას სიგიჟემდე უნდა რომ უკან დაბრუნდეს და კვლავ იგემოს დიდებული სისხლის გემო, კვლავ გასინჯოს ის.. მაგრამ გრძნობს რომ მას ამაზე მეტი უნდა.. უნდა რომ აკოცოს, უნდა რომ ახლოს ჰყავდეს, უნდა რომ სულ ხედავდეს, უნდა რომ უსაფრთხოდ იყოს, უნდა რომ მხოლოდ მას გაუღიმოს, უნდა რომ მისი იყოს.. ეს დაუოკებელი ლტოლვა არ იცის როგორ ახსნას. საკუთარ თავს ვერ ცნობს.

ის გამწარებული დაეძებს იუნგის. მის მძაფრ სუნს მიყვება და რინგიდან მოშორებით პოულობს. ჯიმინის დანახვაზე ის მაშინვე ფეხზე დგება და მისკენ მირბის.

- ეი, რა მოგივიდა? თვალები გაგიწითლდა.. - თვალები მანამ არ წითლდება, სანამ სისხლს არ იგემებს.
დამპირებისთვის ეს საკმაოდ უჩვეულოა, ვამპირებისთვის კი ბუნებრივი. სისხლის სუნზეც კი ენთებათ თვალები უკონტროლო ვამპირებს.

- რა?

- ჯიმინ.. შენ რა.. - იუნგი ცხვირზე ხელს იკიდებს, რადგან მისგან სისხლის სუნს გრძნობს.

- ხო, იუნგს..

- გაგიჟდი?! აქამდე სისხლი არასდროს დაგილევია, ჭკუიდან გადახვედი?!

- არ ვიცი რა დამემართა, უეცრად ვუთხარი რომ თუ სისხლს გამასინჯებდა მასთან ვიბრძოლებდი.

- არა, არა, ნამდვილად შეიშალე. - იუნგის ხმა აკანკალდა. მან იცის რომ ჯიმინს არასდროს გასჩენია სისხლის წყურვილი და არასდროს ნდომებია ადამიანი.

- უცნაურ მიზიდულობას ვგრძნობ.. ეს ვერ იქნება ის რასაც ვფიქრობ, ხო?

CRAVING 1260Where stories live. Discover now