30

63 9 8
                                    


-ნაძვის ხე მინდა დავდგა-გამომიცხადა დანიმ მოულოდნელად და ფაქტობრივად პირღია დამტოვა.სახეხი რომელიც მეჭირა მაგიდაზე დავდე ყველის ნაჭერთან ერთად.ხელები სალფეთკით გავიწმინდე და სამზარეულოს შემოსასვლელში მდგარ ბიჭს მივუახლოვდი,შუბლზე მივადე ხელის ზურგი.

-არა,სიცხე აშკარად არ გაქვს-ვუთხარი ძალიან სერიოზული ტონით.თვალები აატრიალა მაშინვე.

-ძალიან სასაცილოა გაბრიელ,ჰა ჰა ჰა-გააკეთა ყალბი სიცილის  იმიტაცია-არ ვხუმრობ,სერიოზულად მინდა.

- 1 დეკემბრამდე მაინც მოითმინე რომ რაიმე რაციონალური ახსნა ჰქონდეს შენს საქციელს ადამიანო,რა დროს ნაძვის ხეა?-ვკითხე სიცილით.

-იქამდე ათ დღეზე მეტია დარჩენილი,მე კიდევ უკვე მინდა დავდგა.რა პრობლემაა?-გაიბუსხა ბავშვივით.ყოველთვის იცის რა კოზირი უნდა გამოიყენოს ჩემს წინააღმდეგ.როცა მის ყავისფერ თვალებში სევდა ჩადგება ხოლმე,მზად ვარ ყველა თხოვნა შევუსრულო დაუფიქრებლად.

-კარგი კარგი-დავნებდი ბოლოს-დამაცადე ეს გაზში შევდგა და მერე ჩავიდეთ ამოსატანად.შენ სარდაფის გასაღები მოძებნე მანამდე-თავი დამიქნია სახე გაბადრულმა და სამზარეულოდან გავიდა.

გაყინულ ცომს პარკი შემოვაცალე,მერე საცხობ ტაფაზე გადავიტანე და გახეხილი ყველი მოვაყარე ზემოდა,ბოლოს კი ორად გადავკეცე.

-ვიპოვე გასაღები დროზე-შემოყო ისევ თავი დანიმ,პატარა გახარებული ლეკვივით ცქმუტავდა.

შარშან ერთი წვიმაც არ მიუკიდია კედელზე,ახლა კი თვენახევრით ადრე მოუნდა მთლიანი სახლის მორთვა.მგონი ამ ყველაფერში მცირედი წვლილი მეც მიმიძღვოდა.დანი ბედნიერია ახლა,ალბათ ამიტომ არის მოახლოებული დღესასწაულის გრანდიოზულად აღნიშვნის ხასიეთზე.

როგორც კი საქმიანობას მოვრჩი მაშინვე ორივე გასასვლელისკენ გავემართეთ.კიბე ჩავიარეთ და მის ქვეშ დაბალ კარს მივუახლოვდით.დანიმ გასაღები მოიმარჯვა.რამდენიმე წუთში უკვე ნაძვის ხეც ჩვენს ხელთ იყო და სათამაშოებით სავსე ყუთიც.

Cloudy Grey 🔞Where stories live. Discover now