ელენა ტირილს არ წყვეტდა, კაიმ ათასჯერ სთხოვა არ იტიროო, მაგრამ ეს კიდევ უფრო აძლიერებდა მის ტკივილს.

— მაპატიე... მაპატიე არ მინდოდა...

ელენა თან ტიროდა და თან ჭრილობას ასუფთავებდა. კაის ტკივილი არ აწუხებდა, ან უბრალოდ კარგი მოთმინების უნარი ჰქონდა. 

— უნდა შეგიხვიო...

ელენამ კაის ცრემლიანი თვალებით შეხედა, შემდეგ ჩანთიდან ბამბა, სადეზინფექციო ხსნარი ამოიღო და კიდევ რაღაცის ძებნა დაიწყო.

— ო არა.

— რას ეძებ?

— გამაყუჩებელს, მაგრამ ვერ ვპოულობ.

— არაუშავს ავიტან!

— კი მაგრამ...

— ხომ გითხარი გავუძლებ!

კაი მოემზადა ძლიერი ტკივილისთვის და ელენას მზადყოფნის ნიშნად თავი დაუქნია.

— 1 2 3

და  ელენამ სპირტით გაჟღენთილი საფენი კაის ჭრილობაზე დაადო... კაი ტკივილისგან კინაღამ გაგიჟდა, რადგან ჭრილობა მისი ნათქვამის მიუხედავად საკმაოდ ღრმა იყო და სხვა შემთხვევებიდან განსხვავებით არც გამაყუჩებელი ჰქონდა მიღებული.

კაი ტკივილისგან კრუნჩხვებში ჩავარდა, ელენამ ვერაფერი იღონა, არ შეეძლო მისი ტკივის ასე ყურება, უეცრად გაახსენდა გადაცემაში მოსმენილი ფრაზები “როცა ადამიანი საშინელ ტკივილს ან ბრაზს გნიცდის, რაიმე ისეთი უნდა გავკეთოთ რაც მას შოკში ჩააგდებს: კოცნა, სახეში გარტყმა, ჩახუტება და ა.შ„

— კაი გთხოვ მოითმინე...

კაი საშინელ დღეში იყო, ელენამ თავისი პრინციპები ფეხებზე დაიკიდა და კაის აკოცა...

გაამართლა, კაი მთლიანად კოცნაზე გადაერთო და ტკივილს იმ რაოდენობით აღარ გრძნობდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

გაამართლა, კაი მთლიანად კოცნაზე გადაერთო და ტკივილს იმ რაოდენობით აღარ გრძნობდა.

ელენამ ჭრილობიდან საფენი აიღო და კაის მოშორდა.

— ეს რა იყო?

ვნებიანად კითხა ელენას კაიმ.

— აბა გერჩივნა ტკივილისგან მკვდარიყავი?

— მარგამ...

— თუ შეიძლება მაცადე მუშაობა.

მოკლედ მოუჭრა ელენამ და ჭრილობის შეხვევა დაიწყო.

როცა ყველაფერს მორჩა, კაის ადგომაში დაეხმარა და ლოგინში დააწვინა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

როცა ყველაფერს მორჩა, კაის ადგომაში დაეხმარა და ლოგინში დააწვინა.

— ეცადე დაიძინო...რამე რომ დაგჭირდეს დამიძახე კარგი?

კაი ტკივილისგან გათიშული იყო, მაგრამ მაინც არ გამოჰპარვია ელენა რომელიც სისხლიში იყო ამოსვრილი.

— ელენა...

ძლივს ამოილუღლუღა კაიმ.  

— აბაზანა ორი ოთახის მოშორებითაა და შეგიძლია ჩემი გარდერობიდან მაისური გამოიღო, შენ კაბასავით გექნება. 

ელენამ მადლობა გადაუხადა და აბაზანაში შევიდა...

_______________
როგორც იქნა გაღირსეთ, ბოდიშით ასეთი უპასუხისმგებლო საქციელისთვის🥺❤️

მაფიოზის რჩეულიWhere stories live. Discover now