3

46 5 0
                                    


დედა მაშინ დავკარგე როცა თინეიჯერი ვიყავი მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები,ყველაფერი ჩემს ირგვლივ,ამ ამბამდე დიდი ხნით ადრე იყო ცივი ფერებით მოცული.

ღრმა ბავშვობიდან მუდმივად პრობლემები ტრიალებდა ჩემს თავს.ოჯახური,ფინანსური,შემდეგ დედას ავადმყოფობა,მამას უმუშევრობა და ალკოჰოლზე დამოკიდებულება მისი გარდაცვალების მერე,სოციალური შფოთვა რომელიც დიდად ვერ მეხმარებოდა მეგობრების შეძენაში,არატრადიციული ორიენტაცია.

როდესაც საბოლოოდ გავაცნობიერე,რომ ქალების მიმართ ნოლი ინტერესი გამაჩნდა.ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს უკანასკნელი ნათელი ფერიც გამომეცალა ხელიდან.ის ძალიან სუსტად კიაფობდა ჩემს თვალსაწიერში და მე მას მომავლის იმედს ვეძახდი.ყოველთვის როცა რაღაც ცუდი ხდებოდა,თავს ვუმეორებდი რომ გადავლახავ,რომ მოგვარებადია,გაივლის.მაგრამ იმის აღმოჩენამ თუ რამდენად მიზიდავდნენ კაცები და მინიმალური შანსიც კი არ არსებობდა,რომ ოდესმე ცოლს მოვიყვანდი რათა „ნორმალური“ სასიყვარულო ურთიერთობა მქონოდა,ეს უკანასკნელიც წამართვა.ვერანაირად ვერ მექნებოდა ხვალინდელი დღის იმედი ასეთ ჰომოფობიურ გარემოში.
როგორც არ უნდა გამოსწორებულიყო ჩემი არც ისე ბედნიერი ცხოვრება,ეს ხომ არასდროს შეიცვლებოდა არა?ერთი დღეც ხომ არ გათენდებოდა და მე გეიდ ყოფნას ხომ არ შევწყვეტდი?

დრო გავიდა.შიშები ნელ-ნელა დავძლიე.მერე იკო გავიცანი,მისი ყურადღების მიქცევა ვცადე.ეს საკმაოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ჩემი მხრიდან.თუ ვინმე მკითხავდა რა განზრახვით მსურდა მასთან დაახლოება,მზად ვიყავი მეთქვა კიდეც ხმამაღლა.საკუთარი თავი ბოლომდე მივიღე ისეთად როგორიც ვიყავი,უფროსწორად,პრობლემა იქამდეც არ მქონია ამასთან დაკავშირებით,უბრალოდ განვიცდიდი,რომ შეყვარებული თუ მეყოლებოდა ოდესმე,ვერ შევძლებდი მასთან ერთად ქუჩაში სეირნობას სხვა წყვილებივით.მერე,ერთ დღესაც,ამაზე ფიქრი შევწყვიტე.წინასწარ ნერვიულობა რაღაცაზე რაც შეიძლება არც კი მოხდეს,სისულელეა.

Cloudy Grey 🔞Where stories live. Discover now